სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ეს იყო საკეისრო კვეთა, შემდეგ განვითარდა სისხლდენა" - რეგულირების სააგენტო კასპში მშობიარეს გარდაცვალების საკითხს სწავლობს
"ეს იყო საკეისრო კვეთა, შემდეგ განვითარდა სისხლდენა" - რეგულირების სააგენტო კასპში მშობიარეს გარდაცვალების საკითხს სწავლობს

კას­პის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში “მე­დალ­ფა" 31 წლის მშო­ბი­ა­რე გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს კონ­ტრო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ნინო ხუ­ციშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სა­კე­ის­რო კვე­თის დროს გან­ვი­თარ­და სის­ხლდე­ნა.

ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­შო­ბი­ლი გა­დარ­ჩა და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

„რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ უკვე და­ი­წყო მომ­ხდა­რის შეს­წავ­ლა. ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ და და­წყე­ბუ­ლი აქვთ სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლა. შემ­დეგ ეტაპ­ზე სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ჩვე­ნი რე­ცენ­ზენ­ტე­ბის მხრი­დან კლი­ნი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა და ვნა­ხავთ რა დას­კვნა­ზე გა­ვალთ. ვი­ცით, რომ ეს იყო სა­კე­ის­რო კვე­თა, კვე­თის შემ­დეგ გან­ვი­თარ­და სის­ხლდე­ნა და ამას მოჰ­ყვა გარ­თუ­ლე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი დად­გინ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლის შემ­დგომ. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, სა­კი­თხის შეს­წავ­ლა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბიც არი­ან ჩარ­თუ­ლი. ამ ეტაპ­ზე ჩემ­თვის უც­ნო­ბია ცხედ­რის გაკ­ვე­თა გან­ხორ­ცი­ელ­და თუ არა,“ - გა­ნა­ცხა­და რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს კონ­ტრო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ნინო ხუ­ციშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ეს იყო საკეისრო კვეთა, შემდეგ განვითარდა სისხლდენა" - რეგულირების სააგენტო კასპში მშობიარეს გარდაცვალების საკითხს სწავლობს

"ეს იყო საკეისრო კვეთა, შემდეგ განვითარდა სისხლდენა" - რეგულირების სააგენტო კასპში მშობიარეს გარდაცვალების საკითხს სწავლობს

კასპის სამედიცინო ცენტრში “მედალფა" 31 წლის მშობიარე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ხუციშვილმა განუცხადა, საკეისრო კვეთის დროს განვითარდა სისხლდენა.

ექიმების ინფორმაციით, ახალშობილი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„რეგულირების სააგენტომ უკვე დაიწყო მომხდარის შესწავლა. ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მუშაობენ და დაწყებული აქვთ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა. შემდეგ ეტაპზე საჭირო იქნება ჩვენი რეცენზენტების მხრიდან კლინიკური შეფასება და ვნახავთ რა დასკვნაზე გავალთ. ვიცით, რომ ეს იყო საკეისრო კვეთა, კვეთის შემდეგ განვითარდა სისხლდენა და ამას მოჰყვა გართულება. დანარჩენი დადგინდება პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესწავლის შემდგომ. რამდენადაც ვიცი, საკითხის შესწავლაში სამართალდამცველებიც არიან ჩართული. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია ცხედრის გაკვეთა განხორციელდა თუ არა,“ - განაცხადა რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ხუციშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ