სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სამწუხაროა, რომ ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვის ფოტოების გაზიარება ხდება - ჰაერის დაბინძურების კუთხით ეს ზღვაში წვეთია"
"სამწუხაროა, რომ ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვის ფოტოების გაზიარება ხდება - ჰაერის დაბინძურების კუთხით ეს ზღვაში წვეთია"

სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ძი­რი­თა­დად ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის ფო­ტო­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ხდე­ბა,- ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ კონ­ფე­რენ­ცი­ის "ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის რე­ფორ­მის მო­ნი­ტო­რინ­გი და შე­ფა­სე­ბა" დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღი­ნიშ­ნა, იმ ავ­ტო­მო­ბილ­თა 90%, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში გა­და­ად­გილ­დე­ბა, არის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და გა­ნახ­ლე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის თქმით, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი არის ზღვა­ში წვე­თი, რად­გან დე­და­ქა­ლაქ­ში 500 000-მდე ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ად­გილ­დე­ბა და მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა არის 10-დან 20 წლამ­დე.

"ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით დე­და­ქა­ლაქ­ში გვაქვს მწვა­ვე პრობ­ლე­მა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მო­ე­ბუ­ლი ყვე­ლა კვლე­ვა არის კრი­ტი­კუ­ლი. მგო­ნია, რომ თუ არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი, შე­უძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ძი­რი­თა­დად ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის ფო­ტო­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ხდე­ბა. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს არის ზღვა­ში წვე­თი იმი­ტომ, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 500 000-ზე მეტი ავ­ტო­მო­ბი­ლი. აქე­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის წილი არის და­ახ­ლო­ე­ბით 650 ერ­თე­უ­ლი ავ­ტო­ბუ­სი. და­ნარ­ჩე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის 90% არის 10-დან 20 წლამ­დე. რომ გა­დავ­ხე­დოთ სტა­ტის­ტი­კას, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი ყო­ველ­წლი­უ­რად 7%-ით იზ­რდე­ბა და მათი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი არის ძვე­ლი.

კი­დევ ახა­ლი რა­ღაც შე­მო­ი­ტა­ნეს-კა­ტა­ლო­ზა­ტო­რებს იღე­ბენ მან­ქა­ნე­ბი­დან და ცალ­კე ყი­დი­ან. ანუ, სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა გვაქვს ამ კუ­თხით და მგო­ნია, რომ ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით შევ­ძლებთ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას,"- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მისი თქმით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის პრე­ზენ­ტა­ცი­ას წა­რად­გენს.

"უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია აპი­რებს წარ­მო­ად­გი­ნოს სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა, თუ რო­გო­რი ხედ­ვა აქვს გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში. მგო­ნია, რომ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ გვე­ყო­ლე­ბა ახა­ლი ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ევ­რო­პუ­ლი ტი­პის ავ­ტო­ბუ­სე­ბი და პა­რა­ლე­ლუ­რად მო­სახ­ლე­ო­ბას უნდა ვუ­თხრათ ის, რომ ძვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა არის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი. ამი­ტომ მგო­ნია, რომ ხალ­ხი ამას გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბა," - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

მარტო ძველი ავტობუსები? ჯართი მსუბუები და რაც მთავარია "სუნამონარევი" ბენზინი. ისე რა მნიშვნელობა აქვს, ტრანსპორტი მოგკლავს თუ კორონავირუსი.

mmm
0

30 წლის ავტომობილი მყავს და გამონაბოქვზე ტესტი ბრწყინვალედ გაიარა. ნორმის ნახევარიც არ აჩვენა, დროულად შეცვალეთ ზეთი და ფილტრი, ნუ გააუბედურებთ ძრავს, ჩაასხით ნორმალური საწვავი და არანაირი გამონაბოლქვი არ ექნება.. ასე რომ მანქანის ასაკს კი არა მის გამართულობას მიაქციეთ ყურადღება. ბევრი ახალი მანქანა მინახავს, ისეთი ჭვარტლი გასდის, უკან აღარაფერი ჩანს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"სამწუხაროა, რომ ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვის ფოტოების გაზიარება ხდება - ჰაერის დაბინძურების კუთხით ეს ზღვაში წვეთია"

"სამწუხაროა, რომ ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვის ფოტოების გაზიარება ხდება - ჰაერის დაბინძურების კუთხით ეს ზღვაში წვეთია"

სამწუხაროა, რომ საზოგადოების მხრიდან ძირითადად ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვის ფოტოების გაზიარება ხდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კონფერენციის "ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება" დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, იმ ავტომობილთა 90%, რომლებიც თბილისში გადაადგილდება, არის მოძველებული და განახლებას საჭიროებს.

დედაქალაქის მერის თქმით, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამონაბოლქვი არის ზღვაში წვეთი, რადგან დედაქალაქში 500 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება და მათი უმრავლესობა არის 10-დან 20 წლამდე.

"ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით დედაქალაქში გვაქვს მწვავე პრობლემა. ამ მიმართულებით წარმოებული ყველა კვლევა არის კრიტიკული. მგონია, რომ თუ არ განხორციელდება გარკვეული რეფორმები, შეუძლებელია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება.

სამწუხაროა, რომ საზოგადოების მხრიდან ძირითადად ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვის ფოტოების გაზიარება ხდება. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ზღვაში წვეთი იმიტომ, რომ დედაქალაქში გადაადგილდება დაახლოებით 500 000-ზე მეტი ავტომობილი. აქედან საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილი არის დაახლოებით 650 ერთეული ავტობუსი. დანარჩენი ავტომობილების 90% არის 10-დან 20 წლამდე. რომ გადავხედოთ სტატისტიკას, ავტომობილების იმპორტი ყოველწლიურად 7%-ით იზრდება და მათი ძირითადი ნაწილი არის ძველი.

კიდევ ახალი რაღაც შემოიტანეს-კატალოზატორებს იღებენ მანქანებიდან და ცალკე ყიდიან. ანუ, სრული კატასტროფა გვაქვს ამ კუთხით და მგონია, რომ ჩვენ საზოგადოების ჩართულობით შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას,"- განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მერია უახლოეს მომავალში სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას წარადგენს.

"უახლოეს მომავალში დედაქალაქის მერია აპირებს წარმოადგინოს სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ როგორი ხედვა აქვს გრძელვადიან პერსპექტივაში. მგონია, რომ საკმაოდ საინტერესო იქნება. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ გვეყოლება ახალი ეკოლოგიურად სუფთა ევროპული ტიპის ავტობუსები და პარალელურად მოსახლეობას უნდა ვუთხრათ ის, რომ ძველი ავტომობილებით გადაადგილება არის დამაზიანებელი. ამიტომ მგონია, რომ ხალხი ამას გაგებით მოეკიდება," - განაცხადა კახა კალაძემ.

11 ახალი პაციენტიდან 3 ინგლისის კლასტერიდანაა, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ცნობილი არაა - მარინა ეზუგბაია ბოლო ცნობებით

21:00 საათიდან სასურსათო მაღაზიებიც დაიხურება

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა