სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რისი აშენება იგეგმება მეიდანზე?!
რისი აშენება იგეგმება მეიდანზე?!

სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა ქრო­ნი­კულ პრობ­ლე­მად იქცა თბი­ლი­სის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა მერი დე­და­ქა­ლაქ­ში ქუ­ჩე­ბის ტრან­სპორ­ტის­გან გან­ტვირ­თვა­სა და სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლის გა­ფარ­თო­ე­ბის პი­რო­ბას დებს, რე­ა­ლო­ბა უფრო მძიმ­დე­ბა - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის დილა სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლის მო­ძი­ე­ბა­ზე ფიქ­რით იწყე­ბა. ცალ­კე პრობ­ლე­მაა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­დატ­ვირ­თუ­ლი ტრო­ტუ­ა­რე­ბი.

ჯერ კი­დევ 2015 წელს თბი­ლი­სის მე­რი­ამ 210 ტრო­ტუ­არ­ზე პარ­კი­რე­ბის გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და კი­დევ ერთხელ დადო პი­რო­ბა, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ტენ­დე­რი გა­მო­ცხად­დე­ბო­და ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მო­სა­ზი­დად მი­წის­ქვე­შა და მი­წის­ზე­და მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბის ასა­შე­ნებ­ლად. მას შემ­დეგ დე­და­ქა­ლაქ­მა ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა აირ­ჩია, თუმ­ცა პრობ­ლე­მა პრობ­ლე­მად დარ­ჩა - ინ­ვეს­ტო­რი ისევ მო­სა­ზი­დია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კახა კა­ლა­ძის უწყე­ბამ კი­დევ ერთხელ გა­მო­ა­ცხა­და ტენ­დე­რი კერ­ძო სექ­ტო­რის და­სა­ინ­ტე­რე­სებ­ლად და მი­წის­ქვე­შა სა­პარ­კინ­გე სივ­რცის მო­სა­წყო­ბად ინ­ვეს­ტო­რებს სიმ­ბო­ლურ ფა­სად, 1 ლა­რად შეს­თა­ვა­ზა ად­გი­ლე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში, კონ­კურ­სში არც ერ­თმა ინ­ვეს­ტორ­მა არ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - ტენ­დე­რი ჩა­ვარ­და.

ქა­ლაქ­ში, სა­დაც მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 400 ათასს დიდი ხა­ნია გა­და­ა­ჭარ­ბა, პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბი დას­წრე­ბა­ზე და ე.წ. სტა­ი­ანშჩი­კე­ბის ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, თბი­ლის­ში სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბი კი­დევ უფრო შემ­ცირ­დეს. კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძვე­ლი თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კერ­ძოდ, მე­ი­დან­ზე არ­სე­ბუ­ლი პარ­კინ­გის ხელ­შემ­წყო­ბი ზონა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად რამ­დე­ნი­მე ასე­ულ მან­ქა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა (მძღო­ლი ტო­ვებს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნას და კომ­პა­ნია "ვა­ლეტ პარ­კინ­გის" თა­ნამ­შრომ­ლებს ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­დაჰ­ყავთ მი­წის­ქვე­შა პარ­კინგზე), უქ­მდე­ბა და მის ნაც­ვლად კვე­ბის ობი­ექ­ტის აშე­ნე­ბა იგეგ­მე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა მე­რი­ა­ში ვცა­დეთ და მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი თა­ვარ­თქი­ლა­ძეს­ და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, ადას­ტუ­რებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მე­ი­დან­ზე პარ­კინ­გის ხელ­შემ­წყო­ბი ზო­ნის გა­უქ­მე­ბა იგეგ­მე­ბა და ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი კვე­ბის ობი­ექ­ტი უნდა აშენ­დეს?

- კვე­ბის ობი­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რცის მო­წყო­ბა იგეგ­მე­ბა, რომ­ლი­თაც რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ისე ტუ­რის­ტე­ბი უფა­სოდ ისარ­გებ­ლე­ბენ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რისი აშენება იგეგმება მეიდანზე?!

რისი აშენება იგეგმება მეიდანზე?!

საპარკინგე ადგილის ნაკლებობა ქრონიკულ პრობლემად იქცა თბილისისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მერი დედაქალაქში ქუჩების ტრანსპორტისგან განტვირთვასა და საპარკინგე ადგილის გაფართოების პირობას დებს, რეალობა უფრო მძიმდება - მოქალაქეების დიდი ნაწილის დილა საპარკინგე ადგილის მოძიებაზე ფიქრით იწყება. ცალკე პრობლემაა ავტომობილებით გადატვირთული ტროტუარები.

ჯერ კიდევ 2015 წელს თბილისის მერიამ 210 ტროტუარზე პარკირების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო და კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ უახლოეს პერიოდში ტენდერი გამოცხადდებოდა ინვესტორი კომპანიების მოსაზიდად მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი პარკირების ადგილების ასაშენებლად. მას შემდეგ დედაქალაქმა ახალი ხელმძღვანელობა აირჩია, თუმცა პრობლემა პრობლემად დარჩა - ინვესტორი ისევ მოსაზიდია.

მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძის უწყებამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა ტენდერი კერძო სექტორის დასაინტერესებლად და მიწისქვეშა საპარკინგე სივრცის მოსაწყობად ინვესტორებს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შესთავაზა ადგილები დედაქალაქში, კონკურსში არც ერთმა ინვესტორმა არ მიიღო მონაწილეობა - ტენდერი ჩავარდა.

ქალაქში, სადაც მანქანების რაოდენობამ 400 ათასს დიდი ხანია გადააჭარბა, პარკირების ადგილები დასწრებაზე და ე.წ. სტაიანშჩიკების ნებაზეა დამოკიდებული.

არ არის გამორიცხული, თბილისში საპარკინგე ადგილები კიდევ უფრო შემცირდეს. კულუარული ინფორმაციით, ძველი თბილისის ტერიტორიაზე, კერძოდ, მეიდანზე არსებული პარკინგის ხელშემწყობი ზონა, რომელიც ყოველდღიურად რამდენიმე ასეულ მანქანას ემსახურება (მძღოლი ტოვებს ტერიტორიაზე მანქანას და კომპანია "ვალეტ პარკინგის" თანამშრომლებს ავტომობილი გადაჰყავთ მიწისქვეშა პარკინგზე), უქმდება და მის ნაცვლად კვების ობიექტის აშენება იგეგმება.

ბუნებრივია, ინფორმაციის გადამოწმება მერიაში ვცადეთ და მერიის ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი თავართქილაძეს დავუკავშირდით:

- ბატონო ირაკლი, ადასტურებთ ინფორმაციას, რომ მეიდანზე პარკინგის ხელშემწყობი ზონის გაუქმება იგეგმება და ამ ტერიტორიაზე ახალი კვების ობიექტი უნდა აშენდეს?

- კვების ობიექტის მშენებლობაზე არასწორი ინფორმაცია გაქვთ. ამ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა იგეგმება, რომლითაც როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ტურისტები უფასოდ ისარგებლებენ. განაგრძეთ კითხვა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ