სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მიხეილ ჩხენკელი - კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით აღიჭურვება
მიხეილ ჩხენკელი - კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით აღიჭურვება

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის, მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ბო­ლომ­დე ყვე­ლა სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბით აღი­ჭურ­ვე­ბა. რო­გორც ჩხენ­კელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს 175-ე სკო­ლის სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში გა­ნუ­ცხა­და, კონ­დი­ცი­ო­ნე­რებს უცხო­ე­თი­დან ელო­დე­ბი­ან.

„2-5 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით არის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. ჩვენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა მხო­ლოდ დი­ლის ცვლა­ში. ამ კვი­რის ბო­ლომ­დე ყვე­ლა ცენ­ტრი იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბით. კონ­დი­ცი­ო­ნე­რებს ვე­ლო­დე­ბით უცხო­ე­თი­დან და კვი­რის ბო­ლომ­დე და­მონ­ტაჟ­დე­ბა ყვე­ლა სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში. წელს პირ­ვე­ლი წე­ლია, რო­დე­საც კონ­დი­ცი­რე­ბით აღ­ჭურ­ვა ხდე­ბა სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბის. ეს სა­კი­თხი ჩვენ დავ­ძა­რით. მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა არის, რომ სკო­ლებ­ში, სა­დაც სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბია, არ­სე­ბუ­ლი ელექტრო­ქ­სე­ლი ვერ უძ­ლებს კონ­დი­ცი­ო­ნე­რის დატ­ვირ­თვას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყვი­ტეთ გა­რე­დან შეგ­ვეყ­ვა­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ბე­ლი, რო­მე­ლიც უძ­ლებს კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის სის­ტე­მას. ზო­გა­დად, გა­მო­საც­ვლე­ლია ელექტრო­ქ­სე­ლი ყვე­ლა სკო­ლა­ში და ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა მო­მა­ვა­ლი წლის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ჩხენ­კელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ეროვ­ნულ­მა გა­მოც­დებ­მა ჩა­ი­ა­როს ნორ­მა­ლურ და კომ­ფორ­ტულ ვი­თა­რე­ბა­ში.

„მიმ­დი­ნა­რე­ობს და უკვე დას­რულ­და ზო­გი­ერ­თი სკო­ლის კონ­დი­ცი­რე­ბით აღ­ჭურ­ვა. სკო­ლე­ბის ნა­წილ­ში სპლიტ კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ყველ­გან, სკო­ლე­ბის ნა­წილ­ში არის შე­რე­უ­ლი სის­ტე­მა - ე.წ. მო­ბი­ლუ­რი კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი და ვენ­ტი­ლა­ტო­რე­ბი. ვენ­ტი­ლა­ტო­რე­ბი და ცივი წყლის დის­პენ­სე­რე­ბი ყვე­ლა სა­გა­მოც­დო ცენ­ტრშია“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი მო­მა­ვა­ლი წლი­დან შე­საძ­ლოა, გა­ზა­ფხულ­ზე ჩა­ტარ­დეს. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა გა­ნუ­ცხა­და, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია.

"ჩემი მო­საზ­რე­ბაა, რომ ივ­ლის­ში არ უნდა ტარ­დე­ბო­დეს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა გა­ზა­ფხულ­ზე. მო­მა­ვა­ლი წლი­დან ვი­ხი­ლავთ სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას, რომ გა­ზა­ფხულ­ზე, სე­მესტრის ბო­ლოს ჩა­ტარ­დეს ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და არ იყოს ივ­ლის­ში, რო­დე­საც ცხე­ლა. სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს. გა­ზა­ფხულ­ზე, სე­მესტრის ბო­ლოს სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია ერვნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ამ იდე­ას ვი­ხი­ლავთ", - გა­ნა­ცხა­და ჩხენ­კელ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის კო­მენ­ტა­რი სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბის კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბით აღ­ჭურ­ვა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მიხეილ ჩხენკელი - კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით აღიჭურვება

მიხეილ ჩხენკელი - კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით აღიჭურვება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით აღიჭურვება. როგორც ჩხენკელმა ჟურნალისტებს 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრში განუცხადა, კონდიციონერებს უცხოეთიდან ელოდებიან.

„2-5 ივლისის ჩათვლით არის მაღალი ტემპერატურა. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ პერიოდში ეროვნული გამოცდები ჩატარდება მხოლოდ დილის ცვლაში. ამ კვირის ბოლომდე ყველა ცენტრი იქნება აღჭურვილი კონდიციონერებით. კონდიციონერებს ველოდებით უცხოეთიდან და კვირის ბოლომდე დამონტაჟდება ყველა საგამოცდო ცენტრში. წელს პირველი წელია, როდესაც კონდიცირებით აღჭურვა ხდება საგამოცდო ცენტრების. ეს საკითხი ჩვენ დავძარით. მთავარი გამოწვევა არის, რომ სკოლებში, სადაც საგამოცდო ცენტრებია, არსებული ელექტროქსელი ვერ უძლებს კონდიციონერის დატვირთვას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გარედან შეგვეყვანა სპეციალური კაბელი, რომელიც უძლებს კონდიციონერების სისტემას. ზოგადად, გამოსაცვლელია ელექტროქსელი ყველა სკოლაში და ეს აუცილებლად მოხდება მომავალი წლისთვის“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეროვნულმა გამოცდებმა ჩაიაროს ნორმალურ და კომფორტულ ვითარებაში.

„მიმდინარეობს და უკვე დასრულდა ზოგიერთი სკოლის კონდიცირებით აღჭურვა. სკოლების ნაწილში სპლიტ კონდიციონერები დამონტაჟებულია ყველგან, სკოლების ნაწილში არის შერეული სისტემა - ე.წ. მობილური კონდიციონერები და ვენტილატორები. ვენტილატორები და ცივი წყლის დისპენსერები ყველა საგამოცდო ცენტრშია“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს. როგორც ჟურნალისტებს მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

"ჩემი მოსაზრებაა, რომ ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. შესაძლებელია, ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე. მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები და არ იყოს ივლისში, როდესაც ცხელა. სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს სრულიად შესაძლებელია ერვნული გამოცდების ჩატარება და ამ იდეას ვიხილავთ", - განაცხადა ჩხენკელმა.

იხილეთ ვიდეო: მიხეილ ჩხენკელის კომენტარი საგამოცდო ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვაზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ