სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"იმ ჯოჯოხეთში უამრავი ქალი დადის. იქ გავიცანი ქალაქის ერთ-ერთი წამყვანი რესტორნის მეპატრონე..."
"იმ ჯოჯოხეთში უამრავი ქალი დადის. იქ გავიცანი ქალაქის ერთ-ერთი წამყვანი რესტორნის მეპატრონე..."

"კარ­გა ხა­ნია, აღარ მყავს შვი­ლი, რო­მლის ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბა­საც ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბა და სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი შე­ვა­ლიე. ყვე­ლა იმე­დი და­მი­კარ­გე, გაქ­რი ჩვე­ნი­ ცხოვ­რე­ბი­დან", - ეს მე­სი­ჯი დე­დამ გვი­ან ღა­მით მომ­წე­რა. მივ­ხვდი, რომ ამ­ქვეყ­ნად ჩემს ყოფ­ნას აზრი არ ჰქონ­და. სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ვე­დი და კარი შე­ვი­კე­ტე, მერე არა­ფე­რი მახ­სოვს", - ეს ფრაგ­მენ­ტია ლუ­დო­მა­ნი ქა­ლის ნა­ამ­ბო­ბი­დან, რო­მელ­მაც აზარ­ტულ თა­მა­შებს ყვე­ლა­ფე­რი შეს­წი­რა.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" რეს­პონ­დენ­ტი 31 წლის ქა­ლია. ის ერთ დროს წარ­მატ­ებუ­ლი ექი­მი იყო. მისი ოჯა­ხი სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კის­წი­ლე­ბის მფლო­ბე­ლი გახ­ლდათ (ეკას მშობ­ლე­ბიც ექი­მე­ბი ჰყავს), მე­ნე­ჯმენ­ტი კი გო­გო­ნას ება­რა და ძა­ლი­ან კარ­გად არ­თმევ­და თავს, გა­დამ­ზა­დე­ბას უცხო­ე­თის სა­უ­კე­თე­სო ცენ­ტრებ­ში გა­დი­ო­და. მშობ­ლე­ბი ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რობ­დნენ, რომ მათ შვილს წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ჰქო­ნო­და. ეკაც სა­კუ­თარ თავს სულ უფრო მეტს სთხოვ­და და დღე-ღა­მე­ში 20 სა­ათს მუ­შა­ობ­და. ერთ დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლის ერთი მოს­მით გაქ­რა...

ეკა: - ინ­გლი­სუ­რი და რუ­სუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან ვის­წავ­ლე. მშობ­ლებ­მა რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ძიძა და­ი­ქი­რა­ვეს, რათა ეს ენა უფრო სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­მეს­წავ­ლა, ინ­გლი­სურ­ზე კი იმ რე­პე­ტი­ტორ­თან დავ­დი­ო­დი, რო­მე­ლიც დიპ­ლო­მა­ტებ­სა და ელ­ჩებს ამ­ზა­დებ­და. დღე­და­ღამ ვსწავ­ლობ­დი და ვმუ­შა­ობ­დი. ამ ორი ენის გარ­და, ჩე­მით ვის­წავ­ლე ჩი­ნუ­რი და ია­პო­ნუ­რი. დედა, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­ში სე­მი­ნა­რებ­ზე ხში­რად და­დი­ო­და, მე­უბ­ნე­ბო­და, დრო სწო­რად გა­ა­ნა­წი­ლე, ცოტა გარ­თო­ბის­თვი­საც მო­ი­ცა­ლე, თო­რემ სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი გა­გიფ­რინ­დე­ბაო. არ მე­ცა­ლა.

ჩემი კლი­ნი­კის ფი­ლი­ა­ლი რე­გი­ონ­შიც გავ­ხსე­ნი და ერთ-ერთი­ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც მო­ვიწ­ვიე. იქ გა­ვი­ცა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბის დან­გრე­ვა­ში უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა.­ კლი­ნი­კა­ში თარ­ჯიმ­ნად მუ­შა­ობ­და და იმ­დე­ნად მო­ვი­ხიბ­ლე მისი მე­ტყვე­ლე­ბით, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად შემ­შურ­და ადა­მი­ა­ნის. ერთ სა­ღა­მოს ყა­ვის და­ლე­ვა­ზე შევ­თან­ხმდით და ასე და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი.

- აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი იყო?

- დიახ, თუმ­ცა ამას რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გად ნიღ­ბავ­და. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და რის­კი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და. ყვე­ლა­ფერ­ში ვბა­ძავ­დი - სა­უ­ბარ­ში, საქ­მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მა­ში... ერთ დღე­საც მი­თხრა, ხან­და­ხან კა­ზი­ნო­ებს ვსტუმ­რო­ბო. შევ­შფოთ­დი, მაგ­რამ მა­შინ­ვე შე­არ­ბი­ლა, ნუ გე­ში­ნია, ხან­და­ხან შევ­დი­ვარ და გო­ნე­ბას სის­ხარ­ტე­ში ვა­ვარ­ჯი­შე­ბო. მკი­თხა, ნამ­ყო­ფი ვი­ყა­ვი თუ არა. გა­მე­ცი­ნა, არას­დროს-მეთ­ქი. რა კარ­გია, ასე­თებს ყო­ველ­თვის უმარ­თლებთ, ერთხელ წა­მო­დი, გა­რე­მო მა­ინც ხომ უნდა გქონ­დეს ნა­ნა­ხიო. 27 წლის გოგო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­ ვი­ყა­ვი, რომ თა­მაშ­ზე ხელი არას­დროს წა­მიც­დე­ბო­და. 900 ლარი მო­ვი­გე. აღ­ფრთო­ვან­და, ყვე­ლა­ფე­რი ასე მაგ­რად რა­ნა­ი­რად გა­მოგ­დი­სო. მას შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე არც კი უხ­სე­ნე­ბია თა­მა­ში. შემ­დეგ ისევ წა­ვე­დით კა­ზი­ნო­ში, მერე და მერე დრო­ის ინ­ტერ­ვა­ლი შე­ვამ­ცი­რეთ. ხან ვი­გებ­დი, ხან ვა­გებ­დი, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ გო­ნე­ბა­ში რა­ღაც ლაქა გა­მიჩ­ნდა, რო­მე­ლიც სა­დღაც მე­ქა­ჩე­ბო­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად, დღე-ღა­მე­ში 2-3 სა­ა­თი მე­ძი­ნა, რომ კლი­ნი­კა­ში აღე­ბუ­ლი ტემ­პი არ და­მეგ­დო. ჩემი საქ­მე სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად მიყ­ვარ­და. ვი­ღებ­დი პა­ცი­ენ­ტებს, შემ­დეგ მე­ნე­ჯმენ­ტის სა­კი­თხებს ვაგ­ვა­რებ­დი, მაგ­რამ კვი­რა­ში ორ-სამ­ჯერ სა­თა­მა­შოდ გავ­რბო­დით. "ამას სხვა მუ­ღა­მი აქვს", - მე­უბ­ნე­ბო­და ჩემი ახა­ლი მე­გო­ბა­რი და კა­ზი­ნო­დან სლოტკლუბ­ში, პო­კერკლუბ­ში მივ­დი­ო­დით. რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ თა­მა­ში მა­ნი­ად მექ­ცა, გა­მო­ვუ­ცხა­დე, მორ­ჩა, ამა­ზე არც კი იფიქ­რო-მეთ­ქი, და ჩემ მი­მართ ინ­ტე­რე­სი და­კარ­გა­. მე კი უკვე შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი ცალ­კე მას, ცალ­კე აზარ­ტულ თა­მა­შებს. ხან რა მი­ზეზს ვე­ძებ­დი, ხან რას, რომ შევ­ხვედ­რო­დი, თუმ­ცა ვერ ვხვდე­ბო­დი, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო მინ­დო­და თუ თა­მა­ში. მთხოვ­და, ემო­ცი­ე­ბი გა­ა­კონ­ტრო­ლეო, მაგ­რამ უკვე აღარ შე­მეძ­ლო.

- რას გუ­ლის­ხმობ­და ემო­ცი­ე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა­ში?

- შე­ეძ­ლო, თვე ისე გა­სუ­ლი­ყო, თა­ვად არ ეთა­მა­შა, ჩემს ან რო­მე­ლი­მე მე­გობ­რის თა­მაშს უყუ­რებ­და და ამით თა­ვის­ ე. წ. ზა­მას­კას იკ­ლავ­და, მე კი ეს ვერ შევ­ძე­ლი...

პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა შე­ვამ­ცი­რე - კლი­ნი­კის მარ­თვას დიდი დრო მი­აქვს და ვერ ვას­წრებ-მეთ­ქი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი დავ­კარ­გე. შემ­დეგ სა­მე­გობ­რო ჩა­მომ­შორ­და. მუდ­მი­ვად ვი­ტყუ­ე­ბო­დი, არ მცა­ლია-მეთ­ქი და ბო­დი­შებს ვიხ­დი­დი. რამ­დე­ნი­მემ მი­თხრა, კა­ზი­ნო­ში გნა­ხეს და რამ გა­დაგ­რი­აო. ალ­ბათ, შე­ე­შა­ლათ-მეთ­ქი, მრცხვე­ნო­და აღი­ა­რე­ბა, შემ­დეგ კი არც ეს მა­ნაღ­ვლებ­და... საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ ბო­ლოს ჩემი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი ტაქ­ტი­ა­ნი რჩე­ვა-და­რი­გე­ბი­დან ჩხუბ­ზე, შემ­დეგ კი შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გა­და­ვი­და - ამაზ­რზე­ნად იქ­ცე­ვი, ამ სის­ტე­მა­ში ჭიპი მაქვს მოჭ­რი­ლი და თა­ვად მი­ნა­ხავს, რო­გორ აყე­ნე­ბენ აპა­რატს - თავ­და­პირ­ვე­ლად, მხო­ლოდ იმი­ტომ გა­გე­ბი­ნე­ბენ, რომ შენ­ში თა­მა­შის სურ­ვი­ლი აღ­ძრან და შე­გაჩ­ვი­ო­ნო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"იმ ჯოჯოხეთში უამრავი ქალი დადის. იქ გავიცანი ქალაქის ერთ-ერთი წამყვანი რესტორნის მეპატრონე..."

"იმ ჯოჯოხეთში უამრავი ქალი დადის. იქ გავიცანი ქალაქის ერთ-ერთი წამყვანი რესტორნის მეპატრონე..."

"კარგა ხანია, აღარ მყავს შვილი, რომლის ფეხზე დაყენებასაც ჩემი ახალგაზრდობა და საუკეთესო წლები შევალიე. ყველა იმედი დამიკარგე, გაქრი ჩვენი ცხოვრებიდან", - ეს მესიჯი დედამ გვიან ღამით მომწერა. მივხვდი, რომ ამქვეყნად ჩემს ყოფნას აზრი არ ჰქონდა. სააბაზანოში შევედი და კარი შევიკეტე, მერე არაფერი მახსოვს", - ეს ფრაგმენტია ლუდომანი ქალის ნაამბობიდან, რომელმაც აზარტულ თამაშებს ყველაფერი შესწირა.

"კვირის პალიტრის" რესპონდენტი 31 წლის ქალია. ის ერთ დროს წარმატებული ექიმი იყო. მისი ოჯახი სამედიცინო კლინიკისწილების მფლობელი გახლდათ (ეკას მშობლებიც ექიმები ჰყავს), მენეჯმენტი კი გოგონას ებარა და ძალიან კარგად ართმევდა თავს, გადამზადებას უცხოეთის საუკეთესო ცენტრებში გადიოდა. მშობლები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ მათ შვილს წარმატებული კარიერა ჰქონოდა. ეკაც საკუთარ თავს სულ უფრო მეტს სთხოვდა და დღე-ღამეში 20 საათს მუშაობდა. ერთ დღეს ეს ყველაფერი ხელის ერთი მოსმით გაქრა...

ეკა: - ინგლისური და რუსული ბავშვობიდან ვისწავლე. მშობლებმა რუსულენოვანი ძიძა დაიქირავეს, რათა ეს ენა უფრო საფუძვლიანად შემესწავლა, ინგლისურზე კი იმ რეპეტიტორთან დავდიოდი, რომელიც დიპლომატებსა და ელჩებს ამზადებდა. დღედაღამ ვსწავლობდი და ვმუშაობდი. ამ ორი ენის გარდა, ჩემით ვისწავლე ჩინური და იაპონური. დედა, რომელიც უცხოეთში სემინარებზე ხშირად დადიოდა, მეუბნებოდა, დრო სწორად გაანაწილე, ცოტა გართობისთვისაც მოიცალე, თორემ საუკეთესო წლები გაგიფრინდებაო. არ მეცალა.

ჩემი კლინიკის ფილიალი რეგიონშიც გავხსენი და ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მოვიწვიე. იქ გავიცანი ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრების დანგრევაში უდიდესი როლი ითამაშა. კლინიკაში თარჯიმნად მუშაობდა და იმდენად მოვიხიბლე მისი მეტყველებით, ცხოვრებაში პირველად შემშურდა ადამიანის. ერთ საღამოს ყავის დალევაზე შევთანხმდით და ასე დაიწყო ყველაფერი.

- აზარტული თამაშების მოყვარული იყო?

- დიახ, თუმცა ამას რამდენიმე თვის განმავლობაში კარგად ნიღბავდა. მოწესრიგებული, განათლებული და რისკიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ყველაფერში ვბაძავდი - საუბარში, საქმისადმი დამოკიდებულებაში, ადამიანებთან ურთიერთობის ფორმაში... ერთ დღესაც მითხრა, ხანდახან კაზინოებს ვსტუმრობო. შევშფოთდი, მაგრამ მაშინვე შეარბილა, ნუ გეშინია, ხანდახან შევდივარ და გონებას სისხარტეში ვავარჯიშებო. მკითხა, ნამყოფი ვიყავი თუ არა. გამეცინა, არასდროს-მეთქი. რა კარგია, ასეთებს ყოველთვის უმართლებთ, ერთხელ წამოდი, გარემო მაინც ხომ უნდა გქონდეს ნანახიო. 27 წლის გოგო დარწმუნებული ვიყავი, რომ თამაშზე ხელი არასდროს წამიცდებოდა. 900 ლარი მოვიგე. აღფრთოვანდა, ყველაფერი ასე მაგრად რანაირად გამოგდისო. მას შემდეგ რამდენიმე დღე არც კი უხსენებია თამაში. შემდეგ ისევ წავედით კაზინოში, მერე და მერე დროის ინტერვალი შევამცირეთ. ხან ვიგებდი, ხან ვაგებდი, მაგრამ მივხვდი, რომ გონებაში რაღაც ლაქა გამიჩნდა, რომელიც სადღაც მექაჩებოდა.

თავდაპირველად, დღე-ღამეში 2-3 საათი მეძინა, რომ კლინიკაში აღებული ტემპი არ დამეგდო. ჩემი საქმე საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. ვიღებდი პაციენტებს, შემდეგ მენეჯმენტის საკითხებს ვაგვარებდი, მაგრამ კვირაში ორ-სამჯერ სათამაშოდ გავრბოდით. "ამას სხვა მუღამი აქვს", - მეუბნებოდა ჩემი ახალი მეგობარი და კაზინოდან სლოტკლუბში, პოკერკლუბში მივდიოდით. როდესაც მივხვდი, რომ თამაში მანიად მექცა, გამოვუცხადე, მორჩა, ამაზე არც კი იფიქრო-მეთქი, და ჩემ მიმართ ინტერესი დაკარგა. მე კი უკვე შეჩვეული ვიყავი ცალკე მას, ცალკე აზარტულ თამაშებს. ხან რა მიზეზს ვეძებდი, ხან რას, რომ შევხვედროდი, თუმცა ვერ ვხვდებოდი, მასთან ურთიერთობა უფრო მინდოდა თუ თამაში. მთხოვდა, ემოციები გააკონტროლეო, მაგრამ უკვე აღარ შემეძლო.

- რას გულისხმობდა ემოციების გაკონტროლებაში?

- შეეძლო, თვე ისე გასულიყო, თავად არ ეთამაშა, ჩემს ან რომელიმე მეგობრის თამაშს უყურებდა და ამით თავის ე. წ. ზამასკას იკლავდა, მე კი ეს ვერ შევძელი...

პაციენტების მიღება შევამცირე - კლინიკის მართვას დიდი დრო მიაქვს და ვერ ვასწრებ-მეთქი. სინამდვილეში, მათთან ურთიერთობის სურვილი დავკარგე. შემდეგ სამეგობრო ჩამომშორდა. მუდმივად ვიტყუებოდი, არ მცალია-მეთქი და ბოდიშებს ვიხდიდი. რამდენიმემ მითხრა, კაზინოში გნახეს და რამ გადაგრიაო. ალბათ, შეეშალათ-მეთქი, მრცხვენოდა აღიარება, შემდეგ კი არც ეს მანაღვლებდა... საქმე იქამდე მივიდა, რომ ბოლოს ჩემი მეგობარი მამაკაცი ტაქტიანი რჩევა-დარიგებიდან ჩხუბზე, შემდეგ კი შეურაცხყოფაზე გადავიდა - ამაზრზენად იქცევი, ამ სისტემაში ჭიპი მაქვს მოჭრილი და თავად მინახავს, როგორ აყენებენ აპარატს - თავდაპირველად, მხოლოდ იმიტომ გაგებინებენ, რომ შენში თამაშის სურვილი აღძრან და შეგაჩვიონო.

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა