სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენისას - რეკომენდაციები არქიტექტორისგან
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენისას - რეკომენდაციები არქიტექტორისგან

თბი­ლისს წლი­დან წლამ­დე ათო­ბით ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი ემა­ტე­ბა. მშე­ნებ­ლე­ბის ნა­წი­ლი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის დროს ყუ­რა­დღე­ბას გამ­წვა­ნე­ბა­სა და სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნა­ზე ამახ­ვი­ლებს, ზო­გი­ერ­თი – სიმ­ყუდ­რო­ვე­ზე, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა­ზე და სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა, რას უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ბი­ნის შე­ძე­ნი­სას და რო­მე­ლია ის ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რო­მელ­საც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. ამ კი­თხვე­ბით Allnews.ge-მ არ­ქი­ტექ­ტორ თა­მაზ დოგ­რაშ­ვილს მი­მარ­თა.

დოგ­რაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, დე­და­ქა­ლა­ქის კლი­მა­ტუ­რი ზონა ითხოვს, რომ ბინა იყოს გა­ნი­ა­ვე­ბა­დი და ჰა­ერს მოძ­რა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს. გარ­და ამი­სა, სა­ჭი­როა, რომ ბი­ნა­ში მზის სხი­ვე­ბი აღ­წევ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­ძი­ნე­ბელ­ში, რო­მელ­საც არ­ქი­ტე­ტო­რის თქმით, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მზის სხი­ვე­ბი დღე­ში 1 სა­ა­თი­სა და 25 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ინც ხვდე­ბო­დეს.

"გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რეკ­რე­ა­ცი­ას. მა­გა­ლი­თად, წარ­სულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე რომ ვი­სა­უბ­რო, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის თი­თო­ე­ულ მცხოვ­რებ­ზე მო­დი­ო­და შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რედ 4 კვ მეტ­რი ფარ­თო­ბი, კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით ეს ტე­რი­ტო­რია ჯამ­დე­ბო­და და ნა­წილ­დე­ბო­და სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნის­თვის, სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნის­თვის, ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­სა­ჩე­რებ­ლად და სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის­თვის. ეს არის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნა.

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს რომ ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბას ვაკ­ვირ­დე­ბი, ის ნორ­მა­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა გა­ნი­ა­ვე­ბის, სი­წყნა­რი­სა თუ სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ძი­რი­თად შემ­თხვე­ვებ­ში დარ­ღვე­უ­ლია. ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ შე­ნო­ბას სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა მი­უდ­გეს. დღეს ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, ვა­კის თა­ნა­მედ­რო­ვე ათ­ვი­სე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ში, ისე­თი ვი­თა­რე­ბაა, ღა­მის სა­ა­თებ­ში ხან­ძა­რი რომ გაჩ­ნდეს და სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა შე­ნო­ბას რომ მი­უ­ახ­ლოვ­დეს, გზად უამ­რავ­მა მსუ­ბუქ­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა ად­გი­ლი უნდა მო­ი­ნაც­ვლოს და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ხან­ძრის პე­რი­ოდ­ში ეს რო­გორ ქა­ოსს ქმნის", - გან­მარ­ტა მან.

გარ­და ამი­სა, ვი­საც ახალ აშე­ნე­ბულ კორ­პუს­ში ბი­ნის შე­ძე­ნა სურს, არ­ქი­ტექ­ტო­რი თა­მაზ დოგ­რაშ­ვი­ლი ურ­ჩევს, რომ ყუ­რა­დღე­ბა სა­ნი­აღ­ვრე და სად­რე­ნა­ჟე სის­ტე­მებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლონ, რო­მე­ლიც, მისი შე­ფა­სე­ბით, დე­და­ქა­ლაქ­ში პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს გან­გრძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენისას - რეკომენდაციები არქიტექტორისგან

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენისას - რეკომენდაციები არქიტექტორისგან

თბილისს წლიდან წლამდე ათობით ახალი საცხოვრებელი კორპუსი ემატება. მშენებლების ნაწილი სარეკლამო კამპანიის დროს ყურადღებას გამწვანებასა და სარეკრეაციო ზონაზე ამახვილებს, ზოგიერთი – სიმყუდროვეზე, ადგილმდებარეობაზე და სხვა მახასიათებლებზე, თუმცა საინტერესოა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბინის შეძენისას და რომელია ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელსაც საცხოვრებელი კორპუსი უნდა აკმაყოფილებდეს. ამ კითხვებით Allnews.ge-მ არქიტექტორ თამაზ დოგრაშვილს მიმართა.

დოგრაშვილის განმარტებით, დედაქალაქის კლიმატური ზონა ითხოვს, რომ ბინა იყოს განიავებადი და ჰაერს მოძრაობის საშუალება ჰქონდეს. გარდა ამისა, საჭიროა, რომ ბინაში მზის სხივები აღწევდეს, განსაკუთრებით კი საძინებელში, რომელსაც არქიტეტორის თქმით, რეკომენდებულია მზის სხივები დღეში 1 საათისა და 25 წუთის განმავლობაში მაინც ხვდებოდეს.

"გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეკრეაციას. მაგალითად, წარსულ გამოცდილებაზე რომ ვისაუბრო, საბჭოთა პერიოდში, საცხოვრებელი კორპუსის თითოეულ მცხოვრებზე მოდიოდა შენობის მიმდებარედ 4 კვ მეტრი ფართობი, კორპუსის მცხოვრებთა რაოდენობის მიხედვით ეს ტერიტორია ჯამდებოდა და ნაწილდებოდა სარეკრეაციო ზონისთვის, სპორტული მოედნისთვის, ავტომობილის გასაჩერებლად და სხვადასხვა დანიშნულებისთვის. ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნა.

სამწუხაროდ, დღეს რომ ქალაქის განვითარებას ვაკვირდები, ის ნორმატივები, რომლებიც სავალდებულოა განიავების, სიწყნარისა თუ სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინებით, ძირითად შემთხვევებში დარღვეულია. ასევე, აუცილებელია, რომ შენობას სახანძრო მანქანა მიუდგეს. დღეს ყიფშიძის ქუჩაზე, ვაკის თანამედროვე ათვისებულ რაიონებში, ისეთი ვითარებაა, ღამის საათებში ხანძარი რომ გაჩნდეს და სახანძრო მანქანა შენობას რომ მიუახლოვდეს, გზად უამრავმა მსუბუქმა ავტომობილმა ადგილი უნდა მოინაცვლოს და წარმოიდგინეთ, ხანძრის პერიოდში ეს როგორ ქაოსს ქმნის", - განმარტა მან.

გარდა ამისა, ვისაც ახალ აშენებულ კორპუსში ბინის შეძენა სურს, არქიტექტორი თამაზ დოგრაშვილი ურჩევს, რომ ყურადღება სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემებზე გაამახვილონ, რომელიც, მისი შეფასებით, დედაქალაქში პრობლემას წარმოადგენს განგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ