სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საშიში ზონა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე - ნაძალადევის გამგეობა მოქალაქეებს აფრთხილებს
საშიში ზონა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე - ნაძალადევის გამგეობა მოქალაქეებს აფრთხილებს

ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, თბი­ლი­სის ზღვის შე­მავ­სე­ბე­ლი არ­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ით არ ისარ­გებ­ლონ - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რია იუ­წყე­ბა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცურ­ვა აკ­რძა­ლუ­ლია.

რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა თბი­ლი­სის ზღვის შე­მავ­სე­ბელ არხთან, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, და­მა­ტე­ბით ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ სა­მუ­შა­ო­ებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ნერს გა­ნა­თავ­სებს.

აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო აბრა და ტე­რი­ტო­რია მავ­თულხლარ­თე­ბით არის შე­მო­სა­ზღვრუ­ლი. თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი სა­ში­ში ზონა ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ­მა, ირაკ­ლი ხე­ლა­ძემ და­ათ­ვა­ლი­ე­რა.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცურ­ვა და­უშ­ვე­ბე­ლია. თბი­ლი­სის მე­რია და ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს. მო­ქა­ლა­ქე­ებს ვთხოვთ, ნუ შე­უქ­მნი­ან სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს და ნუ ისარ­გებ­ლე­ბენ თბი­ლი­სის ზღვის ამ მო­ნაკ­ვე­თით.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ინ­ფორ­მა­ციო-ამ­კრძა­ლა­ვი აბრა და დამ­ცა­ვი ღო­ბეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არხში მა­ინც ჩა­დი­ან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გამ­გე­ო­ბა და­მა­ტე­ბით სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფებს გა­ნა­თავ­სებს და ზღვის სა­ნა­პი­როს გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე და­მა­ტე­ბით დამ­ცავ ღო­ბეს მო­ა­წყობს“, - გა­ნა­ცხა­და ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ­მა.

მე­რი­ის ცნო­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით და­გეგ­მი­ლი და­მა­ტე­ბი­თი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ივ­ლის­ში დას­რულ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საშიში ზონა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე - ნაძალადევის გამგეობა მოქალაქეებს აფრთხილებს

საშიში ზონა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე - ნაძალადევის გამგეობა მოქალაქეებს აფრთხილებს

ნაძალადევის რაიონის გამგეობა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოქალაქეებს მოუწოდებს, თბილისის ზღვის შემავსებელი არხის მიმდებარე ტერიტორიით არ ისარგებლონ - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ცურვა აკრძალულია.

რაიონის გამგეობა თბილისის ზღვის შემავსებელ არხთან, უსაფრთხოების მიზნით, დამატებით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს და რამდენიმე საინფორმაციო ბანერს განათავსებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე განთავსებულია საინფორმაციო აბრა და ტერიტორია მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული. თბილისის ზღვის ტერიტორიასთან არსებული საშიში ზონა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„აღნიშნული არხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცურვა დაუშვებელია. თბილისის მერია და ნაძალადევის რაიონის გამგეობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მოქალაქეებს ვთხოვთ, ნუ შეუქმნიან საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს და ნუ ისარგებლებენ თბილისის ზღვის ამ მონაკვეთით.

მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე საინფორმაციო-ამკრძალავი აბრა და დამცავი ღობეა განთავსებული, მოქალაქეები არხში მაინც ჩადიან. აქედან გამომდინარე, გამგეობა დამატებით საინფორმაციო დაფებს განათავსებს და ზღვის სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე დამატებით დამცავ ღობეს მოაწყობს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

მერიის ცნობით, მოქალაქეების უსაფრთოების დაცვის მიზნით დაგეგმილი დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ივლისში დასრულდება.

თბილისის ზღვაში მაშველებმა მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

თბილისის ზღვაში მაშველებმა ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაში ორ არასრულწლოვანს ეძებენ