სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას უნდა უფრთხილდეთ ზაფხულში? - რეკომენდაციები წყალზე, ხილსა და საკვებზე
რას უნდა უფრთხილდეთ ზაფხულში? - რეკომენდაციები წყალზე, ხილსა და საკვებზე

ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად იზ­რდე­ბა ზო­გი­ერ­თი ინ­ფექ­ცი­ი­სა და და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი, რაც რო­გორც მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას, ისე მწე­რე­ბის გა­მო­ჩე­ნას, საკ­ვებს, ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის და­უც­ვე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ყო­ველ ზა­ფხულს გვაფრ­თხი­ლებს, რომ ხში­რად უნდა და­ვი­ბა­ნოთ ხე­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ პრო­დუქ­ტე­ბის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბას, თავი და­ვიც­ვათ მწე­რე­ბის­გან და ვე­ცა­დოთ, რომ სი­ცხე­ში ქუ­ჩა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან თავი შე­ვი­კა­ვოთ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოვ­ჩნდეთ, თუ აღ­ნიშ­ნულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ?!

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, დი­ა­რე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­თა 50%-ზე მეტი ზა­ფხუ­ლო­ბით რე­გის­ტრირ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეპი­და­ფეთ­ქე­ბე­ბი უმე­ტე­სად უკავ­შირ­დე­ბა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყლის მოხ­მა­რე­ბას და მა­სი­ურ სუფ­რებ­ზე არას­წო­რად მომ­ზა­დე­ბულ-შე­ნა­ხუ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას.

  • წყლის სწო­რად მოხ­მა­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის­გან:

ზა­ფხულ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია მწვა­ნი­ლი­სა და ხი­ლის მი­ღე­ბა, რომ­ლე­ბიც ვი­ტა­მი­ნე­ბის დიდ მა­რაგს წარ­მო­ად­გე­ნენ, მათი არას­წო­რად მოხ­მა­რე­ბა კი შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის წყა­რო აღ­მოჩ­ნდეს. სწო­რედ ამი­ტომ, მწვა­ნი­ლი და ხილი ჯერ უნდა ჩალ­ბეს და შემ­დეგ გამ­დი­ნა­რე, სან­დო ხა­რის­ხის წყლით გულ­დას­მით უნდა გა­ი­რე­ცხოს, რაც შე­ე­ხე­ბა ხილს, სა­სურ­ვე­ლია, ის გამ­დი­ნა­რე წყლით გა­ი­რე­ცხოს.

ზა­ფხულ­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი ხი­ლია -გარ­გა­რი, სა­ზამ­თრო, ნეს­ვი, ქლი­ა­ვი, ატა­მი, ვაშ­ლა­ტა­მა, რო­მელ­თაც კარგ გე­მოს­თან ერ­თად, ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბა გა­აჩ­ნი­ათ.

  • ზა­ფხუ­ლის ხი­ლის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის ცხრი­ლი

  • მწე­რე­ბის­გან თავ­დაც­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი

გარ­და კვე­ბი­სა და ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი­სა, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მწე­რე­ბის­გან თავ­დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მე­დი­ცი­ნო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივ­ნი­სის ბო­ლო­დან მწე­რე­ბი გა­აქ­ტი­უ­რე­ბას და­ი­წყე­ბენ და სა­ჭი­როა რე­პე­ლენ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა.

"ახლა არის ის სე­ზო­ნი, რო­დე­საც ტკი­პე­ბი არი­ან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლე­ბი. ტკი­პე­ბის ძა­ლი­ან ცოტა ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­დამ­ტა­ნი. მაგ­რამ არც ისე არაა სა­სი­ა­მოვ­ნო, ტკი­პა რომ გი­კბენს. შე­იძ­ლე­ბა ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია ჰქონ­დეს, შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ რა­ი­მე ბა­ნა­ლუ­რი ინ­ფექ­ცია შე­იჭ­რას და და­ჩირ­ქდეს, ამი­ტომ ძა­ლი­ან კარ­გია ბუ­ნე­ბა­ში გას­ვლის წინ, რე­პე­ლენ­ტე­ბი (სპე­ცი­ა­ლუ­რი და­მაფრ­თხობ­ლე­ბი) წა­ვის­ვათ ღია ად­გი­ლებ­ზე და ტკი­პა არ მოგ­ვე­კა­რე­ბა. ეს რე­პე­ლენ­ტე­ბი ერთი წლის ასა­კი­დან ბავ­შვებ­ზეც შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ. არის რე­პე­ლენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იცავს ასე­ვე კო­ღოს ნაკ­ბე­ნის­გან, იგი­ვე ფლე­ბო­ტო­მუ­სე­ბის ნაკ­ბე­ნის­გან, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ლე­იშ­მა­ნი­ო­ზი გა­მო­იწ­ვი­ოს. სწო­რედ ივ­ნი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ყვე­ლა ეს მწე­რი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მწე­რე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი მე­რაბ იო­სა­ვა რამ­დე­ნი­მე რე­კო­მენ­და­ცი­ას გვაძ­ლევს:

  • ჩა­იც­ვით ღია ფე­რის ტან­საც­მე­ლი, რათა მწე­რი ად­ვი­ლად შე­სამ­ჩნე­ვი გახ­დეს;
  • თუ მთელ სხე­ულს ვერ იფა­რავთ, და­უ­ფა­რავ ად­გი­ლებ­ზე რე­პე­ლენ­ტე­ბი წა­ის­ვით ან შე­ის­ხუ­რეთ, რომ­ლე­ბიც მწე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტუ­რად მოქ­მე­დე­ბენ;
  • უმ­ჯო­ბე­სია წყალ­სა­ცა­ვე­ბი­სა და მსგავ­სი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­და­მო­ებ­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­ირ­ნოთ, როცა მწე­რე­ბი მზის სხი­ვებს ემა­ლე­ბი­ან
  • აჯო­ბებს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მსგავს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ბავ­შვე­ბის წაყ­ვა­ნას მო­ე­რი­დოთ.
  • დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სი­ცხე­ში ქუ­ჩა­ში სი­ა­რულს მო­ე­რი­დეთ, უმ­ჯო­ბე­სია, მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყოთ, ხოლო თუ გა­რეთ გას­ვლა გი­წევთ, უმ­ჯო­ბე­სია, ღია ფე­რის, ბუ­ნებ­რი­ვი ქსო­ვი­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ტან­საც­მე­ლი ატა­როთ, რათა დის­კომ­ფორ­ტი არ შე­გექ­მნათ

  • რა საკ­ვებს უნდა უფრთხილ­დეთ ზა­ფხულ­ში

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ზა­ფხულ­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის კრე­მი­ა­ნი ნამ­ცხვრე­ბის მომ­ზა­დე­ბა ან საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რას უნდა უფრთხილდეთ ზაფხულში? - რეკომენდაციები წყალზე, ხილსა და საკვებზე

რას უნდა უფრთხილდეთ ზაფხულში? - რეკომენდაციები წყალზე, ხილსა და საკვებზე

ზაფხულის დადგომასთან ერთად იზრდება ზოგიერთი ინფექციისა და დაავადების გავრცელების რისკი, რაც როგორც მაღალ ტემპერატურას, ისე მწერების გამოჩენას, საკვებს, ჰიგიენის ნორმების დაუცველობას უკავშირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველ ზაფხულს გვაფრთხილებს, რომ ხშირად უნდა დავიბანოთ ხელები, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ პროდუქტების ვარგისიანობას, თავი დავიცვათ მწერებისგან და ვეცადოთ, რომ სიცხეში ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შევიკავოთ.

საინტერესოა, რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ აღნიშნულ რეკომენდაციებს არ გავითვალისწინებთ?!

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დიარეული დაავადების შემთხვევათა 50%-ზე მეტი ზაფხულობით რეგისტრირდება. აღსანიშნავია, რომ ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას.

  • წყლის სწორად მოხმარების რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან:

ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია მწვანილისა და ხილის მიღება, რომლებიც ვიტამინების დიდ მარაგს წარმოადგენენ, მათი არასწორად მოხმარება კი შეიძლება სხვადასხვა დაავადების წყარო აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გამდინარე, სანდო ხარისხის წყლით გულდასმით უნდა გაირეცხოს, რაც შეეხება ხილს, სასურველია, ის გამდინარე წყლით გაირეცხოს.

ზაფხულში ყველაზე გავრცელებული და ბევრისთვის საყვარელი ხილია -გარგარი, საზამთრო, ნესვი, ქლიავი, ატამი, ვაშლატამა, რომელთაც კარგ გემოსთან ერთად, ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნიათ.

  • ზაფხულის ხილის სასარგებლო თვისებების ცხრილი

  • მწერებისგან თავდაცვის რეკომენდაციები

გარდა კვებისა და ჰიგიენის ნორმებისა, უნდა გავითვალისწინოთ მწერებისგან თავდაცვასთან დაკავშირებული რეკომენდაციებიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ივნისის ბოლოდან მწერები გააქტიურებას დაიწყებენ და საჭიროა რეპელენტების მოხმარება.

"ახლა არის ის სეზონი, როდესაც ტკიპები არიან გააქტიურებულები. ტკიპების ძალიან ცოტა ნაწილი შეიძლება იყოს მძიმე დაავადებების გადამტანი. მაგრამ არც ისე არაა სასიამოვნო, ტკიპა რომ გიკბენს. შეიძლება ალერგიული რეაქცია ჰქონდეს, შეიძლება უბრალოდ რაიმე ბანალური ინფექცია შეიჭრას და დაჩირქდეს, ამიტომ ძალიან კარგია ბუნებაში გასვლის წინ, რეპელენტები (სპეციალური დამაფრთხობლები) წავისვათ ღია ადგილებზე და ტკიპა არ მოგვეკარება. ეს რეპელენტები ერთი წლის ასაკიდან ბავშვებზეც შეგვიძლია გამოვიყენოთ. არის რეპელენტები, რომლებიც იცავს ასევე კოღოს ნაკბენისგან, იგივე ფლებოტომუსების ნაკბენისგან, რომელმაც შეიძლება ლეიშმანიოზი გამოიწვიოს. სწორედ ივნისის მეორე ნახევარში ყველა ეს მწერი გააქტიურდება" - განაცხადა იმნაძემ.

მწერებისგან თავის დასაცავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი მერაბ იოსავა რამდენიმე რეკომენდაციას გვაძლევს:

  • ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი, რათა მწერი ადვილად შესამჩნევი გახდეს;
  • თუ მთელ სხეულს ვერ იფარავთ, დაუფარავ ადგილებზე რეპელენტები წაისვით ან შეისხურეთ, რომლებიც მწერების წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებენ;
  • უმჯობესია წყალსაცავებისა და მსგავსი ტერიტორიების მიდამოებში დღის განმავლობაში ისეირნოთ, როცა მწერები მზის სხივებს ემალებიან
  • აჯობებს, საღამოს საათებში მსგავს ტერიტორიებზე ბავშვების წაყვანას მოერიდოთ.
  • დღის განმავლობაში, სიცხეში ქუჩაში სიარულს მოერიდეთ, უმჯობესია, მოსვენებულ მდგომარეობაში იყოთ, ხოლო თუ გარეთ გასვლა გიწევთ, უმჯობესია, ღია ფერის, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული თავისუფალი ტანსაცმელი ატაროთ, რათა დისკომფორტი არ შეგექმნათ

  • რა საკვებს უნდა უფრთხილდეთ ზაფხულში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, რომ ზაფხულში რეკომენდებული არ არის კრემიანი ნამცხვრების მომზადება ან საკვებად გამოყენება.

დაკიდეთ სახლში სველი პირსახოცები, ღამით არ გამოიყენოთ ბალიში - რეკომენდაციები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

თენგიზ ცერცვაძე BBC-ის სტატიას ეხმაურება - "ეს კარგია ქვეყნისთვის და ცუდია იმ ურწმუნოებისთვის, ვისაც არ სჯერათ ჩვენი"

ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბიჭის მშობლები გახდნენ (ფოტო)