რატომ ვერ განხორციელდა ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი - "აეროპორტების გაერთიანების" განმარტება

რატომ ვერ განხორციელდა ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი - "აეროპორტების გაერთიანების" განმარტება

ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის შესრულების დროს დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც რეისი გაუქმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მგზავრებს ბილეთების მომდევნო რეისებზე გადასაცვლელად ან თანხის უკან დასაბრუნებლად შეუძლიათ მიმართონ საინფორმაციო სამსახურს ადგილზე.

„ავიაკომპანია „ვიზეარის“ თვითმფრინავის რეისის ქუთაისი-ბარსელონას შესრულების დროს დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. კომპანიის ტექნიკოსების და თვითმფრინავის კაპიტნის რეკომენდაციით მიღებულია რეისის გაუქმების გადაწყვეტილება. მგზავრებს ბილეთების მომდევნო რეისებზე გადასაცვლელად, ან თანხის უკან დასაბრუნებლად შეუძლიათ მიმართონ საინფორმაციო სამსახურს ადგილზე ან დაუკავშირდნენ ავიაკომპანია „ვიზეარის“ ცხელ ხაზს: 07 06 777 483. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ის მგზავრები, რომლებიც გაფრენას მომდევნო რეისით გადაწყვეტენ, მათი ტრანსპორტირებისა და სასტუმროს ხარჯებს კომპანია „ვიზეარი“ აანაზღაურებს“, - ნათქვამია "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ