სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ექიმის კომენტარი ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ექიმის კომენტარი ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სტა­ბი­ლუ­რია, მოხ­სნი­ლია მარ­თვი­თი სუნ­თქვის აპა­რა­ტი­დან, - ამის შე­სა­ხებ "ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, მა­რი­ნა გე­ლან­ტი­ამ მომ­ღე­რალ ირაკ­ლი ნო­ზა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

"მე მეს­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­მიძ­ლია და­ბე­ჯი­თე­ბით გი­თხრათ, რომ ამ დრო­ის­თვის პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სტა­ბი­ლუ­რია, მოხ­სნი­ლია მარ­თვი­თი სუნ­თქვის აპა­რა­ტი­დან, ადეკ­ვა­ტუ­რი და კონ­ტაქ­ტუ­რია. მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა გე­ლან­ტი­ამ.

ექი­მის თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით პა­ცი­ენ­ტის და­კი­თხვის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ხე­დავს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ ეს სა­კი­თხი მისი გა­და­სა­წყვე­ტი არაა.

"ეს ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის. ზო­გა­დად, ამ წუ­თის­თვის მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბოა. ჯერ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია და არამ­გო­ნია, მისი და­კი­თხვა სა­ჭი­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­დეს. ოჯა­ხის წევ­რე­ბის შეშ­ვე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, სხვა არა­ვინ შე­სუ­ლა", - გა­ნა­ცხა­და გე­ლან­ტი­ამ.

„ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის“ სო­ლის­ტი ირაკ­ლი ნო­ზა­ძე წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე ორი დღის წინ დაჭ­რეს. მას ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ღერ­ლის დაჭ­რის ფაქ­ტზე გუ­შინ ორი გოგო და­კა­ა­ვა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ერ­თო სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში და­ა­კა­ვეს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ს 19-108-ე მუხ­ლით და 376-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ექიმის კომენტარი ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ექიმის კომენტარი ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

პაციენტის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია, მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, - ამის შესახებ "ღუდუშაურის კლინიკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, მარინა გელანტიამ მომღერალ ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

"მე მესმის საზოგადოების ინტერესი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას თან დაკავშირებით. შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია, მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, ადეკვატური და კონტაქტურია. მიმდინარეობს ინტენსიური მონიტორინგი რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა მარინა გელანტიამ.

ექიმის თქმით, ჯერჯერობით პაციენტის დაკითხვის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა აცხადებს, რომ ეს საკითხი მისი გადასაწყვეტი არაა.

"ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ზოგადად, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა საყურადღებოა. ჯერ რეანიმაციულ განყოფილებაშია და არამგონია, მისი დაკითხვა საჭიროებას წარმოადგენდეს. ოჯახის წევრების შეშვების ვალდებულება გვაქვს, სხვა არავინ შესულა", - განაცხადა გელანტიამ.

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე წერეთლის გამზირზე ორი დღის წინ დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომღერლის დაჭრის ფაქტზე გუშინ ორი გოგო დაკაავა. ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ