სააქციო საზოგადოება „ბიჯეო ჯგუფმა“, რომელიც სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციებისა და შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს ფლობს, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და კომიტეტის წევრების ანაზღაურების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მიმდინარე წლის 21 მაისიდან „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების წლიური ანაზღაურება (გადასახადების დაქვითვამდე) შემდეგნაირად განისაზღვრება:
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – 210 313 აშშ დოლარი; თავმჯდომარის მოადგილე –97 820 აშშ დოლარი და საბჭოს წევრი – 73,365 აშშ დოლარი. განაგრძეთ კითხვა