სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებული ინტერპოლით ძებნილი პირის ყაზახეთში ექსტრადიცია განხორციელდა
რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებული ინტერპოლით ძებნილი პირის ყაზახეთში ექსტრადიცია განხორციელდა

ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ყა­ზა­ხე­თის მიერ ძებ­ნი­ლი პი­რის ექ­სტრა­დი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ძებ­ნი­ლი პი­რის ექ­სტრა­დი­ცია თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი­დან 24 ივ­ნისს გან­ხორ­ცი­ელ­და.

რო­გორც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ყა­ზა­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე, 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ლ., ყა­ზა­ხე­თის ქა­ლაქ ას­ტა­ნას ინ­ტერ­პო­ლის მიერ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით 2014 წლის 8 სექ­ტემ­ბრი­დან იძებ­ნე­ბა და მას ბრა­ლად ედე­ბა ყა­ზა­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე და 96-ე მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა, რაც ყა­ჩა­ღო­ბა­სა და მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ბ.ლ., მიმ­დი­ნა­რე წლის 11 ივ­ნისს, თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ დროს და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც იგი აქ­ცი­ას უერ­თდე­ბო­და. აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მისი ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნი­სას პო­ლი­ცი­ას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, არ და­ე­მორ­ჩი­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, რის გა­მოც ის და­ა­კა­ვეს. პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ბ.ლ.-ს ცივი ია­რა­ღი - დანა აღ­მო­აჩ­ნდა.

და­კა­ვე­ბულს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 10-დღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი შე­უ­ფარ­და, რის შემ­დე­გაც მის მი­მართ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ექტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი გა­ნა­ახ­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ყა­ჩა­ღო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის­თვის ძებ­ნი­ლი ბ.ლ.-ს ექ­სტრა­დი­რე­ბა ყა­ზა­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებული ინტერპოლით ძებნილი პირის ყაზახეთში ექსტრადიცია განხორციელდა

რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებული ინტერპოლით ძებნილი პირის ყაზახეთში ექსტრადიცია განხორციელდა

ქართველმა სამართალდამცველებმა, ყაზახეთის მიერ ძებნილი პირის ექსტრადირება განახორციელეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ძებნილი პირის ექსტრადიცია თბილისის აეროპორტიდან 24 ივნისს განხორციელდა.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ბ.ლ., ყაზახეთის ქალაქ ასტანას ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით 2014 წლის 8 სექტემბრიდან იძებნება და მას ბრალად ედება ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ყაჩაღობასა და მკვლელობას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბ.ლ., მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი აქციას უერთდებოდა. აღნიშნულმა პირმა, მისი ვინაობის დადგენისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის დააკავეს. პირადი ჩხრეკისას ბ.ლ.-ს ცივი იარაღი - დანა აღმოაჩნდა.

დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა, რის შემდეგაც მის მიმართ მთავარმა პროკურატურამ საექტრადიციო პროცედურები განაახლა.

აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ ყაჩაღობისა და მკვლელობისთვის ძებნილი ბ.ლ.-ს ექსტრადირება ყაზახეთის რესპუბლიკაში, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ