გიორგი ჩერქეზიშვილი - გერმანიის მიერ საქართველოში გაცემული საზღვაო დიპლომების აღიარება მოხდება

გიორგი ჩერქეზიშვილი - გერმანიის მიერ საქართველოში გაცემული საზღვაო დიპლომების აღიარება მოხდება

გერმანიის მიერ საქართველოში გაცემული საზღვაო დიპლომების აღიარება მოხდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა, რომელმაც ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

„ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული, განსაკუთრებით მეზღვაურთა დიპლომების აღიარების და მათი დასაქმების კუთხით. სულ რამდენიმე ხნის წინ მივიღეთ თანხმობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროდან და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დაიწყებს მუშაობას გერმანიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმის მოსამზადებლად, რათა გერმანიის შესაბამისი უწყებების მიერ მოხდეს ქართული დიპლომების აღიარება“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ამ დარგში, რათა ქართველმა მეზღვაურებმა გერმანულ კომპანიებსა და გერმანიის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმების შესაძლებლობა მიიღონ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი