სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კოლუმბიელ ვარსკვლავს მოსკოვის სასტუმროდან 800 000 დოლარის ღირებულების ნივთები მოპარეს
კოლუმბიელ ვარსკვლავს მოსკოვის სასტუმროდან 800 000 დოლარის ღირებულების ნივთები მოპარეს

მოს­კოვ­ში კო­ლუმ­ბი­ე­ლი პოპ-ვარ­სკვლა­ვი მა­ლუ­მა (Maluma) გა­ქურ­დეს. რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია, ად­გი­ლობ­რივ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, მომ­ღე­რალს სას­ტუმ­როდ ნომ­რი­დან მო­პა­რეს 785 000 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნივ­თე­ბი. მომ­ღე­რა­ლი მოს­კოვ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და­სას­წრე­ბად ჩაფ­რინ­და, კო­ლუმ­ბია-ია­პო­ნი­ის მატ­ჩის სა­ნა­ხა­ვად.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სას­ტუმ­რო Four Seasons, სა­დაც მა­ლუ­მა გა­ჩერ­და, რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, წი­თელ მო­ე­დან­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. ქურდმა სას­ტუმ­როს ნომ­რი­დან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი მო­ი­პა­რა, მათ შო­რის: Louis Vuitton-ის ჩან­თა, 11 ცალი მდიდ­რუ­ლი სა­ა­თი, Cartier-ს სამ­კა­უ­ლი და ა.შ.

კო­ლუმ­ბი­ე­ლი მა­ლუ­მა ლა­თი­ნო­მუ­სი­კის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სა­ხეა, მას რამ­დე­ნი­მე დუ­ე­ტი აქვს ჩა­წე­რი­ლი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე პოპ-ვარ­სკვლავ­თან შა­კი­რას­თან.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­კო­ვის პო­ლი­ცი­ამ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო საქ­მე­ზე ძი­ე­ბა.

სას­ტუმ­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მე­დი­ას მე­ი­ლით უპა­სუ­ხა შე­კი­თხვა­ზე:

"ჩვე­ნი სტუმ­რე­ბის და მათი სა­კუთ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, ჩვე­ნი სას­ტუმ­როს­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამი­ტომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ვა­ყე­ნეთ საქ­მის კურ­სში პო­ლი­ცია" - აღ­ნიშ­ნუ­ლია სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პა­სუხ­ში.

მა­ლუ­მა ფეხ­ბურ­თის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბის თა­მაშ­ზე და­სას­წრე­ბად ის სა­რანსკში კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით გაფ­რინ­და და ამის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე გა­ნა­თავ­სა.

მომ­ღე­რალს ამ დღეს არც გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა­ში გა­უ­მარ­თლა - კო­ლუმ­ბია ია­პო­ნი­ას­თან 1-2 და­მარ­ცხდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კოლუმბიელ ვარსკვლავს მოსკოვის სასტუმროდან 800 000 დოლარის ღირებულების ნივთები მოპარეს

კოლუმბიელ ვარსკვლავს მოსკოვის სასტუმროდან 800 000 დოლარის ღირებულების ნივთები მოპარეს

მოსკოვში კოლუმბიელი პოპ-ვარსკვლავი მალუმა (Maluma) გაქურდეს. როგორც რუსული მედია, ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება, მომღერალს სასტუმროდ ნომრიდან მოპარეს 785 000 დოლარის ღირებულების ნივთები. მომღერალი მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ჩაფრინდა, კოლუმბია-იაპონიის მატჩის სანახავად.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო Four Seasons, სადაც მალუმა გაჩერდა, რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, წითელ მოედანთან ახლოს მდებარეობს. ქურდმა სასტუმროს ნომრიდან ძვირადღირებული ნივთები მოიპარა, მათ შორის: Louis Vuitton-ის ჩანთა, 11 ცალი მდიდრული საათი, Cartier-ს სამკაული და ა.შ.

კოლუმბიელი მალუმა ლათინომუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა, მას რამდენიმე დუეტი აქვს ჩაწერილი თანამემამულე პოპ-ვარსკვლავთან შაკირასთან.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო საქმეზე ძიება.

სასტუმროს წარმომადგენელმა მედიას მეილით უპასუხა შეკითხვაზე:

"ჩვენი სტუმრების და მათი საკუთრების უსაფრთხოება, ჩვენი სასტუმროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დაუყოვნებლივ ჩავაყენეთ საქმის კურსში პოლიცია" - აღნიშნულია სასტუმროს ადმინისტრაციის პასუხში.

მალუმა ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. საკუთარი ქვეყნის ნაკრების თამაშზე დასასწრებად ის სარანსკში კერძო თვითმფრინავით გაფრინდა და ამის ამსახველი ფოტო "ინსტაგრამის" გვერდზე განათავსა.

მომღერალს ამ დღეს არც გულშემატკივრობაში გაუმართლა - კოლუმბია იაპონიასთან 1-2 დამარცხდა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს