სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა ავტობუსებშიც დამონტაჟდება - ახალი ტენდერის დეტალები
გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა ავტობუსებშიც დამონტაჟდება - ახალი ტენდერის დეტალები

გა­ჩე­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სის­ტე­მა ავ­ტო­ბუ­სებ­შიც და­მონ­ტაჟ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ერთ-ერთი პი­რო­ბაა, რო­მელ­საც თბი­ლი­სის მე­რია ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის შეს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რით ითხოვს.

გარ­და ამ მო­თხოვ­ნი­სა, სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მე­რია კომ­პა­ნი­ის­გან ასე­ვე ითხოვს, ყვე­ლა ავ­ტო­ბუ­სი ერთი მარ­კის და ერთი მო­დე­ლის იყოს და ისი­ნი არა­ნაკ­ლებ 2018 წელს იყოს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი.

ამას­თან, ავ­ტო­ბუ­სი აღ­ჭურ­ვი­ლი უნდა იყოს ან­ტი­ვან­და­ლუ­რი ვი­დე­ო­მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მით, რომ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­მო­ტა­ნა უნდა ხდე­ბო­დეს მძღოლ­თან არ­სე­ბულ დისპლე­ი­ზე (მო­ნი­ტორ­ზე). ერთი კა­მე­რა მი­მარ­თუ­ლი უნდა იყოს წინ - გზის­კენ, მე­ო­რე - მძღო­ლის­კენ, და­ნარ­ჩე­ნი კა­მე­რე­ბი უნდა იძ­ლე­ო­დეს ავ­ტო­ბუ­სის მთლი­ა­ნი შიდა სივ­რცის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ავ­ტო­ბუ­სე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი შემ­დე­გი უნდა იყოს: ძა­რის ტიპი (Body style) და­ბალ შე­სას­ვლე­ლი­ა­ნი სა­ქა­ლა­ქო ავ­ტო­ბუ­სი (და­საშ­ვე­ბია მე­სა­მე კა­რებ­თან გა­აჩ­ნდეს ერთი სა­ფე­ხუ­რი); ავ­ტო­ბუ­სის სიგ­რძე 10000 მმ (+1000 მმ, -500 მმ) სი­გა­ნე 2500 მმ (± 100 მმ) (უკა­ნა ხედ­ვის სარ­კე­ე­ბის გა­რე­შე) სი­მაღ­ლე 2800 მმ (+ 400 მმ) (სა­ხუ­რავ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კონ­დი­ცი­ო­ნე­რის გა­რე­შე) მაქ­სი­მა­ლუ­რი წონა (და­უტვირ­თავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში) არა­უ­მე­ტეს 18 000 კგ.

მგზავ­რე­ბის და­საჯ­დო­მი ად­გი­ლე­ბი (მძღო­ლის და­საჯ­დო­მის გა­რე­შე) არა­ნაკ­ლებ 23 და­საჯ­დო­მი ად­გი­ლი + სივ­რცე არა­ნაკ­ლებ ერთი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რის ეტ­ლი­სათ­ვის. სივ­რცე აღ­ჭურ­ვი­ლი უნდა იყოს სა­თა­ნა­დო სა­ხე­ლუ­რე­ბი­თა და გა­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნის ღი­ლა­კით, ეტ­ლის სა­თა­ნა­დო ად­გი­ლას და­სა­მაგ­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით. ად­გი­ლე­ბის კონ­ფი­გუ­რა­ცია უნდა შე­თან­ხმდეს შემ­სყიდ­ველ­თან. შეს­ყიდ­ვის ობი­ექ­ტის ტექ­ნი­კუ­რი და­ვა­ლე­ბა მგზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სულ (მძღო­ლის და­საჯ­დო­მის გა­რე­შე) არა­ნაკ­ლებ 69 მგზავ­რი.

ძრა­ვი დი­ზე­ლის საწ­ვავ­ზე მო­მუ­შა­ვე ძრა­ვი, არა­ნაკ­ლებ Euro VI ემი­სი­ის სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი. ძრა­ვის სიმ­ძლავ­რე არა­ნაკ­ლებ 200 კვტ. წვა 100კმ-ზე სორ­ტე­ბის მი­ხედ­ვით არა­უ­მე­ტეს 35 ლიტ­რი­სა 100 კმ-ზე. საწ­ვა­ვის ავ­ზის ტე­ვა­დო­ბა არა­ნაკ­ლებ 200 ლიტ­რი. სიჩ­ქა­რე არა­ნაკ­ლებ 70 კმ/სთ.

ავ­ტო­ბუ­სი უნდა იყოს მარ­ცხე­ნა სა­ჭი­ა­ნი, გა­მაძ­ლი­ე­რებ­ლით აღ­ჭურ­ვი­ლი. ავ­ტო­ბუ­სის ჭერი და გვერ­დი­თა კედ­ლე­ბი უნდა იყოს თბო-იზო­ლი­რე­ბუ­ლი. მარ­ჯვე­ნა მხრი­დან უნდა გა­აჩ­ნდეს 3 ასას­ვლე­ლი. ასას­ვლე­ლებ­ში არ უნდა იყოს სა­ფე­ხუ­რე­ბი (და­საშ­ვე­ბია მე­სა­მე კა­რებ­თან გა­აჩ­ნდეს ერთი სა­ფე­ხუ­რი), ავ­ტო­ბუ­სის გა­და­ად­გი­ლე­ბის რე­ჟიმ­ში უნდა ხდე­ბო­დეს ყვე­ლა კა­რე­ბის ბლო­კი­რე­ბა. კა­რე­ბი უნდა იღე­ბო­დეს ავ­ტო­ბუ­სის მხო­ლოდ გა­ჩე­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნის დროს.

შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თათ­ვის მე­ქა­ნი­კუ­რი პან­დუ­სი უნდა იყოს მე­ო­რე კა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რათა სა­შუ­ა­ლე­ბა იყოს ეტ­ლის შეს­ვლი­სა. პან­დუსს უნდა შე­ეძ­ლოს და­ახ­ლო­ე­ბით 300 კი­ლოგ­რა­მი ტვირ­თის ზიდ­ვა.

გარ­და ამი­სა, მო­თხოვ­ნე­ბის თა­ნახ­მად, ავ­ტო­ბუ­სის და­საჯ­დო­მე­ბი უნდა იყოს ანა­ტო­მი­უ­რი ტი­პის. არ უნდა ჰქონ­დეს უხე­ში კი­დე­ე­ბი. და­საჯ­დო­მე­ბის სა­ფა­რი დამ­ზა­დე­ბუ­ლი უნდა იყოს მა­სა­ლის­გან, რო­მე­ლიც არის რბი­ლი, ფორ­მა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­დი, წყალ­გამ­ძლე, მტვერ­მე­დე­გი, სით­ბოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­დი, და­კაწ­ვრის­გან გაძ­ლე­ბა­დი და გამ­ძლე. და­საჯ­დო­მე­ბის და გა­და­სა­ფა­რებ­ლე­ბის დი­ზა­ი­ნი და ფერი შე­თან­ხმე­ბუ­ლი უნდა იყოს შემ­სყიდ­ველ­თან.

ავ­ტო­ბუსს უნდა გა­აჩ­ნდეს მგზავ­რთა გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გათ­ბო­ბა, კონ­დინ­ცი­რე­ბა და ვენ­ტი­ლა­ცია. ავ­ტო­ბუ­სის კონ­დინ­ცი­რე­ბა გათ­ვლი­ლი უნდა იყოს თბი­ლი­სის კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ზე (-15˚C - +45˚C)

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის მე­რი­ამ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ავ­ტო­ბუ­სე­ბის სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვა­ზე ელექტრო­ნუ­ლი ტენ­დე­რი, აუქ­ცი­ო­ნის გა­რე­შე მა­ი­სის ბო­ლოს თა­ვი­დან გა­მო­ა­ცხა­და. სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მე­რია 90 ავ­ტო­ბუ­სის შეს­ყიდ­ვას 45 მი­ლი­ონ ლა­რად გეგ­მავს. შე­თა­ვა­ზე­ბის ფა­სის კლე­ბის ბიჯი 180 ათა­სი ლა­რია. გა­რან­ტი­ის ოდე­ნო­ბა 45 000 ლარი, ხოლო ვადა 160 დღეა.

თბი­ლი­სის მე­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ავ­ტო­ბუ­სე­ბის სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვა­ზე კომ­პა­ნია „თე­გე­ტა თრაქ & ბა­სის“ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ტექ­ნი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შერ­ჩე­ვა-შე­ფა­სე­ბის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი ვადა 22 ივ­ნისს იწუ­რე­ბა.

ტენ­დერ­ში ინ­ტე­რე­სი მხო­ლოდ ამ ერთ კომ­პა­ნი­ას - „თე­გე­ტა თრაქ & ბასს“ აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი, რო­მე­ლიც მე­რი­ის­გან 90 ავ­ტო­ბუ­სის მი­წო­დე­ბის სა­ნაც­ვლოდ ზუს­ტად 45 მი­ლი­ონ ლარს ითხოვს.

"თე­გე­ტა მო­ტორ­სმა" შპს "თე­გე­ტა თრაქ & ბასი" 2006 წელს და­ა­არ­სა, რო­გორც ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი გერ­მა­ნუ­ლი მან­ქა­ნათმშე­ნე­ბე­ლი კონ­ცერ­ნის MAN TRUCK & BUS AG-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში. დღე­ი­სათ­ვის, "თე­გე­ტა თრაქ & ბასი" მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის MAN TRUCK & BUS-ის, JCB-ის, SCHMITZ-CARGOBULL-ის, CIFA-ს, FAUN-ის, ZIEGLER-ის, KATMERCILER-ის, TEREX-ის, ISUZU-ს და მრა­ვა­ლი სხვა კომ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და სერ­ვის­პარტნი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა ავტობუსებშიც დამონტაჟდება - ახალი ტენდერის დეტალები

გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა ავტობუსებშიც დამონტაჟდება - ახალი ტენდერის დეტალები

გაჩერების დასახელების გამოცხადების სისტემა ავტობუსებშიც დამონტაჟდება. აღნიშნული ერთ-ერთი პირობაა, რომელსაც თბილისის მერია ახალი ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერით ითხოვს.

გარდა ამ მოთხოვნისა, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია კომპანიისგან ასევე ითხოვს, ყველა ავტობუსი ერთი მარკის და ერთი მოდელის იყოს და ისინი არანაკლებ 2018 წელს იყოს გამოშვებული.

ამასთან, ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, რომლის გამოსახულების გამოტანა უნდა ხდებოდეს მძღოლთან არსებულ დისპლეიზე (მონიტორზე). ერთი კამერა მიმართული უნდა იყოს წინ - გზისკენ, მეორე - მძღოლისკენ, დანარჩენი კამერები უნდა იძლეოდეს ავტობუსის მთლიანი შიდა სივრცის მონიტორინგის შესაძლებლობას.

ავტობუსების მახასიათებლები შემდეგი უნდა იყოს: ძარის ტიპი (Body style) დაბალ შესასვლელიანი საქალაქო ავტობუსი (დასაშვებია მესამე კარებთან გააჩნდეს ერთი საფეხური); ავტობუსის სიგრძე 10000 მმ (+1000 მმ, -500 მმ) სიგანე 2500 მმ (± 100 მმ) (უკანა ხედვის სარკეების გარეშე) სიმაღლე 2800 მმ (+ 400 მმ) (სახურავზე დამონტაჟებული კონდიციონერის გარეშე) მაქსიმალური წონა (დაუტვირთავ მდგომარეობაში) არაუმეტეს 18 000 კგ.

მგზავრების დასაჯდომი ადგილები (მძღოლის დასაჯდომის გარეშე) არანაკლებ 23 დასაჯდომი ადგილი + სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ეტლის სათანადო ადგილას დასამაგრებელი მოწყობილობით. ადგილების კონფიგურაცია უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება მგზავრების რაოდენობა სულ (მძღოლის დასაჯდომის გარეშე) არანაკლებ 69 მგზავრი.

ძრავი დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ Euro VI ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ძრავის სიმძლავრე არანაკლებ 200 კვტ. წვა 100კმ-ზე სორტების მიხედვით არაუმეტეს 35 ლიტრისა 100 კმ-ზე. საწვავის ავზის ტევადობა არანაკლებ 200 ლიტრი. სიჩქარე არანაკლებ 70 კმ/სთ.

ავტობუსი უნდა იყოს მარცხენა საჭიანი, გამაძლიერებლით აღჭურვილი. ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები უნდა იყოს თბო-იზოლირებული. მარჯვენა მხრიდან უნდა გააჩნდეს 3 ასასვლელი. ასასვლელებში არ უნდა იყოს საფეხურები (დასაშვებია მესამე კარებთან გააჩნდეს ერთი საფეხური), ავტობუსის გადაადგილების რეჟიმში უნდა ხდებოდეს ყველა კარების ბლოკირება. კარები უნდა იღებოდეს ავტობუსის მხოლოდ გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის დროს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მექანიკური პანდუსი უნდა იყოს მეორე კარის ტერიტორიაზე რათა საშუალება იყოს ეტლის შესვლისა. პანდუსს უნდა შეეძლოს დაახლოებით 300 კილოგრამი ტვირთის ზიდვა.

გარდა ამისა, მოთხოვნების თანახმად, ავტობუსის დასაჯდომები უნდა იყოს ანატომიური ტიპის. არ უნდა ჰქონდეს უხეში კიდეები. დასაჯდომების საფარი დამზადებული უნდა იყოს მასალისგან, რომელიც არის რბილი, ფორმა შენარჩუნებადი, წყალგამძლე, მტვერმედეგი, სითბოს შენარჩუნებადი, დაკაწვრისგან გაძლებადი და გამძლე. დასაჯდომების და გადასაფარებლების დიზაინი და ფერი შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან.

ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების ინტეგრირებული გათბობა, კონდინცირება და ვენტილაცია. ავტობუსის კონდინცირება გათვლილი უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე (-15˚C - +45˚C)

ცნობისთვის, თბილისის მერიამ მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, აუქციონის გარეშე მაისის ბოლოს თავიდან გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 90 ავტობუსის შესყიდვას 45 მილიონ ლარად გეგმავს. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 180 ათასი ლარია. გარანტიის ოდენობა 45 000 ლარი, ხოლო ვადა 160 დღეა.

თბილისის მერიის მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე კომპანია „თეგეტა თრაქ & ბასის“ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასებისთვის განსაზღვრული ვადა 22 ივნისს იწურება.

ტენდერში ინტერესი მხოლოდ ამ ერთ კომპანიას - „თეგეტა თრაქ & ბასს“ აქვს გამოხატული, რომელიც მერიისგან 90 ავტობუსის მიწოდების სანაცვლოდ ზუსტად 45 მილიონ ლარს ითხოვს.

"თეგეტა მოტორსმა" შპს "თეგეტა თრაქ & ბასი" 2006 წელს დააარსა, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული მანქანათმშენებელი კონცერნის MAN TRUCK & BUS AG-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. დღეისათვის, "თეგეტა თრაქ & ბასი" მსოფლიოში აღიარებული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების MAN TRUCK & BUS-ის, JCB-ის, SCHMITZ-CARGOBULL-ის, CIFA-ს, FAUN-ის, ZIEGLER-ის, KATMERCILER-ის, TEREX-ის, ISUZU-ს და მრავალი სხვა კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი და სერვისპარტნიორია საქართველოში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ