სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა დააპატენტეს ბოლო წლებში ქართველმა გამომგონებლებმა და რა ღირს პატენტის მიღება
რა დააპატენტეს ბოლო წლებში ქართველმა გამომგონებლებმა და რა ღირს პატენტის მიღება

ქა­რის ენერ­გი­ის მიმ­ღე­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბა, აფეთ­ქე­ბის­გან დამ­ცა­ვი სის­ტე­მა, ცხა­უ­რას ტი­პის ღვარ­ცოფ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნა­გე­ბო­ბა, სა­თე­სი მან­ქა­ნა... - ეს და ბევ­რი სხვა რამ, ქარ­თვე­ლი გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბის მიერ ბოლო 5-6 წლის გან­მავ­ლო­ბა­შია შექ­მნი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა და­ა­რე­გის­ტრი­რა.

რა ეტა­პებს გა­დის თი­თო­ე­უ­ლი ნაშ­რო­მი, სა­ნამ მას პა­ტენტს მი­ა­ნი­ჭე­ბენ? - ამ თე­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის (საქპა­ტენ­ტი) თავ­მჯდო­მა­რე ნი­კო­ლოზ გოგ­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

"ჩვენ­თან სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბია გა­სავ­ლე­ლი - გა­მო­გო­ნე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დი ექ­სპერ­ტი­ზას გა­დის, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ გა­მომ­გო­ნებ­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი პა­ტენ­ტუ­ნა­რი­ა­ნად ჩა­ით­ვა­ლოს და დამ­ტკიც­დეს რო­გორც ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბა. მა­ნამ­დე მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბურ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზებ­ში ვა­მოწ­მებთ, თუ სად­მე მსგავ­სი ობი­ექ­ტი დად­გინ­და, მა­შინ პა­ტენ­ტი არ გა­ი­ცე­მა," - გან­მარ­ტავს ნი­კო­ლოზ გოგ­ლი­ძე. სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ტენ­ტის გა­ცე­მას და­ახ­ლო­ე­ბით 2 წელი ესა­ჭი­რო­ე­ბა. "მსოფ­ლიო მას­შტა­ბით რომ შე­ვა­და­როთ, ეფექ­ტურ უწყე­ბად ვით­ვლე­ბით, სხვა­გან პა­ტენ­ტის გა­ცე­მას 5 წელი უნდა," - დას­ძენს საქპა­ტენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე.

"რაც შე­ე­ხე­ბა სტა­ტის­ტი­კას, ის ყო­ველ­წლი­უ­რად უა­რეს­დე­ბა - ად­გი­ლობ­რივ გა­მო­გო­ნე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დე­ბი იკ­ლებს, რაც ორი რა­მი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი: პირ­ვე­ლი - გარ­კვე­ულ დარ­გებ­ში ცოდ­ნა დავ­კარ­გეთ, მე­ო­რე - ვერ მო­ვახ­დი­ნეთ მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი ცოდ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია მე გა­მო­ვი­გო­ნო, მაგ­რამ მან ბიზ­ნეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბა ვერ პო­ვოს, ასე­თი გა­მო­გო­ნე­ბე­ბი წყალ­შია გა­დაყ­რი­ლი, ამი­ტომ, ჩვე­ნი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, ის სა­მეც­ნი­ე­რო პო­ტენ­ცი­ა­ლი, რაც დაგ­ვრჩა, ბიზ­ნესს და­ვუ­კავ­ში­როთ, კვლე­ვა პირ­და­პირ ბიზ­ნეს­მო­თხოვ­ნას­თან იყოს კონ­ტაქ­ტში" - აღ­ნიშ­ნავს ნიკა გოგ­ლი­ძე.

- ავ­ტო­რის და­რე­გის­ტრი­რე­ბის შემ­დეგ, პრო­ექ­ტის კო­მერ­ცი­ულ ბედ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ იღებთ?

- გა­მო­გო­ნე­ბა­ზე ჩვენ­თან რე­გის­ტრა­ცი­ის აზრი ის არის, რომ ავ­ტორ­მა შემ­დგომ სხვას აუკ­რძა­ლოს მისი გა­მო­ყე­ნე­ბა, დამ­ზა­დე­ბა, იმ­პორ­ტი, ექ­სპორ­ტი - მისი გა­მო­გო­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბა. ხოლო პრო­ექ­ტი ზო­გა­დად მო­უ­ტანს თუ არა შე­მო­სა­ვალს, და­ი­ნერ­გე­ბა თუ არა წარ­მო­ე­ბა­ში, გა­მო­ვა თუ არა სა­მო­ქა­ლაო ბრუნ­ვა­ში, ამა­ზე საქპა­ტენ­ტი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არ არის და ვერც ერე­ვა. თუ გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი ვინ­მეს მისი ნა­მუ­შევ­რის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბას მის­ცემს, უნდა გა­მო­არ­თვას შე­სა­ბა­მი­სი ჰო­ნო­რა­რი, ანუ რო­გორ მო­ახ­დენს გა­მო­გო­ნე­ბის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ გა­მო­გო­ნე­ბა არის ღი­რე­ბუ­ლი, მისი კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცია არც ისე რთუ­ლია.

- რამ­დე­ნად ახერ­ხე­ბენ სა­კუ­თა­რი გა­მო­გო­ნე­ბის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბას?

- იმის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბერ­კე­ტი, რომ ეს ვა­კონ­ტრო­ლოთ, არ გვაქვს, თუმ­ცა და­ინ­ტერ­სე­ბუ­ლე­ბი ვართ, ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღოთ. თუ გა­მომ­გო­ნე­ბელს უნდა, რომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­შიც აიკ­რძა­ლოს, იქაც უნდა გა­ვი­ტა­ნოთ, ეს გა­ნა­ცხა­დი საქპა­ტენ­ტი­დან გა­დის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. წე­ლი­წად­ში შე­იძ­ლე­ბა მაქ­სი­მუმ 5 მსურ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდეს, რომ მისი მო­თხოვ­ნა უცხო­ეთ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დეს.

- გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა რო­გო­რია და რა ღირს გა­მო­გო­ნე­ბა­ზე პა­ტენ­ტის მო­პო­ვე­ბა?

- 150-მდე ადა­მი­ა­ნი გვა­კი­თხავს. მთავ­რო­ბის მიერ დად­გე­ნი­ლია, რომ სა­შუ­ა­ლოდ, 700-დან 1000 დო­ლა­რამ­დე ჯდე­ბა, თუმ­ცა ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის და სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის 70%-იანი შე­ღა­ვა­თე­ბი გვაქვს. სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პენ­სი­ო­ნე­რებ­ზე 90%-იანი შე­ღა­ვა­თი ვრცელ­დე­ბა. ჩვენ­თან გა­მო­გო­ნე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად მე­ქა­ნი­კის სფე­რო­შია, რამ­დე­ნი­მე ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი მი­არ­თუ­ლე­ბი­თაც.

მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე ტენ­დენ­ცი­ებს ქარ­თუ­ლი არ მიჰ­ყვე­ბა. იქა­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა პირ­და­პირ და­ფი­ნან­სე­ბა­ზეა მიბ­მუ­ლი. მა­სა­ჩუ­სეტ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მი­ლი­არ­დებს ხარ­ჯავს შიდა კვლე­ვებ­ზე. კვლე­ვებ­სა და გა­მო­გო­ნე­ბის შექ­მნა­ზე ხარ­ჯა­ვენ ფულს ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რაც შემ­დეგ შე­დე­გის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლია. ამი­ტომ, რო­გორც გი­თხა­რით, ახლა ბიზ­ნეს­თან აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ, რა სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს ამ ყვე­ლა­ფერ­მა და რო­გორ გვჭირ­დე­ბა რა­ღა­ცე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბა. არა­და, ბიზ­ნესს მეც­ნი­ე­რე­ბას­თან კავ­შირ­მა რე­ა­ლუ­რად სა­სარ­გებ­ლო შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ღოს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძვრე­ბიც გვაქვს.

- იქ­ნებ იმ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­გო­ნე­ბებ­ზე ვი­სა­უბ­როთ, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით და­გა­მახ­სოვ­რდათ?

- ერთი ძა­ლი­ან კარ­გი გა­მო­გო­ნე­ბა იყო - შუ­შის გამჭვირ­ვა­ლო­ბის და შუქ­გამ­ტა­რო­ბის მარ­თვის ხერ­ხი და მო­წყო­ბი­ლო­ბა. თხე­ვა­დი კრის­ტა­ლე­ბის ფე­ნას მი­ნას უკე­თებ­დნენ, რა­საც დენს აწ­ვდიდ­ნენ, რომ­ლის სიმ­ძლავ­რის მი­ხედ­ვი­თაც ფერი ან მუქ­დე­ბო­და ან ღი­ავ­დე­ბო­და. ელექტრო­ე­ნერ­გი­ას ფან­ჯა­რა­ზე­ვე ამო­ტა­ჟებ­დნენ - მზის ელე­მენ­ტებს, რაც საკ­მა­რი­სი იყო. ფან­ჯა­რას მომ­დგა­რი მზე მარ­თვის პულ­ტით იმარ­თე­ბო­და, კრის­ტა­ლე­ბის და­მუხ­ტვის ხარ­ჯზე კი მინა მუქ­დე­ბო­და. ამ პრო­ექტს რამ­დე­ნი­მე უცხო­ურ კომ­პა­ნი­ას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბიც ჰქონ­და. ამით პა­ნო­რა­მუ­ლი სა­ხუ­რა­ვე­ბის მქო­ნე მან­ქა­ნე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დნენ, რომ და­ე­მონ­ტა­ჟე­ბი­ნათ და მზე­ზე შუ­შე­ბი და­ე­მუ­ქე­ბი­ნათ. სამ­წუ­ხა­როდ, ამ საქ­მეს წინსვლა რა­ტომ­ღაც არ მი­ე­ცა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რა დააპატენტეს ბოლო წლებში ქართველმა გამომგონებლებმა და რა ღირს პატენტის მიღება

რა დააპატენტეს ბოლო წლებში ქართველმა გამომგონებლებმა და რა ღირს პატენტის მიღება

ქარის ენერგიის მიმღები მოწყობილობა, აფეთქებისგან დამცავი სისტემა, ცხაურას ტიპის ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობა, სათესი მანქანა... - ეს და ბევრი სხვა რამ, ქართველი გამომგონებლების მიერ ბოლო 5-6 წლის განმავლობაშია შექმნილი და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა დაარეგისტრირა.

რა ეტაპებს გადის თითოეული ნაშრომი, სანამ მას პატენტს მიანიჭებენ? - ამ თემაზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგლიძე გვესაუბრება.

"ჩვენთან სპეციალური პროცედურებია გასავლელი - გამოგონებაზე განაცხადი ექსპერტიზას გადის, რაც იმას გულისხმობს, რომ გამომგონებლის ნამუშევარი პატენტუნარიანად ჩაითვალოს და დამტკიცდეს როგორც ახალი გამოგონება. მანამდე მსოფლიოს მასშტაბურ მონაცემთა ბაზებში ვამოწმებთ, თუ სადმე მსგავსი ობიექტი დადგინდა, მაშინ პატენტი არ გაიცემა," - განმარტავს ნიკოლოზ გოგლიძე. საქართველოში პატენტის გაცემას დაახლოებით 2 წელი ესაჭიროება. "მსოფლიო მასშტაბით რომ შევადაროთ, ეფექტურ უწყებად ვითვლებით, სხვაგან პატენტის გაცემას 5 წელი უნდა," - დასძენს საქპატენტის თავმჯდომარე.

"რაც შეეხება სტატისტიკას, ის ყოველწლიურად უარესდება - ადგილობრივ გამოგონებაზე განაცხადები იკლებს, რაც ორი რამითაა განპირობებული: პირველი - გარკვეულ დარგებში ცოდნა დავკარგეთ, მეორე - ვერ მოვახდინეთ მანამდე არსებული მეცნიერული ცოდნის თანამედროვეობასთან დაკავშირება. შესაძლებელია მე გამოვიგონო, მაგრამ მან ბიზნესში გამოყენება ვერ პოვოს, ასეთი გამოგონებები წყალშია გადაყრილი, ამიტომ, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ის სამეცნიერო პოტენციალი, რაც დაგვრჩა, ბიზნესს დავუკავშიროთ, კვლევა პირდაპირ ბიზნესმოთხოვნასთან იყოს კონტაქტში" - აღნიშნავს ნიკა გოგლიძე.

- ავტორის დარეგისტრირების შემდეგ, პროექტის კომერციულ ბედზე პასუხისმგებლობას არ იღებთ?

- გამოგონებაზე ჩვენთან რეგისტრაციის აზრი ის არის, რომ ავტორმა შემდგომ სხვას აუკრძალოს მისი გამოყენება, დამზადება, იმპორტი, ექსპორტი - მისი გამოგონებით სარგებლობა. ხოლო პროექტი ზოგადად მოუტანს თუ არა შემოსავალს, დაინერგება თუ არა წარმოებაში, გამოვა თუ არა სამოქალაო ბრუნვაში, ამაზე საქპატენტი პასუხისმგებელი არ არის და ვერც ერევა. თუ გამომგონებელი ვინმეს მისი ნამუშევრის გამოყენების უფლებას მისცემს, უნდა გამოართვას შესაბამისი ჰონორარი, ანუ როგორ მოახდენს გამოგონების კომერციალიზაციას, თავიდან ბოლომდე მასზეა დამოკიდებული. თუ გამოგონება არის ღირებული, მისი კომერციალიზაცია არც ისე რთულია.

- რამდენად ახერხებენ საკუთარი გამოგონების პრაქტიკაში გამოყენებას?

- იმის ოფიციალური ბერკეტი, რომ ეს ვაკონტროლოთ, არ გვაქვს, თუმცა დაინტერსებულები ვართ, ეს ინფორმაცია მივიღოთ. თუ გამომგონებელს უნდა, რომ მისი გამოყენება სხვა ქვეყნებშიც აიკრძალოს, იქაც უნდა გავიტანოთ, ეს განაცხადი საქპატენტიდან გადის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში. წელიწადში შეიძლება მაქსიმუმ 5 მსურველი აღმოჩნდეს, რომ მისი მოთხოვნა უცხოეთში, საერთაშორისო მიმართულებით წავიდეს.

- გამომგონებელთა მომართვიანობა როგორია და რა ღირს გამოგონებაზე პატენტის მოპოვება?

- 150-მდე ადამიანი გვაკითხავს. მთავრობის მიერ დადგენილია, რომ საშუალოდ, 700-დან 1000 დოლარამდე ჯდება, თუმცა ფიზიკური პირებისთვის და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისთვის 70%-იანი შეღავათები გვაქვს. სტუდენტებისა და პენსიონერებზე 90%-იანი შეღავათი ვრცელდება. ჩვენთან გამოგონებები ძირითადად მექანიკის სფეროშია, რამდენიმე ფარმაცევტული მიართულებითაც.

მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ქართული არ მიჰყვება. იქაური სამეცნიერო საქმიანობა პირდაპირ დაფინანსებაზეა მიბმული. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი მილიარდებს ხარჯავს შიდა კვლევებზე. კვლევებსა და გამოგონების შექმნაზე ხარჯავენ ფულს ცნობილი კომპანიები, რაც შემდეგ შედეგის პირდაპირპროპორციულია. ამიტომ, როგორც გითხარით, ახლა ბიზნესთან აქტიურად ვმუშაობთ, რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა და როგორ გვჭირდება რაღაცების რეფორმირება. არადა, ბიზნესს მეცნიერებასთან კავშირმა რეალურად სასარგებლო შედეგები შეიძლება გამოიღოს და ამ მიმართულებით ძვრებიც გვაქვს.

- იქნებ იმ საინტერესო გამოგონებებზე ვისაუბროთ, რომლებიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?

- ერთი ძალიან კარგი გამოგონება იყო - შუშის გამჭვირვალობის და შუქგამტარობის მართვის ხერხი და მოწყობილობა. თხევადი კრისტალების ფენას მინას უკეთებდნენ, რასაც დენს აწვდიდნენ, რომლის სიმძლავრის მიხედვითაც ფერი ან მუქდებოდა ან ღიავდებოდა. ელექტროენერგიას ფანჯარაზევე ამოტაჟებდნენ - მზის ელემენტებს, რაც საკმარისი იყო. ფანჯარას მომდგარი მზე მართვის პულტით იმართებოდა, კრისტალების დამუხტვის ხარჯზე კი მინა მუქდებოდა. ამ პროექტს რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან მოლაპარაკებებიც ჰქონდა. ამით პანორამული სახურავების მქონე მანქანებიც დაინტერესდნენ, რომ დაემონტაჟებინათ და მზეზე შუშები დაემუქებინათ. სამწუხაროდ, ამ საქმეს წინსვლა რატომღაც არ მიეცა...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ