"პალიტრა მედია ჰოლდინგი" გილოცავთ მამის დღეს!

"პალიტრა მედია ჰოლდინგი" გილოცავთ მამის დღეს!

19 ივნისს მსოფლიო მამის დღეს აღნიშნავს. ეს არის, დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მამობის აღსანიშნავად და მამებისთვის პატივის მისაგებად. საქართველო უკვე მესამე წელია მსოფლიოსთან ერთად ზეიმობს მამების დღეს.

"პალიტრა მედია ჰოლდინგი" ყველა მამას ულოცავს ამ დღეს და მათ სპეციალურ ვიდეორგოლს უძღვნის

ყველა მამას!

ვინც ბავშვობის თუ დიდობის ყველაზე ძლიერი ადამიანი, ყველაზე დიდი იმედია...

ვინც ითვლის პირველ ნაბიჯებს და პირველივე წაბორძიკებისას ხელს აშველებს...

ვინც ასწავლის - ცურვას, ფეხბურთის თამაშს, აყვარებს კითხვას.

მამას, რომელიც მაგალითს აჩვენებს, როგორ იზრუნონ სხვებზე, როგორ იყვნენ მამაცები, როგორ უყვარდეთ...

გახსოვდეთ, რომ თქვენ თქვენი შვილების გმირები ხართ - ზრუნავთ, იცავთ, ასწავლით!..

მამა, მა, მამი, მამიკო... როგორც არ უნდა გეძახდნენ - დღეს თქვენი დღეა, რადგან ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ იყოთ საუკეთესო მამა!

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს