სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა სიახლეა გამოცდებისა და ტესტირებების პროცესთან დაკავშირებით
რა სიახლეა გამოცდებისა და ტესტირებების პროცესთან დაკავშირებით

გა­მოც­დე­ბი­სა და ტეს­ტი­რე­ბე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლის სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რა­საც დღეს კა­ნო­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მო­რი­ცხავს.

შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი “პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­დის, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და.

“პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სა­ჯა­რო და კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შე­უძ­ლი­ათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ თა­ვი­ან­თი შე­ნო­ბე­ბის ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლი, თუ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია პი­რის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის, არას­რულ­წლოვ­ნის მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნის­გან დაც­ვი­სა და სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის მიზ­ნე­ბი­სათ­ვის. სა­მუ­შაო ად­გილ­ზე ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლის სის­ტე­მის და­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვებ­ში, თუ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია პი­რის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის, ან სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის მიზ­ნე­ბის­თვის და თუ ამ მიზ­ნე­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბით მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით კი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რომ სა­ჯა­რო და კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ნო­ბე­ბის ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლი, ასე­ვე სა­მუ­შაო ად­გილ­ზე ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლის სის­ტე­მის და­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ პი­რის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის ან სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის მიზ­ნე­ბის­თვის, ასე­ვე სა­გა­მოც­დო/ტეს­ტი­რე­ბის მიზ­ნე­ბი­სათ­ვის.

“გა­მოც­დე­ბის/ტეს­ტი­რე­ბე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დაც­ვით ჩა­ტა­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი შე­ნო­ბე­ბი­სა და შე­ნო­ბებ­ში გან­თავ­სე­ბულ სა­მუ­შაო სივ­რცე­ში ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლის სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა, რათა გან­ხორ­ცი­ელ­დეს გა­მოც­დის/ტეს­ტი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ზე პირ­და­პი­რი დაკ­ვირ­ვე­ბა და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის (მათ შო­რის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის) გა­კე­თე­ბა. აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვებ­ში ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლის სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია: გა­მოც­და­ზე მო­ნა­წი­ლე პირ­თა (მა­გა­ლი­თად, აბი­ტუ­რი­ენ­ტი, მა­გის­ტრან­ტო­ბის კან­დი­და­ტი, მას­წავ­ლე­ბე­ლი და სხვა მო­ნა­წი­ლე) უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის/სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის. მა­გა­ლი­თად, აბი­ტუ­რი­ენტს უფ­ლე­ბა აქვს წა­რად­გი­ნოს პრე­ტენ­ზია ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის დად­გე­ნი­ლი წე­სის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტის თა­ო­ბა­ზე და ამ ფაქ­ტის არ­სე­ბო­ბა/არარ­სე­ბო­ბის სა­კი­თხზე ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მოც­დო სექ­ტო­რის (ოთა­ხის) ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის ნახ­ვით, სა­ი­და­ნაც დად­გინ­დე­ბა, მოხ­და თუ არა პრე­ტენ­ზი­ის წარმდგე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის - მა­გა­ლი­თად, ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის (მეთ­ვალ­ყუ­რე/კუ­რა­ტო­რის) მიერ ან მა­გა­ლი­თად, სხვა აბი­ტუ­რი­ენ­ტის მი­მართ ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის დად­გე­ნი­ლი წე­სის დარ­ღვე­ვას სხვა პი­რე­ბის მიერ (აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თვის დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და ა.შ). ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დად­გინ­დეს სა­გა­მოც­დო/ტეს­ტი­რე­ბის მიზ­ნე­ბის­თვის ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლის სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბის­შე­საძ­ლებ­ლო­ბა“, - გან­მარ­ტავს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო.

კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენტს ბი­უ­როს უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა სიახლეა გამოცდებისა და ტესტირებების პროცესთან დაკავშირებით

რა სიახლეა გამოცდებისა და ტესტირებების პროცესთან დაკავშირებით

გამოცდებისა და ტესტირებების მიმდინარეობისას ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება, რასაც დღეს კანონი ფაქტობრივად გამორიცხავს.

შესაბამისი ცვლილებები “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, საჯარო და კერძო დაწესებულებებს შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი შენობების ვიდეოთვალთვალი, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისგან დაცვისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისათვის. სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ან საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისთვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი განისაზღვრება, რომ საჯარო და კერძო დაწესებულებების შენობების ვიდეოთვალთვალი, ასევე სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის ან საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისთვის, ასევე საგამოცდო/ტესტირების მიზნებისათვის.

“გამოცდების/ტესტირებების შეუფერხებლად და კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით ჩატარებისათვის აუცილებელია შესაბამისი შენობებისა და შენობებში განთავსებულ სამუშაო სივრცეში ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება, რათა განხორციელდეს გამოცდის/ტესტირების მიმდინარეობის პროცესზე პირდაპირი დაკვირვება და ვიდეოჩანაწერების (მათ შორის აუდიოჩანაწერების) გაკეთება. აღნიშნულ შემთხვევებში ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება აუცილებელია: გამოცდაზე მონაწილე პირთა (მაგალითად, აბიტურიენტი, მაგისტრანტობის კანდიდატი, მასწავლებელი და სხვა მონაწილე) უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის/საგამოცდო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფისთვის. მაგალითად, აბიტურიენტს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე და ამ ფაქტის არსებობა/არარსებობის საკითხზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი საგამოცდო სექტორის (ოთახის) ვიდეოჩანაწერის ნახვით, საიდანაც დადგინდება, მოხდა თუ არა პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევა ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების - მაგალითად, ცენტრის თანამშრომლების (მეთვალყურე/კურატორის) მიერ ან მაგალითად, სხვა აბიტურიენტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დადგინდეს საგამოცდო/ტესტირების მიზნებისთვის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისშესაძლებლობა“, - განმარტავს განათლების სამინისტრო.

კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი