ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე მეორადი საბურავები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები დაიწვა

ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე მეორადი საბურავები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები დაიწვა

ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. დამწვარია ავტომობილების მეორადი საბურავები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„მეველის ქუჩაზე არსებულ ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 150 კვ. მ. ფართობი - საბურავები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები. დაშავებული არავინ არის. ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია