სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"უცხოელ გულშემატკივრებთან ინტიმური ურთიერთობისგან თავი შეიკავეთ" - რა რეაქცია მოჰყვა კრემლსა და რუსულ საზოგადოებაში დეპუტატის გაფრთხილებას
"უცხოელ გულშემატკივრებთან ინტიმური ურთიერთობისგან თავი შეიკავეთ" - რა რეაქცია მოჰყვა კრემლსა და რუსულ საზოგადოებაში დეპუტატის გაფრთხილებას

"რუსი ქა­ლე­ბი არი­ან ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი და ძნე­ლია მათ მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა­სა და სი­ლა­ღეს გა­უძ­ლო... ამი­ტომ მი­უ­წევთ მათ­კენ გული მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კა­ცებს, ოღონდ ბევ­რი ტყუვ­დე­ბა მათ­ში და ამი­ტო­მაც ვერ ეწყო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა... ასე იყო საბ­ჭო­თა წლებ­ში და ასეა ახ­ლაც..." - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა დუ­მის დე­პუ­ტა­ტის, თა­მა­რა პლეტ­ნი­ო­ვას გაფრ­თხი­ლე­ბას თუ გან­ცხა­დე­ბას რუსი ბლო­გე­რი ალი­ო­ნა იურ­კო­ვა.

დუ­მის დე­პუ­ტატ­მა, ოჯა­ხის, ქა­ლე­ბის და ბავ­შვთა სა­კი­თხე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ თა­მა­რა პლეტ­ნი­ო­ვამ, რუს ქა­ლებს მო­უ­წო­და, მსოფ­ლიო სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნატ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუ­სეთ­ში ჩა­სულ უცხო­ელ გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბის­გან თავი უნდა შე­ი­კა­ვონ.

დუ­მის დე­პუ­ტატ­მა მა­გა­ლი­თად მო­იყ­ვა­ნა 1980 წლის მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­და, რომ­ლის შე­დე­გად, რუ­სეთ­ში გაჩ­ნდა უამ­რა­ვი მარ­ტო­ხე­ლა დედა და მათი შვი­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­სის ბავ­შვე­ბი, ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან იტან­ჯე­ბოდ­ნენ.

"ახლა ვი­თომ მას­ხრად ამიგ­დეს ჩემი სი­ტყვე­ბის გამო, მაგ­რამ ათა­სო­ბით ასე­თი შემ­თხვე­ვა ვიცი... ჯერ რჩე­ვა­საც არ მი­ი­ღე­ბენ, მერე კი მო­დან ჩემ­თან და ტი­რი­ან, ბავ­შვი წა­მარ­თვეს და თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში წა­იყ­ვა­ნე­სო... მე მინ­და ჩემს ქვე­ყა­ნა­ში სიყ­ვა­რუ­ლით იქ­მნე­ბო­დეს ოჯა­ხე­ბი და ასე ჩნდე­ბოდ­ნენ ბავ­შვე­ბი და არა, შემ­თხვე­ვი­თი ურ­თერ­თო­ბე­ბით..."- აცხა­დებს ის.

პლეტ­ნი­ო­ვას სი­ტყვებს უმე­ტე­სო­ბა იუ­მო­რით შევხდა, თუმ­ცა, მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც გა­მო­უჩ­ნდენ. მათ შო­რის არის რუსი სპორ­ტსმე­ნის იური ჟირ­კო­ვის მე­უღ­ლე, ინა ჟირ­კო­ვა, რომ­ლის თქმი­თაც, "რუს­მა გო­გო­ნებ­მა ღირ­სე­ბა უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ. მარ­თა­ლია, არ­სე­ბობს ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბაც, მაგ­რამ ბევ­რი ამას მი­ა­მი­ტუ­რად უყუ­რებს და შემ­დეგ სა­ნა­ნე­ბე­ლი უხ­დე­ბათ..."

პლეტ­ნი­ო­ვას გან­ცხა­დე­ბას, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის პრესმდი­ვა­ნი დმიტ­რი პეს­კო­ვიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ "მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო რუსი ქა­ლე­ბი" თა­ვის სა­კი­თხებს თა­ვად­ვე გა­და­წყვე­ტენ.

რუ­სულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პლეტ­ნი­ო­ვას რჩე­ვა-და­რი­გე­ბას იუ­მო­რით შეხ­ვდნენ. ბევ­რმა კი აღ­ნიშ­ნა, რომ დე­პუ­ტა­ტი ქალი იმ წლებ­ში დარ­ჩა, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის შექ­მნა და­ი­წყო;

"საბ­ჭო­თა წლებ­ში, ხომ სექ­სი არ არ­სე­ბობ­და... ჰოდა, რა ქნას იმ ქალ­ბა­ტონ­მაც? იმ პრინ­ცი­პე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი დარ­ჩა. არა­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მა­შინ მოხ­და ყვე­ლა­ზე დიდი აღ­რე­ვა - საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ქმნიდ­ნენ "დრო­ე­ბით" ან სუ­ლაც სა­მუ­და­მოდ ოჯა­ხებს... ამა­ზე ხომ დღემ­დე კარ­გად ერ­თო­ბა პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის უფ­რო­სი თა­ო­ბა," - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვიქ­ტორ სერ­გე­ე­ვი.

"თა­მა­რას ეტყო­ბა, წარ­სუ­ლის ცუდი მო­გო­ნე­ბე­ბი არ ას­ვე­ნებს... რას ვი­ზამთ, მისი თა­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა გარ­თო­ბა­სა და სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბას შო­რის ზღვა­რი ვერ გა­ავ­ლო და ახლა ეს ქალ­ბა­ტო­ნი ამას პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლავს," - წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვიქ­ტორ ვლა­სო­ვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"უცხოელ გულშემატკივრებთან ინტიმური ურთიერთობისგან თავი შეიკავეთ" - რა რეაქცია მოჰყვა კრემლსა და რუსულ საზოგადოებაში დეპუტატის გაფრთხილებას

"უცხოელ გულშემატკივრებთან ინტიმური ურთიერთობისგან თავი შეიკავეთ" - რა რეაქცია მოჰყვა კრემლსა და რუსულ საზოგადოებაში დეპუტატის გაფრთხილებას

"რუსი ქალები არიან ძალიან ლამაზები და ძნელია მათ მომხიბვლელობასა და სილაღეს გაუძლო... ამიტომ მიუწევთ მათკენ გული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კაცებს, ოღონდ ბევრი ტყუვდება მათში და ამიტომაც ვერ ეწყობა ურთიერთობა... ასე იყო საბჭოთა წლებში და ასეა ახლაც..." - ასე ეხმაურება დუმის დეპუტატის, თამარა პლეტნიოვას გაფრთხილებას თუ განცხადებას რუსი ბლოგერი ალიონა იურკოვა.

დუმის დეპუტატმა, ოჯახის, ქალების და ბავშვთა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ თამარა პლეტნიოვამ, რუს ქალებს მოუწოდა, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით, რუსეთში ჩასულ უცხოელ გულშემატკივრებთან ინტიმური ურთიერთობის დამყარებისგან თავი უნდა შეიკავონ.

დუმის დეპუტატმა მაგალითად მოიყვანა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადა, რომლის შედეგად, რუსეთში გაჩნდა უამრავი მარტოხელა დედა და მათი შვილები, განსაკუთრებით განსხვავებული რასის ბავშვები, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იტანჯებოდნენ.

"ახლა ვითომ მასხრად ამიგდეს ჩემი სიტყვების გამო, მაგრამ ათასობით ასეთი შემთხვევა ვიცი... ჯერ რჩევასაც არ მიიღებენ, მერე კი მოდან ჩემთან და ტირიან, ბავშვი წამართვეს და თავის ქვეყანაში წაიყვანესო... მე მინდა ჩემს ქვეყანაში სიყვარულით იქმნებოდეს ოჯახები და ასე ჩნდებოდნენ ბავშვები და არა, შემთხვევითი ურთერთობებით..."- აცხადებს ის.

პლეტნიოვას სიტყვებს უმეტესობა იუმორით შევხდა, თუმცა, მხარდამჭერებიც გამოუჩნდენ. მათ შორის არის რუსი სპორტსმენის იური ჟირკოვის მეუღლე, ინა ჟირკოვა, რომლის თქმითაც, "რუსმა გოგონებმა ღირსება უნდა შეინარჩუნონ. მართალია, არსებობს ერთი ნახვით შეყვარებაც, მაგრამ ბევრი ამას მიამიტურად უყურებს და შემდეგ სანანებელი უხდებათ..."

პლეტნიოვას განცხადებას, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "მსოფლიოში საუკეთესო რუსი ქალები" თავის საკითხებს თავადვე გადაწყვეტენ.

რუსულ სოციალურ ქსელებში პლეტნიოვას რჩევა-დარიგებას იუმორით შეხვდნენ. ბევრმა კი აღნიშნა, რომ დეპუტატი ქალი იმ წლებში დარჩა, როდესაც პოლიტიკური კარიერის შექმნა დაიწყო;

"საბჭოთა წლებში, ხომ სექსი არ არსებობდა... ჰოდა, რა ქნას იმ ქალბატონმაც? იმ პრინციპების მატარებელი დარჩა. არადა, სინამდვილეში, მაშინ მოხდა ყველაზე დიდი აღრევა - საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული მამაკაცები ქმნიდნენ "დროებით" ან სულაც სამუდამოდ ოჯახებს... ამაზე ხომ დღემდე კარგად ერთობა პოსტსაბჭოთა ქვეყნების უფროსი თაობა," - წერს ინტერნეტმომხმარებელი ვიქტორ სერგეევი.

"თამარას ეტყობა, წარსულის ცუდი მოგონებები არ ასვენებს... რას ვიზამთ, მისი თაობის დიდმა ნაწილმა გართობასა და სერიოზულ ურთიერთობას შორის ზღვარი ვერ გაავლო და ახლა ეს ქალბატონი ამას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს," - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი ვიქტორ ვლასოვი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე