ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს, უწყებაში მას დღეს, 16:00 საათზე ელოდებიან. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საქმე ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს