სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო
მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი და­ი­წყო. გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის­თვის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 39 000-მდე მოს­წავ­ლე. მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მოც­დებს იმ საგ­ნებ­ში ჩა­ა­ბა­რე­ბენ, რო­მელ­თა სწავ­ლაც მე-11 კლას­ში დას­რულ­და. გა­მოც­და ოთხ სა­გან­ში (გე­ოგ­რა­ფია, ფი­ზი­კა, ბი­ო­ლო­გია, ქი­მია) ტარ­დე­ბა.

გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი გე­ოგ­რა­ფი­ის გა­მოც­დით და­ი­წყო და 15 ივ­ნისს ქი­მი­ის გა­მოც­დით დას­რულ­დე­ბა. წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ტეს­ტი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას მოს­წავ­ლე ეკ­რან­ზე და­ი­ნა­ხავს არა ქუ­ლას, არა­მედ შე­ტყო­ბი­ნე­ბას იმის შე­სა­ხებ, გა­და­ლა­ხა თუ არა მან მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ანუ მი­ი­ღო მი­ნი­მა­ლურ 5,5 ქუ­ლა­ზე მეტი თუ ნაკ­ლე­ბი. იმ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც ვერ გა­და­ლა­ხა­ვენ ზღვარს რო­მე­ლი­მე სა­გან­ში (ან ვერ გა­მო­ცხად­დე­ბი­ან გა­მოც­და­ზე), შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­ნი მე-12 კლა­სის ბო­ლოს, და­ნარ­ჩენ ოთხ გა­მოც­დას­თან (ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, უცხო­უ­რი ენა, მა­თე­მა­ტი­კა, ის­ტო­რია) ერ­თად ჩა­ა­ბა­რონ.

სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბი კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის ქარ­თუ­ლი მო­დე­ლით (Gcat) ტარ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდებისთვის დარეგისტრირებულია 39 000-მდე მოსწავლე. მოსწავლეები გამოცდებს იმ საგნებში ჩააბარებენ, რომელთა სწავლაც მე-11 კლასში დასრულდა. გამოცდა ოთხ საგანში (გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია) ტარდება.

გამოსაშვები გამოცდები გეოგრაფიის გამოცდით დაიწყო და 15 ივნისს ქიმიის გამოცდით დასრულდება. წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები. იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ გადალახავენ ზღვარს რომელიმე საგანში (ან ვერ გამოცხადდებიან გამოცდაზე), შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი საგანი მე-12 კლასის ბოლოს, დანარჩენ ოთხ გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად ჩააბარონ.

სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ