სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როდემდე გაგრძელდება წვიმა თბილისში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია
როდემდე გაგრძელდება წვიმა თბილისში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში წვი­მის ინ­ტენ­სი­ვო­ბა და­იკ­ლებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ა­გენ­ტოს სა­მო­რი­გე­ო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, წვი­მის ინ­ტენ­სი­ვო­ბის კლე­ბის პრო­ცე­სი უკვე და­წყე­ბუ­ლია, ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი კი გა­მო­და­რე­ბას ხვა­ლი­დან პროგ­ნო­ზი­რე­ბენ. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­სა­ლოდ­ნე­ლი პროგ­ნო­ზის შე­სა­ხებ, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 11–14 ივ­ნისს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში (ძი­რი­თა­დად მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში) მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა და ელ­ჭე­ქი. შავი ზღვის კუ­რორ­ტებ­ზე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა თბი­ლი და უნა­ლე­ქო ამინ­დი.

11 ივ­ნისს, დღის ბო­ლო­დან და 12 ივ­ნისს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა ელ­ჭე­ქით, ზო­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია ძლი­ე­რი სე­ტყვა. 13 – 14 ივ­ნისს შე­და­რე­ბით გა­მო­ი­და­რებს, ხან­მოკ­ლე წვი­მა და ელ­ჭე­ქი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა მხო­ლოდ ცალ­კე­ულ რა­ი­ონ­ში (ძი­რი­თა­დად ღა­მი­სა და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში).

ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დაბ­ლობ­სა და ბარ­ში +28, +33 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, 12 ივ­ნისს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში +22, +27 გრა­დუ­სამ­დე და­იკ­ლებს, 13 ივ­ნი­სი­დან კი ისევ და­ცხე­ბა.

თბი­ლის­ში 11 ივ­ნისს დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და 12 ივ­ნისს მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით. 12 ივ­ნისს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +25, +27 გრა­დუ­სამ­დე და­იკ­ლებს, ხოლო 13 – 14 ივ­ნისს +30, +32 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში ამ წუ­თის­თვის არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად, დი­ღომ­ში, გლ­დან­სა და მუ­ხი­ან­ში ფიქ­სირ­დე­ბა. სა­ა­გენ­ტოს პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა რა­ი­ონ­ში სრუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ჰყავს სა­ხან­ძრო და სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­დე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როდემდე გაგრძელდება წვიმა თბილისში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

როდემდე გაგრძელდება წვიმა თბილისში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში წვიმის ინტენსივობა დაიკლებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოს სამორიგეოში განუცხადეს, წვიმის ინტენსივობის კლების პროცესი უკვე დაწყებულია, ჰიდრომეტეოროლოგები კი გამოდარებას ხვალიდან პროგნოზირებენ. მათივე განცხადებით, რაიმე გართულებები მოსალოდნელი არ არის.

რაც შეეხება დეტალურ ინფორმაციას მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11–14 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში (ძირითადად მთიან რეგიონებში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. შავი ზღვის კურორტებზე შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი.

11 ივნისს, დღის ბოლოდან და 12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი სეტყვა. 13 – 14 ივნისს შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში (ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში).

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი, 12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, 13 ივნისიდან კი ისევ დაცხება.

თბილისში 11 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან და 12 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 12 ივნისს ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13 – 14 ივნისს +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქში ამ წუთისთვის არსებულ სიტუაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ გამოძახებები ძირითადად, დიღომში, გლდანსა და მუხიანში ფიქსირდება. სააგენტოს პრევენციის მიზნით დედაქალაქის ყველა რაიონში სრულად მობილიზებული ჰყავს სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ