ძლიერი წვიმა სოფელ მეჯვრისხევში - დატბორილია სახლის ეზოები და სარდაფები

ძლიერი წვიმა სოფელ მეჯვრისხევში - დატბორილია სახლის ეზოები და სარდაფები

ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად სოფლებში მეჯვრისხევსა და ზეტში მოსავლის მცირე ნაწილი დაზიანდა. თუმცა ძლიერმა წვიმამ ნიაღვრები წარმოქმნა და სოფელ მეჯვრისხევში თორმეტამდე საცხოვრებელ სახლის ეზოები და სარდაფები დატბორა.

ამ წუთებში სოფელ მეჯვრისხევში შიდა ქართლის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და გუბერნატორის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი იმყოფებიან. მაჭუტაძის განცხადებით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დატბორილი ეზოებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ახდენენ. აღნიშნულ სამუშაოებში ჩაერთო მელიორაციის სამსახურიც და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენა.

ამ დროისთვის რომელიმე ოჯახის ევაკუაციის საჭიროება არ დგას.

იხილეთ ვიდეო: ძლიერი წვიმა გორშის - რა პრობლემები შეუქმნა სეტყვამ და გადაუღებელმა წვიმამ რაიონს?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი