სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართველი მძღოლი, რომელსაც სიმთვრალის გამო ერთ წელიწადში 120 ჯარიმა გამოუწერეს - აუდიტის სამსახურის ანგარიში
ქართველი მძღოლი, რომელსაც სიმთვრალის გამო ერთ წელიწადში 120 ჯარიმა გამოუწერეს - აუდიტის სამსახურის ანგარიში

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა, საგ­ზაო უსაფრ­თო­ე­ბის კუ­თხით შსს–ს მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შეს­წავ­ლი­სას, ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცი­ე­ბის და­კის­რე­ბა­ში გა­მო­ავ­ლი­ნა.

აუ­დი­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ 10 მძღოლ­ზე 2011 წლი­დან 2018 წლის 1 იან­ვრამ­დე პე­რი­ოდ­ში ირი­ცხე­ბა 622 ერ­თე­უ­ლი ჯა­რი­მა (805.72 ათა­სი ლარი), მათ შო­რის, სულ გა­და­უხ­დე­ლია 591 ერ­თე­უ­ლი ჯა­რი­მა (800.09 ათა­სი ლარი), სა­ი­და­ნაც 92.4% ანუ 546 ჯა­რი­მა (749.2 ათა­სი ლარი, ანუ 93.6%) გა­და­ცე­მუ­ლია აღ­სას­რუ­ლებ­ლად, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი, თუ რა სა­ხის გა­და­სა­ხა­დი უნდა და­ე­კის­როს პირს, რო­მე­ლიც ამ სა­ხის ქმე­დე­ბას იმე­ო­რებს სის­ტე­მა­ტუ­რად, ანუ, მისი ქმე­დე­ბა უკვე რე­ცი­დი­ვის ხა­სი­ა­თი­საა და სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის.

აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის და­უ­რე­გუ­ლი­რებ­ლო­ბის შე­დე­გად, ზო­გი­ერ­თი მძღო­ლი სის­ტე­მა­ტუ­რად არ­ღვევს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სებს, ჯა­რიმ­დე­ბა კი­დეც, თუმ­ცა ჯა­რი­მე­ბის დიდ ნა­წილს არ იხ­დის და მოქ­მედ ნორ­მა­ტი­ულ აქ­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გამო, ვერ ხერ­ხდე­ბა მის ქცე­ვა­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა - სა­ჭი­რო და პრო­პორ­ცი­უ­ლი სან­ქცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

გა­გაც­ნობთ 4 მძღო­ლის ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ან­გა­რიშ­შია შე­სუ­ლი.

მძღო­ლი N1

ცხრილ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი "მძღო­ლი N1", მუდ­მი­ვად ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და სხვა მო­ქა­ლა­ქის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნას. 2017 წელს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის იმე­რე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს პატ­რულ-პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიერ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, მძღო­ლი 127-ჯერ არის და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი. აქე­დან, 120 შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მა გა­მო­წე­რი­ლია ასკ 116-ე მუხ­ლის 4/3 ნა­წი­ლით, ანუ, პატ­რულ-პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი თით­ქმის ყო­ველ მე­სა­მე დღეს აჩე­რებ­დნენ ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ "მძღოლ N1"-ს და აჯა­რი­მებ­დნენ მას, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

ამ პე­რი­ოდ­ში ერთი და იმა­ვე პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბის მიერ ამ პი­რი­სათ­ვის 11-11 ჯა­რი­მა არის გა­მო­წე­რი­ლი. სულ, 2013-2017 წლებ­ში "მძღო­ლი N1" და­ჯა­რი­მე­ბუ­ლია 233-ჯერ და მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბის სა­ერ­თო თან­ხამ 323.5 ათას ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა, სა­ი­და­ნაც გა­დახ­დი­ლია მხო­ლოდ 870 ლარი (0.27%). და­ნარ­ჩე­ნი ჯა­რი­მე­ბი ან აღ­სრუ­ლე­ბა­ზეა გა­და­ცე­მუ­ლი, ან ჯერ კი­დევ გა­და­უხ­დე­ლის სტა­ტუ­სი აქვთ. გარ­და ამი­სა, 2 შემ­თხვე­ვა­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის სა­ხით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 9 დღით (7 და 2 დღე) წა­ი­კი­თხეთ სხვა ურჩი მძღო­ლე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქართველი მძღოლი, რომელსაც სიმთვრალის გამო ერთ წელიწადში 120 ჯარიმა გამოუწერეს - აუდიტის სამსახურის ანგარიში

ქართველი მძღოლი, რომელსაც სიმთვრალის გამო ერთ წელიწადში 120 ჯარიმა გამოუწერეს - აუდიტის სამსახურის ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, საგზაო უსაფრთოების კუთხით შსს–ს მუშაობის ეფექტურობის შესწავლისას, ნაკლოვანებები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრებაში გამოავლინა.

აუდიტის ინფორმაციით, საქართველოში მხოლოდ 10 მძღოლზე 2011 წლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ირიცხება 622 ერთეული ჯარიმა (805.72 ათასი ლარი), მათ შორის, სულ გადაუხდელია 591 ერთეული ჯარიმა (800.09 ათასი ლარი), საიდანაც 92.4% ანუ 546 ჯარიმა (749.2 ათასი ლარი, ანუ 93.6%) გადაცემულია აღსასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

ანგარიშის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არ არის განსაზღვრული, თუ რა სახის გადასახადი უნდა დაეკისროს პირს, რომელიც ამ სახის ქმედებას იმეორებს სისტემატურად, ანუ, მისი ქმედება უკვე რეციდივის ხასიათისაა და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისათვის.

აუდიტის სამსახურის თქმით, აღნიშნული საკითხის დაურეგულირებლობის შედეგად, ზოგიერთი მძღოლი სისტემატურად არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, ჯარიმდება კიდეც, თუმცა ჯარიმების დიდ ნაწილს არ იხდის და მოქმედ ნორმატიულ აქტებში არსებული ხარვეზების გამო, ვერ ხერხდება მის ქცევაზე ადეკვატური რეაგირება - საჭირო და პროპორციული სანქციის გამოყენება.

იხილეთ ვიდეო

გაგაცნობთ 4 მძღოლის ისტორიას, რომელიც აუდიტის სამსახურის ანგარიშშია შესული.

მძღოლი N1

ცხრილში მითითებული "მძღოლი N1", მუდმივად ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა სხვა მოქალაქის სახელზე გაფორმებულ ავტომანქანას. 2017 წელს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-პოლიციელების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, მძღოლი 127-ჯერ არის დაჯარიმებული. აქედან, 120 შემთხვევაში ჯარიმა გამოწერილია ასკ 116-ე მუხლის 4/3 ნაწილით, ანუ, პატრულ-პოლიციელები თითქმის ყოველ მესამე დღეს აჩერებდნენ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ "მძღოლ N1"-ს და აჯარიმებდნენ მას, თუმცა უშედეგოდ.

ამ პერიოდში ერთი და იმავე პატრულ-ინსპექტორების მიერ ამ პირისათვის 11-11 ჯარიმა არის გამოწერილი. სულ, 2013-2017 წლებში "მძღოლი N1" დაჯარიმებულია 233-ჯერ და მასზე დაკისრებული ჯარიმების საერთო თანხამ 323.5 ათას ლარს გადააჭარბა, საიდანაც გადახდილია მხოლოდ 870 ლარი (0.27%). დანარჩენი ჯარიმები ან აღსრულებაზეა გადაცემული, ან ჯერ კიდევ გადაუხდელის სტატუსი აქვთ. გარდა ამისა, 2 შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 9 დღით (7 და 2 დღე) წაიკითხეთ სხვა ურჩი მძღოლების ისტორიები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ