55 წლის ქალი, რომელიც ნახევარი წელი თურქეთში წასული ეგონათ, სახლში გარდაცვლილი იპოვეს

55 წლის ქალი, რომელიც ნახევარი წელი თურქეთში წასული ეგონათ, სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ბორჯომში, 55 წლის ქალი, რომელიც 7 თვის განმავლობაში მეზობლებს თურქეთში წასული ეგონათ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მეზობლების ინფორმაციით, ქალი ჯერ კიდევ ნოემბერში ამბობდა, რომ თურქეთში გეგმავდა წასვლას. მათივე თქმით, ამის შემდეგ ის არავის უნახავს და სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც დევნილთა საერთო საცხოვრებელში უსიამოვნო სუნი დადგა.

არსებული ინფორმაციით, 55 წლის ქალს გული აწუხებდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო