"ბრიტანეთის საბჭო" ჟურნალისტებისთვის ინგლისური ენის უფასო კურსს აცხადებს

"ბრიტანეთის საბჭო" ჟურნალისტებისთვის ინგლისური ენის უფასო კურსს აცხადებს

"ბრიტანეთის საბჭო" აცხადებს ინგლისური ენის უფასო კურსს ჟურნალისტებისთვის. კურსები ორი სახეობის იქნება. 1) 110-საათიანი სწავლება პირისპირ ფორმატში თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში.2) 30-საათიანი ონლაინ-კურსი მათთვის, ვინც სხვა ქალაქებში ცხოვრობს.

პროგრამას სპონსორობას კომპანია BP (British Petroleum) უწევს. კურსები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება.

სწავლის დასაწყებად აუცილებელ მოთხოვნებს შორის არის: საშუალო ან კარგ დონეზე ინგლისურის ენის ცოდნა, რაც "ბრიტანეთის საბჭოს" მიერ ჩატარებული ტესტებისა და გასაუბრების საშუალებით დადგინდება. ასევე ინგლისური ენის სწავლისთვის კვირაში ოთხი საათის (სამშაბათისა და ხუთშაბათის დილით) დათმობის სურვილი, სასწავლო პროცესში სრული მონაწილეობა. მონაწილეები, რომლებიც დასწრების მინიმალურ მაჩვენებელს ვერ შეასრულებენ, სწავლას ვერ გააგრძელებენ.

მონაწილეების შერჩევის პროცესი სამი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მსურველებმა უნდა გააგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, რის შემდეგაც მათ მოუწევთ ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენადტესტის გავლა. მესამე ეტაპი გასაუბრებას ითვალისწინებს.

წარმატებული კანდიდატები მათ მიერ ნაჩვენები შედეგების მიხედვით გამოვლინდება.

კურსებში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი მონაცემები შემდეგ მისამართზე უნდა გააგზავნონ: office@ge.britishcouncil.org.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2018 წლის 10 ივნისი. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი