სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას ჭამდნენ თბილისელები მე-19 საუკუნეში - "დიდად მიღებული ყოფილა, საზამთროს და ნესვის პურთან და ყველთან ერთად ჭამა..."
რას ჭამდნენ თბილისელები მე-19 საუკუნეში - "დიდად მიღებული ყოფილა, საზამთროს და ნესვის პურთან და ყველთან ერთად ჭამა..."

"თბი­ლი­სე­ლე­ბი ისე­ვე იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ, რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, მაგ­რამ დე­და­ქა­ლა­ქის მკვიდრთ გარ­კვე­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბიც ახა­სი­ა­თებ­დაც. ამ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბას კი ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­ურ-კონ­ფე­სი­უ­რი სიჭ­რე­ლე და გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე მდე­ბა­რე­ო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებ­და" - გვე­უბ­ნე­ბა ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეთ­ნო­ლო­გი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი.

მარ­თლაც, რას მი­ირ­თმევ­დნენ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ თბი­ლის­ში, რო­გო­რი იყო დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის კვე­ბის რა­ცი­ო­ნი, რა პრო­დუქ­ტე­ბი და კერ­ძე­ბი იყო მათ მე­ნი­უ­ში - თბი­ლი­სელ­თა ტრა­დი­ცი­ულ ყო­ფა­სა და კულ­ტუ­რა­ზე რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვილს კვლე­ვა­ში - "ეთ­ნო­ლო­გი­უ­რი თბი­ლი­სი" პრო­ფე­სორ თე­ი­მუ­რაზ გვიმ­რა­ძეს­თან ერ­თად აქვს გან­ხი­ლუ­ლი სა­კი­თხი - თბი­ლი­სელ­თა კვე­ბის რა­ცი­ო­ნი.

თბი­ლი­სე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას ქა­ლაქ­ში ბა­ღე­ბი, ბოსტნე­ბი, ვე­ნა­ხე­ბი ჰქონ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს გლე­ხო­ბა შე­ად­გენ­და. ამი­ტომ სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტი თა­ვად­ვე მოჰ­ყავ­დათ, თუმ­ცა გარ­კვე­ულ ნა­წილს, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და. ასე­თი კა­ტე­გო­რია ხე­ლოს­ნე­ბი და ვაჭ­რე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც კვე­ბის პრო­დუქ­ტებს ბაზ­რებ­სა და სა­ვაჭ­რო დუქ­ნებ­ში იძენ­დნენ.

ხილ-ბოსტნე­უ­ლით მო­ვაჭ­რე

პური და მარ­ცვლე­უ­ლი

თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის ძი­რი­თა­დი იყო მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით - პური. პუ­რე­უ­ლი­დან უპი­რა­ტე­სო­ბას შოთ­სა და ლა­ვაშს ანი­ჭებ­დნენ. თო­ნე­ში გა­მომ­ცხვა­რი ლა­ვა­ში დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­თათ­ვის პუ­რიც იყო, საჭ­მლის გა­სახ­ვე­ვიც, ხელ­სა­ხო­ციც და თეფ­შიც. ბევ­რი თბი­ლი­სე­ლი პურს სახ­ლში აცხობ­და, ზოგი – ყი­დუ­ლობ­და. პური იყი­დე­ბო­და რო­გორც გა­დამ­ყიდ­ველ­თან, ისე ბა­ზარ­ში, სა­დაც ხონ­ჩა­ზე და­დე­ბულს და­ა­ტა­რებ­დნენ, ასე­ვე მო­ედ­ნებ­სა და ქუ­ჩებ­შიც, პური სა­ცხობ­შიც იყი­დე­ბო­და. ქა­ლაქ­ში ფეტვის ფქვი­ლის­გან ფუნ­თუ­შას აცხობ­დნენ. პო­პუ­ლა­რუ­ლი საკ­ვე­ბი იყო ნა­ზუ­ქი და ქადა. XIX სა­უ­კუ­ნის თბი­ლის­ში, თურ­მე ფრან­გულ ფუნ­თუ­შებ­საც აცხობ­დნენ. მარ­ცვლე­უ­ლის­გან ფა­ფებს, ხა­ვი­წს აკე­თებ­დნენ, ფა­ფას კი ცხი­მით მი­ირ­თმევ­დნენ.

XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კი გავ­რცელ­და ისე­თი სი­ახ­ლე, რო­გო­რიც მა­კა­რო­ნი იყო. ოდით­გან­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ მხა­რე­ში ბრინ­ჯი მოჰ­ყავ­დათ. ეს მარ­ცვლე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­დი­ო­და. თბი­ლის­ში ბრინ­ჯის­გან ფლავს ამ­ზა­დებ­დნენ. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ტრა­პეზ­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო შილა ფლა­ვი, რო­მე­ლიც ცხვრის ხორ­ცი­თა და ხახ­ვით კეთ­დე­ბო­და. თბი­ლი­სე­ლე­ბი ბრინ­ჯის ტკბილ ფლავ­საც მი­ირ­თმევ­დნენ. ფლავს რძით და შაქ­რით ამ­ზა­დებ­დნენ.

ფქვი­ლი­სა და ბურ­ღუ­ლე­უ­ლის ბა­ზა­რი

ორ­ცე­უ­ლი და რძის პრო­დუქ­ტე­ბი

რა­ცი­ონ­ში ასე­ვე იყო ხორ­ცი და ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი. ბა­ზარ­ში იყი­დე­ბო­და ძრო­ხის, ცხვრის, ხბოს, თხის, კა­მე­ჩის, ღო­რის ხორ­ცი. 1860-იან წლებ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად თბი­ლი­სე­ლე­ბი, 150 000 ფუთ ძრო­ხი­სა და ცხვრის ხორცს მო­იხ­მარ­დნენ. ბა­ზარ­ზე იყი­დე­ბო­და ფრინ­ვე­ლის ხორ­ციც (ქა­თა­მი, ინ­და­უ­რი, ბატი, იხვი). ხორცს მი­ირ­თმევ­დნენ რო­გორ შემ­წვარს, ისე მო­ხარ­შულს. მწვა­დი ქა­ლა­ქის ყვე­ლა ფე­ნა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი კერ­ძი იყო. მი­ირ­თმევ­დნენ ასე­ვე: ხაშს, ჩი­ხირ­თმას, ბოზ­ბაშს, ყა­ურ­მას, ტოლ­მას. ძეხ­ვი თბი­ლის­ში პირ­ვე­ლად XIX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში შე­მო­უ­ტა­ნი­ათ გერ­მა­ნელ კო­ლო­ნის­ტებს.

რძის პრო­დუქ­ტე­ბი­დან თბილსში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ყვე­ლი, რაც ქა­ლა­ქუ­რი ტრა­პე­ზის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ელე­მენ­ტი გახ­ლდათ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა თუ­შურ ყველ­ზე იყო... XIX სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში თბი­ლის­ში ევ­რო­პუ­ლი ყვე­ლი გავ­რცელ­და, თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ირ­თმევ­დნენ მა­წონს, რო­მე­ლიც ახლო-მახ­ლო სოფ­ლე­ბის მკვიდ­რებს თი­ხის ქი­ლე­ბით შე­მოჰ­ქონ­დათ. კერ­ძებს ერ­ბოს­გან ამ­ზა­დებ­დნენ. გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ მზე­სუმ­ზი­რის ზეთ­საც. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ზეთი ერ­ბო­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­დუქ­ტი გახ­და.

ლო­ბიო და თევ­ზი

პარ­კოს­ნე­ბი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ლო­ბიო და მის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი. თბი­ლი­სურ კვე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი თევზს ეკა­ვა, რო­მე­ლიც XIX სა­უ­კუ­ნე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში კას­პი­ის ზღვი­დან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­დი­ო­და. არ­სე­ბობ­და თევ­ზის და­მა­რი­ლე­ბის, კვამლში გა­მოყ­ვა­ნის ტექ­ნო­ლო­გე­ბი. თბი­ლი­სე­ლე­ბი ასე­ვე კარ­გად იც­ნობ­დნენ ისეთ პრო­დუქტს, რო­გო­რიც ხი­ზი­ლა­ლაა.

ბოსტნე­უ­ლი, ბა­ღჩე­უ­ლი

ბოსტნე­ულს ქა­ლა­ქე­ლე­ბის რა­ცი­ონ­ში დიდი ად­გი­ლი ეკა­ვა. მწვა­ნი­ლის გა­რე­შე არა­ნა­ი­რი სუფ­რა არ იშ­ლე­ბო­და. XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში კარ­ტო­ფილს დი­დად არ მო­იხ­მარ­დნენ. თა­ვი­დან ამ პრო­დუქტს აქ ძი­რი­თა­დად გერ­მა­ნე­ლე­ბი და მო­ლოკ­ნე­ბი მი­ირ­თმევ­დნენ... დი­დად მი­ღე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა სა­ზამ­თროს და ნეს­ვის პურ­თან და ყველ­თან ერ­თად ჭამა.

თბი­ლი­სე­ლე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ირ­თმევ­დნენ კა­კალს, თხილს, ნუშს, რა­საც კერ­ძე­ბის ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბა­დაც იყე­ნებ­დნენ. ამ­ზა­დებ­დნენ გო­ზი­ნაყს. ბაზ­რებ­ში ყო­ველ­თვის იშო­ვე­ბო­და ქიშ­მი­ში. აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა წან­დი­ლის გა­კე­თე­ბაც, რაც მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ტრა­პე­ზის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

ჩაი, რძე, ყავა

XIX სა­უ­კუ­ნის თბი­ლის­ში არ­სე­ბობ­და სა­ყა­ვე­ე­ბი, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვებ­სა და სტუმ­რებს ყა­ვას სთა­ვა­ზობ­დნენ. მე­ტე­ხის ცი­ხის მახ­ლობ­ლად რამ­დე­ნი­მე ყა­ვა­ხა­ნა ყო­ფი­ლა, სა­დაც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი აღ­მო­სავ­ლუ­რი კერ­ძით და­ნაყ­რე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და. ყა­ვა­ხა­ნა აშუღ­თა შე­საკ­რე­ბი ად­გი­ლიც იყო, სა­დაც ყო­ველ სა­ღა­მოს კა­მა­თი, დაკ­ვრა, ლექ­სებ­ში პა­ექ­რო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ქა­ლა­ქის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ფენა ყა­ვას თურ­მე სახ­ლშიც აყე­ნებ­და. XIX სა­უ­კუ­ნის მზი­თე­ვის წიგ­ნებ­ში მზი­თევ­ში გა­ტა­ნე­ბულ ნივ­თებ შო­რის ყა­ვის, ვერ­ცხლი­სა და სპი­ლენ­ძის ხელ­სა­წყო­ე­ბიც ყო­ფი­ლა. ჩაი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი სას­მე­ლი იყო, რა­საც აბა­ნო­შიც სვამ­დნენ. იქ ყო­ველ­თვის დიდი სა­მო­ვა­რი იდგა და მას­ში მუდ­მი­ვად წყა­ლი თუხ­თუ­ხებ­და.

ალ­კოჰო­ლი

ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი­დან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ღვი­ნო და არა­ყი. დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ღვი­ნო კა­ხე­თი­დან შე­მოჰ­ქონ­დათ. ყუ­რძე­ნი ქა­ლაქ­შიც მოჰ­ყავ­დათ. არაყს თბი­ლი­სე­ლე­ბი მხო­ლოდ დი­ლით, უზ­მო­ზე მა­დის მო­საგ­ვრე­ლად იღებ­დნენ. 1860-იანი წლე­ბის პრო­ფე­სი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მე­ლუ­დე­ე­ბიც არი­ან მოხ­სე­ნი­ე­ბულ­ნი.

სა­ბაყლო დუ­ქა­ნი

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი

ძველ თბი­ლის­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბიც ბევ­რი ყო­ფი­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით დუქ­ნე­ბი. იყო ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი რეს­ტორ­ნე­ბი, სა­დაც რუ­მი­ნუ­ლი ორ­კესტრი უკ­რავ­და, რიგ ად­გი­ლებ­ში კი ბო­შე­ბიც ცეკ­ვავ­დნენ.

რო­გორც გა­ირ­კვა, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის თბი­ლი­სე­ლე­ბი იმა­ვე პრო­დუქ­ტე­ბით იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ, რო­გორც ჩვენ, ოღონდ, სხვა­ო­ბა ის არის, რომ მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე და ნა­ტუ­რა­ლუ­რი იყო, რაც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ჯან­სა­ღეს გან­სა­ზღვრავ­და, ძვე­ლი თბი­ლი­სე­ლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან უფრო და­ცუ­ლე­ბი იყ­ვნენ და სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბაც მა­ღა­ლი იყო.

ფო­ტო­ე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა; ლიკა მა­მა­ცაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რას ჭამდნენ თბილისელები მე-19 საუკუნეში - "დიდად მიღებული ყოფილა, საზამთროს და ნესვის პურთან და ყველთან ერთად ჭამა..."

რას ჭამდნენ თბილისელები მე-19 საუკუნეში - "დიდად მიღებული ყოფილა, საზამთროს და ნესვის პურთან და ყველთან ერთად ჭამა..."

"თბილისელები ისევე იკვებებოდნენ, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა, მაგრამ დედაქალაქის მკვიდრთ გარკვეული თავისებურებებიც ახასიათებდაც. ამ თავისებურებას კი ქალაქის მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიურ-კონფესიური სიჭრელე და გზაჯვარედინზე მდებარეობა განაპირობებდა" - გვეუბნება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი როლანდ თოფჩიშვილი.

მართლაც, რას მიირთმევდნენ საუკუნეების წინ თბილისში, როგორი იყო დედაქალაქის მოსახლეობის კვების რაციონი, რა პროდუქტები და კერძები იყო მათ მენიუში - თბილისელთა ტრადიციულ ყოფასა და კულტურაზე როლანდ თოფჩიშვილს კვლევაში - "ეთნოლოგიური თბილისი" პროფესორ თეიმურაზ გვიმრაძესთან ერთად აქვს განხილული საკითხი - თბილისელთა კვების რაციონი.

თბილისელების უმეტესობას ქალაქში ბაღები, ბოსტნები, ვენახები ჰქონდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს გლეხობა შეადგენდა. ამიტომ საჭირო პროდუქტი თავადვე მოჰყავდათ, თუმცა გარკვეულ ნაწილს, ამის საშუალება არ ჰქონდა. ასეთი კატეგორია ხელოსნები და ვაჭრები იყვნენ, რომლებიც კვების პროდუქტებს ბაზრებსა და სავაჭრო დუქნებში იძენდნენ.

ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრე

პური და მარცვლეული

თბილისელებისთვის ძირითადი იყო მარცვლეული კულტურები, განსაკუთრებით - პური. პურეულიდან უპირატესობას შოთსა და ლავაშს ანიჭებდნენ. თონეში გამომცხვარი ლავაში დედაქალაქის მცხოვრებთათვის პურიც იყო, საჭმლის გასახვევიც, ხელსახოციც და თეფშიც. ბევრი თბილისელი პურს სახლში აცხობდა, ზოგი – ყიდულობდა. პური იყიდებოდა როგორც გადამყიდველთან, ისე ბაზარში, სადაც ხონჩაზე დადებულს დაატარებდნენ, ასევე მოედნებსა და ქუჩებშიც, პური საცხობშიც იყიდებოდა. ქალაქში ფეტვის ფქვილისგან ფუნთუშას აცხობდნენ. პოპულარული საკვები იყო ნაზუქი და ქადა. XIX საუკუნის თბილისში, თურმე ფრანგულ ფუნთუშებსაც აცხობდნენ. მარცვლეულისგან ფაფებს, ხავიწს აკეთებდნენ, ფაფას კი ცხიმით მიირთმევდნენ.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში კი გავრცელდა ისეთი სიახლე, როგორიც მაკარონი იყო. ოდითგანვე საქართველოს ზოგიერთ მხარეში ბრინჯი მოჰყავდათ. ეს მარცვლეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოდიოდა. თბილისში ბრინჯისგან ფლავს ამზადებდნენ. მიცვალებულის ტრაპეზზე აუცილებელი იყო შილა ფლავი, რომელიც ცხვრის ხორცითა და ხახვით კეთდებოდა. თბილისელები ბრინჯის ტკბილ ფლავსაც მიირთმევდნენ. ფლავს რძით და შაქრით ამზადებდნენ.

ფქვილისა და ბურღულეულის ბაზარი

ორცეული და რძის პროდუქტები

რაციონში ასევე იყო ხორცი და ხორცისგან დამზადებული კერძები. ბაზარში იყიდებოდა ძროხის, ცხვრის, ხბოს, თხის, კამეჩის, ღორის ხორცი. 1860-იან წლებში ყოველწლიურად თბილისელები, 150 000 ფუთ ძროხისა და ცხვრის ხორცს მოიხმარდნენ. ბაზარზე იყიდებოდა ფრინველის ხორციც (ქათამი, ინდაური, ბატი, იხვი). ხორცს მიირთმევდნენ როგორ შემწვარს, ისე მოხარშულს. მწვადი ქალაქის ყველა ფენაში პოპულარული კერძი იყო. მიირთმევდნენ ასევე: ხაშს, ჩიხირთმას, ბოზბაშს, ყაურმას, ტოლმას. ძეხვი თბილისში პირველად XIX საუკუნის 20-იან წლებში შემოუტანიათ გერმანელ კოლონისტებს.

რძის პროდუქტებიდან თბილსში ყველაზე პოპულარული იყო ყველი, რაც ქალაქური ტრაპეზის აუცილებელი ელემენტი გახლდათ. განსაკუთრებული მოთხოვნილება თუშურ ყველზე იყო... XIX საუკუნის 60-იან წლებში თბილისში ევროპული ყველი გავრცელდა, თითქმის ყოველდღიურად მიირთმევდნენ მაწონს, რომელიც ახლო-მახლო სოფლების მკვიდრებს თიხის ქილებით შემოჰქონდათ. კერძებს ერბოსგან ამზადებდნენ. გამოიყენებდნენ მზესუმზირის ზეთსაც. დროთა განმავლობაში, ზეთი ერბოზე პოპულარული პროდუქტი გახდა.

ლობიო და თევზი

პარკოსნებიდან გავრცელებული იყო ლობიო და მისგან მომზადებული კერძები. თბილისურ კვებაში განსაკუთრებული ადგილი თევზს ეკავა, რომელიც XIX საუკუნეში საქართველოში კასპიის ზღვიდან დიდი რაოდენობით შემოდიოდა. არსებობდა თევზის დამარილების, კვამლში გამოყვანის ტექნოლოგები. თბილისელები ასევე კარგად იცნობდნენ ისეთ პროდუქტს, როგორიც ხიზილალაა.

ბოსტნეული, ბაღჩეული

ბოსტნეულს ქალაქელების რაციონში დიდი ადგილი ეკავა. მწვანილის გარეშე არანაირი სუფრა არ იშლებოდა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში კარტოფილს დიდად არ მოიხმარდნენ. თავიდან ამ პროდუქტს აქ ძირითადად გერმანელები და მოლოკნები მიირთმევდნენ... დიდად მიღებული ყოფილა საზამთროს და ნესვის პურთან და ყველთან ერთად ჭამა.

თბილისელები დიდი რაოდენობით მიირთმევდნენ კაკალს, თხილს, ნუშს, რასაც კერძების ინგრედიენტებადაც იყენებდნენ. ამზადებდნენ გოზინაყს. ბაზრებში ყოველთვის იშოვებოდა ქიშმიში. აუცილებელი ყოფილა წანდილის გაკეთებაც, რაც მიცვალებულის ტრაპეზისთვის იყო განკუთვნილი.

ჩაი, რძე, ყავა

XIX საუკუნის თბილისში არსებობდა საყავეები, სადაც ადგილობრივებსა და სტუმრებს ყავას სთავაზობდნენ. მეტეხის ციხის მახლობლად რამდენიმე ყავახანა ყოფილა, სადაც სხვადასხვაგვარი აღმოსავლური კერძით დანაყრებაც შეიძლებოდა. ყავახანა აშუღთა შესაკრები ადგილიც იყო, სადაც ყოველ საღამოს კამათი, დაკვრა, ლექსებში პაექრობა მიმდინარეობდა. ქალაქის პრივილეგირებული ფენა ყავას თურმე სახლშიც აყენებდა. XIX საუკუნის მზითევის წიგნებში მზითევში გატანებულ ნივთებ შორის ყავის, ვერცხლისა და სპილენძის ხელსაწყოებიც ყოფილა. ჩაი ძალიან პოპულარული სასმელი იყო, რასაც აბანოშიც სვამდნენ. იქ ყოველთვის დიდი სამოვარი იდგა და მასში მუდმივად წყალი თუხთუხებდა.

ალკოჰოლი

ალკოჰოლური სასმელებიდან პოპულარული იყო ღვინო და არაყი. დიდი რაოდენობით ღვინო კახეთიდან შემოჰქონდათ. ყურძენი ქალაქშიც მოჰყავდათ. არაყს თბილისელები მხოლოდ დილით, უზმოზე მადის მოსაგვრელად იღებდნენ. 1860-იანი წლების პროფესიების ჩამონათვალში მელუდეებიც არიან მოხსენიებულნი.

საბაყლო დუქანი

საზოგადოებრივი კვების ობიექტები

ძველ თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტებიც ბევრი ყოფილა, განსაკუთრებით დუქნები. იყო ფეშენებელური რესტორნები, სადაც რუმინული ორკესტრი უკრავდა, რიგ ადგილებში კი ბოშებიც ცეკვავდნენ.

როგორც გაირკვა, გასული საუკუნეების თბილისელები იმავე პროდუქტებით იკვებებოდნენ, როგორც ჩვენ, ოღონდ, სხვაობა ის არის, რომ მაშინ ყველაფერი ქიმიური დანამატების გარეშე და ნატურალური იყო, რაც ადამიანების სიჯანსაღეს განსაზღვრავდა, ძველი თბილისელები დაავადებებისგან უფრო დაცულები იყვნენ და სიცოცხლის ხანგრძლივობაც მაღალი იყო.

ფოტოები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ლიკა მამაცაშვილი

"არ ვაპირებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვიყო, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ვარ" - ნინო ლომჯარია

"ნაძვნარი, გადაკიდებული აივნები არაგვზე, ულამაზესი ხედები..." - როგორ გამოიყურება სახლი წიწამურში, რომელიც 6 მლნ ლარზე მეტი ღირს

"ჩვენთანაც ცვლილება შევა "ფაიზერის" შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება" - ამირან გამყრელიძე