გაჩერებული მეტრო, სავსე ავტობუსები - რა ხდება თბილისში გაფიცვის მეორე დღეს

გაჩერებული მეტრო, სავსე ავტობუსები - რა ხდება თბილისში გაფიცვის მეორე დღეს

მემანქანეების გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური კვლავ დაკეტილია. თბილისის მერ კახა კალაძესა და მეტროპოლიტენის მემანქანეებს შორის გუშინ გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და შესაბამისად, მემანქანეები გაფიცვას აგრძელებენ. მეტროპოლიტენი უკვე მეორე დღეა მგზავრებს არ ემსახურება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება უფასოა.

მეტროსადგურების დაკეტვის გამო, თბილისში მოსახლეობისთვის ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება მეორე დღეა გართულებულია. გადატვირთულობის გამო, ტრანსპორტი რიგ გაჩერებებზე არ აჩერებს.

მემანქანეები კვირას გაიფიცნენ. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები ხელფასების მომატებაზე, არ დაკმაყოფილდება.

ვიდეო : რა ხდება თბილისში, როცა მეტრო არ მუშაობს - კადრები ნაძალადევშია გადაღებული

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ