სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მკვლელები ხართ! თავი გაქვთ მოსაკლავი!"- მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა ბრალდებულის დედას დაუპირისპირდა
"მკვლელები ხართ! თავი გაქვთ მოსაკლავი!"- მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა ბრალდებულის დედას დაუპირისპირდა

თემ­ქა­ზე 20 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა და­ი­ხუ­რა. მო­სა­მარ­თლე ქე­თე­ვან ჯაჭ­ვა­ძემ ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. რო­გორც მან გან­მარ­ტა, ამის მი­ზე­ზი ის პი­რა­დი ხა­სი­ა­თის ინ­ფორ­მა­ცი­აა, რო­მე­ლიც საქ­მე­შია. რო­გორც სხდო­მის და­წყე­ბამ­დე ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ნა­ი­რა ოტი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, დღეს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა დაც­ვი­სა და ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა და­საშ­ვე­ბო­ბა, ასე­ვე საქ­მის არ­სე­ბი­თად წარ­მარ­თვის ან საქ­მის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ იქ­ნე­ბა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა.

ნა­ხეთ ვი­დეო : "თავი გაქვთ მო­საკ­ლა­ვი, ფული რო­გორ გა­და­ი­ხა­დეთ, თქვენ ხართ მკვლე­ლე­ბი" - თემ­ქა­ზე მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას მამა ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დას და­უ­პი­რის­პირ­და

სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა­ში დღეს ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მშობ­ლებ­სა და ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლის დე­დას შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და.

„რო­გორ და­ი­ქი­რა­ვეთ ეს ად­ვო­კა­ტი? ფული რო­გორ გა­და­ი­ხა­დეთ? თქვენ ხართ მკვლე­ლე­ბი, იმი­ტომ რომ მკვლელს იცავთ. თავი გაქვთ მო­საკ­ლა­ვი! არ უნდა ალა­პა­რა­კოთ ად­ვო­კა­ტი! ჩემი შვი­ლი სა­მო­თხე­შია, თქვე­ნი შვი­ლი ჯო­ჯო­ხეთ­ში და თქვენც ჯო­ჯო­ხეთ­ში იმ­ყო­ფე­ბით!“ - უთხრა გრი­გა­ლაშ­ვი­ლის დე­დას ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მა­მამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თემ­ქა­ზე 20 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი 22 თე­ბერ­ვალს მოკ­ლეს. მას ყე­ლის არე­ში და­ნით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და თა­ვის არე­ში. პო­ლი­ცი­ამ ნაც­ვლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს და­ა­კა­ვა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მკვლელები ხართ! თავი გაქვთ მოსაკლავი!"- მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა ბრალდებულის დედას დაუპირისპირდა

"მკვლელები ხართ! თავი გაქვთ მოსაკლავი!"- მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა ბრალდებულის დედას დაუპირისპირდა

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული წინასასამართლო სხდომა დაიხურა. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის დახურვასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. როგორც მან განმარტა, ამის მიზეზი ის პირადი ხასიათის ინფორმაციაა, რომელიც საქმეშია. როგორც სხდომის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა, დღეს საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომაზე განიხილება დაცვისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებათა დასაშვებობა, ასევე საქმის არსებითად წარმართვის ან საქმის შეწყვეტის შესახებ იქნება შუამდგომლობა.

ნახეთ ვიდეო : "თავი გაქვთ მოსაკლავი, ფული როგორ გადაიხადეთ, თქვენ ხართ მკვლელები" - თემქაზე მოკლული გოგონას მამა ბრალდებულის დედას დაუპირისპირდა

სასამართლოს შენობაში დღეს ანა ნაცვლიშვილის მშობლებსა და ლადო გრიგალაშვილის დედას შორის შელაპარაკება მოხდა.

„როგორ დაიქირავეთ ეს ადვოკატი? ფული როგორ გადაიხადეთ? თქვენ ხართ მკვლელები, იმიტომ რომ მკვლელს იცავთ. თავი გაქვთ მოსაკლავი! არ უნდა ალაპარაკოთ ადვოკატი! ჩემი შვილი სამოთხეშია, თქვენი შვილი ჯოჯოხეთში და თქვენც ჯოჯოხეთში იმყოფებით!“ - უთხრა გრიგალაშვილის დედას ანა ნაცვლიშვილის მამამ.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს