სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეტროს გაფიცვას კალაძე შანტაჟს უწოდებს - გაფიცვის პერიოდში თბილისელები ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ
მეტროს გაფიცვას კალაძე შანტაჟს უწოდებს - გაფიცვის პერიოდში თბილისელები ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ

ის, რომ დღეს მეტ­რო­სად­გუ­რე­ბი არ მუ­შა­ობს და არ ემ­სა­ხუ­რე­ბა მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნას, შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რო­გორც შან­ტა­ჟი სა­კუ­თა­რი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"ის, რომ დღეს მეტ­რო­სად­გუ­რე­ბი არ მუ­შა­ობს და არ ემ­სა­ხუ­რე­ბა მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნას, შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს რო­გორც შან­ტა­ჟი სა­კუ­თა­რი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ. მე არა­ერ­თხელ მით­ქვამს და კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლია 24000-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლე­ბიც ას­რუ­ლე­ბენ ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­მუ­შა­ოს. ყო­ვე­ლი მათ­გა­ნის შრო­მა არის სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და და­სა­ფა­სე­ბე­ლი. და­უშ­ვე­ბე­ლია შან­ტა­ჟის სა­ფუძ­ველ­ზე მე­რი­ამ მი­ი­ღოს არა­სა­მარ­თლი­ა­ნი და უთა­ნას­წო­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში მე არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი ბაგა-ბა­ღე­ბის პე­და­გო­გე­ბის, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბის, და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თუ სხვა სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ღირ­სე­უ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და ზრუ­ნა­ვენ თბი­ლის­სა და თბი­ლი­სე­ლებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მე­რი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­ფიც­ვის პე­რი­ოდ­ში დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი მო­სახ­ლე­ო­ბას უფა­სოდ მო­ემ­სა­ხუ­როს.

"ვი­ნა­ი­დან, მიმ­დი­ნა­რე გა­ფიც­ვა პირ­და­პირ მი­მარ­თუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის­კენ, ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ფიც­ვის პე­რი­ოდ­ში დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ავ­ტო­ბუ­სე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბას უფა­სოდ მო­ემ­სა­ხუ­როს. ამას­თან, ავ­ტო­ბუ­სე­ბის არ­სე­ბულ ნა­კა­დებს და­ვა­მა­ტებთ ჩვენს ხელთ არ­სე­ბულ რე­ზერ­ვებს", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­ე­ბის ხელ­ფა­სი პატ­რუ­ლის თა­მაშ­რომ­ლის, სას­წრა­ფოს ბრი­გა­დის თა­ნამ­შრომ­ლის, მაშ­ვე­ლე­ბის და მე­ხან­ძრე­ე­ბის ხელ­ფა­სებ­ზე მა­ღა­ლია.

იხი­ლეთ ვი­დეო: კახა კა­ლა­ძე მე­მან­ქა­ნე­ე­ბის გა­ფიც­ვა­ზე: გა­მო­დი­ან და შან­ტა­ჟის ენით გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან

„ჩემი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა იყო და კვლა­ვაც რჩე­ბა - ვიზ­რუ­ნოთ თბი­ლი­სის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რის შე­დე­გა­დაც გა­იზ­რდე­ბა და გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბი­სა და შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბი. ცხა­დია, ჩვენ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ უნდა გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა და და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მი­თი მდგო­მა­რე­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­თა არ­სე­ბულ ხელ­ფა­სებს, მე ხელთ მაქვს დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­ებ­ზე და­რი­ცხუ­ლი სარ­გო­სა და სხვა­დას­ხვა და­ნა­მა­ტის ოდე­ნო­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს რა ხელ­ფა­სებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც მე­ტია ვიდ­რე პატ­რუ­ლის თა­მაშ­რომ­ლის ხელ­ფა­სი, რო­მე­ლიც მე­ტია ვიდ­რე სას­წრა­ფოს ბრი­გა­დის თა­ნამ­შრომ­ლის ხელ­ფა­სი, მე­ტია ვიდ­რე მაშ­ვე­ლე­ბის, მე­ხან­ძრე­ე­ბის ხელ­ფა­სე­ბი. ვფიქ­რობ, მო­სახ­ლე­ო­ბას აქვს უფ­ლე­ბა იცო­დეს რა ხდე­ბო­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში - სა­კუ­თა­რი შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი დამ­ცვე­ლე­ბი მიგ­ვი­თი­თებ­დნენ, გვი­ყე­ნებ­დნენ პი­რო­ბას, რომ მათი ხელ­ფა­სე­ბის 45%-იანი ზრდა მომ­ხდა­რი­ყო მეტ­რო­თი მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის ზრდის ხარ­ჯზე. ჩვენ­თვის ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის ანუ სუბ­სი­დი­რე­ბის ან თუნ­დაც ქა­ლა­ქის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ხარ­ჯზე.

მე, რო­გორც თბი­ლი­სის მერი, არ და­ვუშ­ვებ მე­რი­ის სტრუქ­ტუ­რებ­ში ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბა მოხ­დეს მეტ­როს სა­ფა­სუ­რის ზრდის ან სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე. მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მე­მან­ქა­ნე­ებს დრო­ე­ბით შე­ზღუ­დუ­ლი აქვთ გა­ფიც­ვის უფ­ლე­ბა. ამ­დე­ნად, მათი მხრი­დან ად­გი­ლი აქვს კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბას. მინ­და შე­ვა­ჯა­მო ჩემი გან­ცხა­დე­ბა და კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტო: მე­მან­ქა­ნე­თა მო­თხოვ­ნა მათი სა­ხელ­ფა­სო სარ­გოს 45%-იან ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნიშ­ნავს მეტ­როს სა­ფა­სუ­რის ავ­ტო­მა­ტურ ზრდას; მე­მან­ქა­ნე­თა ხელ­ფა­სე­ბი, რო­მე­ლიც და­რი­ცხვით შე­ად­გენს 1400-1800 ლარს, გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე პე­და­გო­გე­ბის, სას­წრა­ფოს დახ­მა­რე­ბის ექი­მე­ბის, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბი და თა­ვად მეტ­როს სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის. მე­მან­ქა­ნე­თა გა­ფიც­ვა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. და ბო­ლოს, მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­ე­ბის გამო შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

„ერ­თო­ბა 2013“-მა დღეს უვა­დო გა­ფიც­ვა და­ი­წყო.

„დღე­ი­დან მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. "ერ­თო­ბა 2013"-მა სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით უვა­დო გა­ფიც­ვა და­ი­წყო“, -აცხა­დე­ბენ „ერ­თო­ბა 2013“-ში.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ მეტ­რო ამ დრომ­დე ვერ ემ­სა­ხუ­რე­ბა მგზავ­რებს, რად­გან მე­მან­ქა­ნე­ე­ბი სა­მუ­შა­ო­ზე არ გა­მო­ცხად­ნენ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მე­მან­ქა­ნე­ე­ბი გუ­შინ გა­ი­ფიც­ნენ, ისი­ნი ხელ­ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბას ითხო­ვენ.

იხი­ლეთ ვი­დეო: მე­მან­ქა­ნე­ე­ბის გა­ფიც­ვის გამო ყვე­ლა მეტ­რო­სად­გუ­რი და­კე­ტი­ლია - რა წარ­წე­რა დახ­ვდათ მეტშო­ში ჩა­სულ მგზავ­რებს?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მეტროს გაფიცვას კალაძე შანტაჟს უწოდებს - გაფიცვის პერიოდში თბილისელები ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ

მეტროს გაფიცვას კალაძე შანტაჟს უწოდებს - გაფიცვის პერიოდში თბილისელები ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ

ის, რომ დღეს მეტროსადგურები არ მუშაობს და არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შეიძლება შეფასდეს, როგორც შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"ის, რომ დღეს მეტროსადგურები არ მუშაობს და არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შეიძლება შეფასდეს როგორც შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულია 24000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ასრულებენ ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს სამუშაოს. ყოველი მათგანის შრომა არის საპასუხისმგებლო და დასაფასებელი. დაუშვებელია შანტაჟის საფუძველზე მერიამ მიიღოს არასამართლიანი და უთანასწორო გადაწყვეტილებები. სხვა შემთხვევაში მე არ ვიქნები მართალი ბაგა-ბაღების პედაგოგების, სასწრაფო დახმარების ბრიგადების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თუ სხვა სტრუქტურების წარმომადგენელთა წინაშე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებიან და ზრუნავენ თბილისსა და თბილისელებზე“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახუროს.

"ვინაიდან, მიმდინარე გაფიცვა პირდაპირ მიმართულია მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი, მხედველობაში მაქვს მუნიციპალური ავტობუსები, მოსახლეობას უფასოდ მოემსახუროს. ამასთან, ავტობუსების არსებულ ნაკადებს დავამატებთ ჩვენს ხელთ არსებულ რეზერვებს", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეების ხელფასი პატრულის თამაშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებზე მაღალია.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძე მემანქანეების გაფიცვაზე: გამოდიან და შანტაჟის ენით გველაპარაკებიან

„ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და კვლავაც რჩება - ვიზრუნოთ თბილისის ეკონომიკურ განვითარებაზე, რის შედეგადაც გაიზრდება და გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრებისა და შრომითი პირობები. ცხადია, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ვითარება და დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობა. რაც შეეხება მეტროს მემანქანეთა არსებულ ხელფასებს, მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც მოცემულია მეტროს მემანქანეებზე დარიცხული სარგოსა და სხვადასხვა დანამატის ოდენობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხელფასებზეა საუბარი, რომელიც მეტია ვიდრე პატრულის თამაშრომლის ხელფასი, რომელიც მეტია ვიდრე სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის ხელფასი, მეტია ვიდრე მაშველების, მეხანძრეების ხელფასები. ვფიქრობ, მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს რა ხდებოდა მოლაპარაკებების პროცესში - საკუთარი შრომითი უფლებების ეგრეთ წოდებული დამცველები მიგვითითებდნენ, გვიყენებდნენ პირობას, რომ მათი ხელფასების 45%-იანი ზრდა მომხდარიყო მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია სოციალური დახმარებების ანუ სუბსიდირების ან თუნდაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯზე.

მე, როგორც თბილისის მერი, არ დავუშვებ მერიის სტრუქტურებში ხელფასების მატება მოხდეს მეტროს საფასურის ზრდის ან სოციალური ჯგუფების სუბსიდირების შემცირების ხარჯზე. მინდა შეგახსენოთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემანქანეებს დროებით შეზღუდული აქვთ გაფიცვის უფლება. ამდენად, მათი მხრიდან ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. მინდა შევაჯამო ჩემი განცხადება და კიდევ ერთხელ განვმარტო: მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას; მემანქანეთა ხელფასები, რომელიც დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს, გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფოს დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების ხელფასები და თავად მეტროს სხვა თანამშრომლების. მემანქანეთა გაფიცვა ეწინააღმდეგება სასამართლოს გადაწყვეტილებას. და ბოლოს, მინდა ბოდიში მოვუხადო თბილისის მოსახლეობას მეტროს მემანქანეების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

„ერთობა 2013“-მა დღეს უვადო გაფიცვა დაიწყო.

„დღეიდან მეტროპოლიტენი პარალიზებულია. "ერთობა 2013"-მა სრული შემადგენლობით უვადო გაფიცვა დაიწყო“, -აცხადებენ „ერთობა 2013“-ში.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მეტრო ამ დრომდე ვერ ემსახურება მგზავრებს, რადგან მემანქანეები სამუშაოზე არ გამოცხადნენ. შეგახსენებთ, რომ მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ, ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო: მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია - რა წარწერა დახვდათ მეტშოში ჩასულ მგზავრებს?

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ