სახალხო დამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

სახალხო დამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ სახალხო დამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკვა. მთლიანობაში ამ მიზეზით ორი პირია დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ვ.მ. და 1964 წელს დაბადებული ლ.ა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 - ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

„დაკავებულებმა მიმდინარე წლის 3 ივნისს, თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, გამარჯვების პარკში მიმდინარე აქციის დროს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს