რას გეგმავენ ვაკის პარკში მიმდინარე აქციის მონაწილეები

რას გეგმავენ ვაკის პარკში მიმდინარე აქციის მონაწილეები

ჩვენ აქ ვიქნებით ბოლომდე, სანამ პარლამენტთან აქციები არ დასრულდება, - ამის შესახებ ვაკის პარკში მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ადგილზე მიიტანენ კარვებს, საწვიმრებს, განათებებს, რათა შეკრებილები არ დაიშალონ და აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდეს.

ვაკის პარკში აქცია ახალგაზრდების ორგანიზებით იმართება. ისინი აცხადებენ, რომ ითხოვენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას, პარლამენტთან მიმდინარე აქციას კი ემიჯნებიან. აქციის მონაწილეებმა ზაზა სარალიძეს სთხოვეს, თავადაც გაემიჯნოს პოლიტიკურ აქციას და მათთან ერთად დადგეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები