ზაზა სარალიძე სახალხო დამცველთანაა, - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მყოფმა ზვიად კუპრავამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძე სახალხო დამცველიდან წამოვა, ის პირდაპირ აქციაზე მივა.
"ზაზა რადგან არ გამოჩნდა, მისი ბედით დავინტერესდი. დავურეკეთ მას, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. შემდეგ ჩვენ სახალხო დამცველს დავურეკეთ და გაირკვა, რომ ზაზა სახალხო დამცველთანაა. ის უსაფრთხოდაა. როდესაც წამოვა, ჩვენთან მოვა ზაზა", - განაცხადა ზვიად კუპრავამ.სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს, 21:00 საათზე ბრიფინგს გამართავს.