"როცა აქ ვნახავ მხოლოდ ხალხს და არა პოლიტიკოსებს, მაშინ მოვალ აქციაზე" - ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში მიმდინარე აქცია დატოვა

"როცა აქ ვნახავ მხოლოდ ხალხს და არა პოლიტიკოსებს, მაშინ მოვალ აქციაზე" - ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში მიმდინარე აქცია დატოვა

როცა აქ ვნახავ მხოლოდ ხალხს და არა პოლიტიკოსებს, მაშინ მოვალ აქციაზე, - ამ სიტყვებით დატოვა ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში მიმდინარე აქცია.

ზაზა სარალიძესთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომლის ინფორმაციითაც, სარალიძე ამ წუთებში სახლში მიდის.

ზაზა სარალიძემ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გარკვეულმა ჯგუფებმა აგრესია გამოხატეს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას გამოჩენაზე და გაჟღერდა ანტიდასავლური განცხადებები.

ზაზა სარალიძეს ვაკის პარკთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორების ნაწილი მიჰყვება, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ, რომ დარჩეს ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე.

ნახეთ ვიდეო: "მე ვერც აქ და ვეღარც იქ ვეღარ დავინახე ხალხის ერთობა" - ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში მიმდინარე აქცია დატოვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ