ზაზა სარალიძე - დღესვე დააკავონ ის პირები, რომლებიც მე დავასახელე და სახლში მივდივარ

ზაზა სარალიძე - დღესვე დააკავონ ის პირები, რომლებიც მე დავასახელე და სახლში მივდივარ

თუ მე დავინახავ იმ ადამიანების გვერდში დგომას, ვინც ამბობდა, რომ შორს პოლიტიკა, ვაკის პარკში დაველოდები 19:00 საათზე, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში გამართულ აქციაზე განაცხადა. აქციის მონაწილეები სარალიძეს პოლიტიკური პარტიებისგან, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისგან“ თავის შორს დაჭერას სთხოვდნენ.

"მთელი საქართველოს საყურადღებოდ! დღეს საღამოს დავინახავ აქ, რამდენი ადამიანი მოვა სამართლიანობის აღსადგენად. აქ ვუსმენ რაღაცებს, თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშ ვარ. თუ მე დავინახავ იმ ადამიანების გვერდში დგომას, ვინც ამბობდა, რომ შორს პოლიტიკა - აქ ველოდები 19:00 საათზე. ჩემთვის არ აქვს მნიშნელობა პოლიტიკას. პოლიტიკა არ არის ჩემი დაინტერესება. მთავრობის გადადგომას ვითხოვ, რადგან ეს სისტემა მათი შექმნილია. ამ მკვლელობას ხელისუფლება მფარველობდა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ერთი შოთაძე გადადგეს და მეორე მოვიდეს. დღესვე დააკავონ ის პირები, რომლებიც მე დავასახელე და სახლში მივდივარ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ