სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გლდანის დეპოში მემანქანეთა გაფიცვა დაიწყო
გლდანის დეპოში მემანქანეთა გაფიცვა დაიწყო

2011 წლი­დან შე­ხე­ბა მაქვს პეტ­რო­პო­ლი­ტენ­თან და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში 7 მე­მან­ქა­ნე გარ­და­იც­ვა­ლა ჩემს თვალ­წინ, - ამის შე­სა­ხებ გლ­და­ნის დე­პო­ში მე­მან­ქა­ნე­თა გა­ფიც­ვის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და. ამ წუ­თებ­ში მე­მან­ქა­ნე­ე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პროფ­კავ­ში­რი „ერ­თო­ბა2013“ გლ­და­ნის დე­პო­ში გა­ფიც­ვას აწყობს.

„ფილ­ტვის პრობ­ლე­მის გამო, გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო იღუ­პე­ბი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. ჩემს თვალ­წინ ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. 2011 წლი­დან შე­ხე­ბა მაქვს პეტ­რო­პო­ლი­ტენ­თან. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში 7 მე­მან­ქა­ნე გარ­და­იც­ვა­ლა ჩემს თვალ­წინ და არც ერთი არ იყო ხან­დაზ­მუ­ლი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი 40-დან 60 წლამ­დე იყ­ვნენ.ასე­ვე არის ვიბ­რა­ცია და მო­მა­ტე­ბუ­ლი რა­დი­ა­ცია იმ ელექტრუ­ლი ვე­ლის გამო, რო­მელ­საც მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მი­ვუყ­ვე­ბით; გვაქვს მჯდო­მა­რე ცხოვ­რე­ბის წესი, რის გა­მოც ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მე­ბი გვექ­მნე­ბა; გვაქვს მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნაკ­ლე­ბად გა­ნა­თე­ბუ­ლი გა­რე­მო­დან მკვეთ­რად გა­ნა­თე­ბულ გა­რე­მო­ში ანუ გვი­რა­ბი­დან ღია ად­გილ­ზე გა­დას­ვლა თვა­ლებ­ზე ზე­წო­ლას ახ­დენს. ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გამო ჩვენ­თან სათ­ვა­ლით მუ­შა­ო­ბენ; ასე­ვე კა­ბი­ნა­ში მო­მა­ტე­ბუ­ლია ხმა­უ­რი, რაც იწ­ვევს სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბას.

კი­დევ ბევ­რი ასე­თი ფაქ­ტო­რის ჩა­მოთ­ვლა შე­მიძ­ლია, თუმ­ცა, რაც ჩა­მოვ­თვა­ლე ვფიქ­რობ საკ­მა­რი­სია იმი­სათ­ვის, რომ ღირ­სე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა მო­ვი­თხო­ვოთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ფიც­ვის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა.

მე­მან­ქა­ნე­ე­ბი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში უვა­დო გა­ფიც­ვას და შიმშლო­ბას იწყე­ბენ, რაც მათი თქმით, 4 ივ­ნისს მეტ­როს სრულ­მას­შტა­ბი­ან პა­რა­ლი­ზე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­ე­ბი გა­ფიც­ვას ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბის მო­თხოვ­ნით აწყო­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­ფიც­ვის მი­უ­ხე­და­ვად მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის მუ­შა­ო­ბა არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლა, რად­გან გა­ფიც­ვას მხო­ლოდ ის მე­მან­ქა­ნე­ე­ბი აწყო­ბენ, რომ­ლებსც დღეს სა­მუ­შაო ცვლა უკვე და­უმ­თავ­რდათ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გლდანის დეპოში მემანქანეთა გაფიცვა დაიწყო

გლდანის დეპოში მემანქანეთა გაფიცვა დაიწყო

2011 წლიდან შეხება მაქვს პეტროპოლიტენთან და ამ ხნის განმავლობაში 7 მემანქანე გარდაიცვალა ჩემს თვალწინ, - ამის შესახებ გლდანის დეპოში მემანქანეთა გაფიცვის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა. ამ წუთებში მემანქანეების დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა2013“ გლდანის დეპოში გაფიცვას აწყობს.

„ფილტვის პრობლემის გამო, გულსისხლძარღვთა დაავადებების გამო იღუპებიან ეს ადამიანები. ჩემს თვალწინ ხდება ეს ყველაფერი. 2011 წლიდან შეხება მაქვს პეტროპოლიტენთან. ამ ხნის განმავლობაში 7 მემანქანე გარდაიცვალა ჩემს თვალწინ და არც ერთი არ იყო ხანდაზმული. ეს ადამიანები 40-დან 60 წლამდე იყვნენ.ასევე არის ვიბრაცია და მომატებული რადიაცია იმ ელექტრული ველის გამო, რომელსაც მუშაობის პროცესში მივუყვებით; გვაქვს მჯდომარე ცხოვრების წესი, რის გამოც ხერხემლის პრობლემები გვექმნება; გვაქვს მხედველობის პრობლემები. მოგეხსენებათ, ნაკლებად განათებული გარემოდან მკვეთრად განათებულ გარემოში ანუ გვირაბიდან ღია ადგილზე გადასვლა თვალებზე ზეწოლას ახდენს. ახალგაზრდა ადამიანები მხედველობის პრობლემის გამო ჩვენთან სათვალით მუშაობენ; ასევე კაბინაში მომატებულია ხმაური, რაც იწვევს სმენის დაქვეითებას.

კიდევ ბევრი ასეთი ფაქტორის ჩამოთვლა შემიძლია, თუმცა, რაც ჩამოვთვალე ვფიქრობ საკმარისია იმისათვის, რომ ღირსეული ანაზღაურება მოვითხოვოთ“, - განაცხადა გაფიცვის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მემანქანეები სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში უვადო გაფიცვას და შიმშლობას იწყებენ, რაც მათი თქმით, 4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიან პარალიზებას გამოიწვევს.

მეტროს მემანქანეები გაფიცვას ხელფასის მომატების მოთხოვნით აწყობენ. აღსანიშნავია, რომ გაფიცვის მიუხედავად მეტროპოლიტენის მუშაობა არ შეფერხებულა, რადგან გაფიცვას მხოლოდ ის მემანქანეები აწყობენ, რომლებსც დღეს სამუშაო ცვლა უკვე დაუმთავრდათ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ