სვანეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

სვანეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ გვიან მოხდა. სოფლის გამგებლის, თენგო ფარჯიანის ინფორმაციით, გარდაცვლილი მისი მოადგილის ძმაა.

"არ ვიმყოფები სოფელში და მომხდართან დაკავშირებით დეტალები არ ვიცი, გარდა იმისა, რომ გარდაცვლილი ჩემი მოადგილის ძმაა", - აღნიშნა ფარჯიანმა. მედიკოსების ინფორმაციით, დაჭრილი, რომელიც მესტიის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, წუხელვე გაწერა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოში განუცხადეს, მამაკაცს ჭრილობები ნიკაპის და მარცხენა ბეჭის ქვეშ აღენიშნებოდა.

"პაცინეტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის წუხელვე გაეწერა", - განმარტეს საავადმყოფოში.შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლლეობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს