სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კარვები პარლამენტის წინ - რამდენიმე ათეული ადამიანი რუსთაველზე მთელი ღამის მანძილზე იმყოფებოდა
კარვები პარლამენტის წინ - რამდენიმე ათეული ადამიანი რუსთაველზე მთელი ღამის მანძილზე იმყოფებოდა

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ ამ დრო­ის­თვის სამი კა­რა­ვია გაშ­ლი­ლი. პარ­ლა­მენ­ტის წინ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის, და­ვით სა­რა­ლი­ძის მამა ზაზა სა­რა­ლი­ძე.

აქ­ცია პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან დღეს, 16:00 სა­ათ­ზე გა­ნახ­ლდე­ბა. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ შე­უ­ერ­თდნენ აქ­ცი­ას და ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის ოჯახს სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დონ.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, დღეს და­გეგ­მილ აქ­ცი­ას რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გუ­შინ მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ა­ცხა­და. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გ.ბ, რო­მელ­საც ბრა­ლი, რო­გორც ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის ასე­ვე და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბო­და, მხო­ლოდ ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ეპი­ზოდ­ში იქნა დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ეპი­ზოდს, სა­სა­მარ­თლომ გ.ბ. ამ ნა­წილ­ში სრუ­ლად გა­ა­მარ­თლა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ბრალ­დე­ბულს, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბო­და, სა­სა­მარ­თლომ გ.ჯ.-ს ბრა­ლი გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ. გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­სა­მარ­თლო სას­ჯე­ლის ვა­დას და ზო­მას დღეს გან­სა­ზღვრავს.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო და­ვით სა­რა­ლი­ძე რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 დე­კემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კარვები პარლამენტის წინ - რამდენიმე ათეული ადამიანი რუსთაველზე მთელი ღამის მანძილზე იმყოფებოდა

კარვები პარლამენტის წინ - რამდენიმე ათეული ადამიანი რუსთაველზე მთელი ღამის მანძილზე იმყოფებოდა

პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის სამი კარავია გაშლილი. პარლამენტის წინ მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.

აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს, 16:00 საათზე განახლდება. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ შეუერთდნენ აქციას და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადონ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს დაგეგმილ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია გუშინ მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას დღეს განსაზღვრავს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ