სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ახალი ქართული წიგნები, რომლის წარდგენაც წიგნის ფესტივალზე გაიმართება
ახალი ქართული წიგნები, რომლის წარდგენაც წიგნის ფესტივალზე გაიმართება

31 მა­ი­სი­დან 3 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით „თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი“ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­საც უამ­რა­ვი მკი­თხვე­ლი ელო­დე­ბა. წელს წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა, რა­შიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა ”პა­ლიტ­რა L-ს” გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. ზო­გა­დად, გა­მომ­ცემ­ლო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თველ მწერ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს. წელს კი ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის ყვე­ლა­ზე მეტი წიგ­ნი გა­მოს­ცა. სწო­რედ ამის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, მათ ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი დრო და­ეთ­მო­ბათ.

”პა­ლიტ­რა L-ის” სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რის ნა­თია ზაქ­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, წელს წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე ბევ­რი ახა­ლი ქარ­თუ­ლი წიგ­ნის წარ­დგე­ნაც იქ­ნე­ბა.

”ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო სა­პა­ტიო სტუმ­რის სტა­ტუ­სით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობთ ქარ­თველ ავ­ტო­რებს. სწო­რედ ამი­ტომ მკი­თხველს ბევ­რი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის ახალ წიგ­ნებს ვთა­ვა­ზობთ. ზო­გა­დად, ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია. წელს ბევ­რი ახა­ლი წიგ­ნი გა­მო­ვე­ცით და თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ნა­წი­ლი ძი­რი­თა­დად ჩვენს ავ­ტო­რებს და­ვუთ­მეთ", - გან­მარ­ტავს ნა­თია ზაქ­რა­ძე.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბებს მო­უ­წყობს რო­გორც დე­ბი­უ­ტანტ, ისე შემ­დგარ ავ­ტო­რებს. პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი ექ­სპო ჯორ­ჯი­ას (თბი­ლი­სი, წე­რეთ­ლის 118) მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

გთა­ვა­ზობთ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სიას

1 ივ­ნი­სი, 16:00 სა­ა­თი - პრო­ექ­ტი „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­საც პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯაბა სა­მუ­შია და ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი გრა­ნი ქავ­თა­რია წა­რად­გენს. წიგ­ნე­ბი ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის შე­სა­ხებ გან­სა­კუთ­რე­ბულ ფა­სად, 5,5 ლა­რად გა­ი­ყი­დე­ბა

2 ივ­ნი­სი, 12:00 სა­ა­თი - „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მწერ­ლის, ელის დოჯ­სო­ნის ფენ­ტე­ზის ჟან­რის ნა­წარ­მო­ე­ბის „დო­მე­ნი­კა და სა­ი­დუმ­ლო ქა­ლა­ქიZ”-ის წარ­დგე­ნა. რო­მან­ში მთა­ვა­რი გმი­რი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად ეგ­ზო­ტი­კუ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რი და უდი­დე­სი აღ­მო­ჩე­ნე­ბის მომსწრე ხდე­ბა. მას პლა­ნე­ტა­ზე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­სია და­ე­კის­რე­ბა. რის­კი, ხი­ფა­თი, მის­ტი­კა, სიყ­ვა­რუ­ლი და ბო­რო­ტე­ბას­თან ჭი­დი­ლი – სწო­რედ ასე­თი თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი თავ­გა­და­სავ­ლის მო­ნა­წი­ლე გახ­დე­ბით ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­რის უსა­ზღვრო ფან­ტა­ზი­ის წყა­ლო­ბით.

ამა­ვე დროს 2 ივ­ნისს, 12:20 სა­ათ­ზე და­გეგ­მი­ლია თეა ინა­სა­რი­ძის ”მე­ცხრე ფლი­გე­ლის” წარ­დგე­ნა. თეა შარ­შან­დე­ლი ბესტსე­ლე­რი რო­მა­ნის, ”გა­თხო­ვი­ლის დღი­უ­რის” ავ­ტო­რია. წელს კი ახალ, ამ­ჯე­რად დე­ტექ­ტი­ურ, მის­ტი­კის ჟან­რის წიგნს წა­რად­გენს, ღო­ნის­ძი­ე­ბას მო­დე­რა­ტო­რო­ბას მწე­რა­ლი და სცე­ნა­რის­ტი, ტო­რე­სა მოსი გა­უ­წევს.

2 ივ­ნისს, 13:20 სა­ათ­ზე მკი­თხვე­ლი იხი­ლავს შემ­დეგ წიგ­ნებ­საც: ან­დრო ბუ­ა­ჩი­ძის "გა­ზა­ფხუ­ლი მო­დის ღა­მე­ში“ და ლუკა ბა­ქა­ნი­ძის "სად ხარ ლა­ზა­რე...“საბა 2017-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბია ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „წლის სა­უ­კე­თე­სო ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნი“. და­პი­რე­ბი­სა­მებრ,”პა­ლიტ­რა L-მა” ისი­ნი ბეჭ­დურ გა­მო­ცე­მე­ბად აქ­ცია. წა­რად­გე­ნენ ლი­ტე­რა­ტო­რი ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი და გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი მაია ალუ­და­უ­რი.

2 ივ­ნისს, 17:00 სა­ათ­ზე მწე­რა­ლი თა­მარ ფხა­კა­ძე წა­რად­გენს ნო­დარ მა­მა­ცაშ­ვი­ლის წიგნს "ყრუ­თა ქვე­ყა­ნა“. ავ­ტო­რის აღ­მო­ჩე­ნა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის, ”გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის” ფარ­გლებ­ში მოხ­და. ის ვერ მოხ­ვდა გა­მარ­ჯვე­ბულ­თა სი­ა­ში, თუმ­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ე­წო­ნა ნა­წარ­მო­ე­ბი და სწო­რედ ამი­ტომ გა­მო­ცე­მა გა­და­წყვი­ტა.

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, ამ­ჯე­რად უკვე მე-6 პა­ვი­ლი­ონ­ში გა­ი­მარ­თე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ბავ­შვო ღო­ნის­ძი­ე­ბა, მათ შო­რის 1 ივ­ნისს, 15:00 სა­ათ­ზე, ექ­სპო ჯორ­ჯი­ას მე-6 პა­ვი­ლი­ონ­ში ბავ­შვებს სა­ავ­ტო­რო სა­მა­გი­დო თა­მა­შებს ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი, კოტე იანტბე­ლი­ძე და ნა­თია ჯა­ნა­შია წა­რუდ­გე­ნენ. ისი­ნი მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იზ­რუ­ნე­ბენ მათ გან­წყო­ბა­ზე.

2 ივ­ნისს, 13:00 სა­ათ­ზე ნა­თია ჯა­ნა­შია წა­რად­გენს წიგნს "ენო­ტის რე­მონ­ტი“, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ბავ­შვებს სა­ბავ­შვო ლექ­სებს წა­უ­კი­თხავს.

3 ივ­ნისს, 13:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა ბას­ტი-ბუ­ბუს გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტი. სა­ბავ­შვო შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ბავ­შვო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა ექ­სპო ჯორ­ჯი­ას მე-6 პა­ვი­ლი­ონ­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია:

https://www.facebook.com/events/247138129176344/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ახალი ქართული წიგნები, რომლის წარდგენაც წიგნის ფესტივალზე გაიმართება

ახალი ქართული წიგნები, რომლის წარდგენაც წიგნის ფესტივალზე გაიმართება

31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით „თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი“ მიმდინარეობს, რომელსაც უამრავი მკითხველი ელოდება. წელს წიგნის ფესტივალზე ქართველი ავტორებისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება ჩატარდება, რაშიც გამომცემლობა ”პალიტრა L-ს” განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. ზოგადად, გამომცემლობა თანამედროვე ქართველ მწერლებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. წელს კი ქართველი ავტორების ყველაზე მეტი წიგნი გამოსცა. სწორედ ამის აღსანიშნავად, მათ ღონისძიების ფარგლებში ყველაზე დიდი დრო დაეთმობათ.

”პალიტრა L-ის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნათია ზაქრაძის განმარტებით, წელს წიგნის ფესტივალზე ბევრი ახალი ქართული წიგნის წარდგენაც იქნება.

”ფრანკფურტის წიგნის ფესტივალთან დაკავშირებით, სადაც ოქტომბერში საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი, დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქართველ ავტორებს. სწორედ ამიტომ მკითხველს ბევრი ქართველი მწერლის ახალ წიგნებს ვთავაზობთ. ზოგადად, ქართული მწერლობის პოპულარიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. წელს ბევრი ახალი წიგნი გამოვეცით და თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ღონისძიებების ნაწილი ძირითადად ჩვენს ავტორებს დავუთმეთ", - განმარტავს ნათია ზაქრაძე.

გამომცემლობა ღონისძიებებს მოუწყობს როგორც დებიუტანტ, ისე შემდგარ ავტორებს. პრეზენტაციები ექსპო ჯორჯიას (თბილისი, წერეთლის 118) მე-11 პავილიონში გაიმართება.

გთავაზობთ ღონისძიებების სიას

1 ივნისი, 16:00 საათი - პროექტი „ქართველი მეფეების“ წარდგენა გაიმართება, რომელსაც პროექტის ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გრანი ქავთარია წარადგენს. წიგნები ქართველი მეფეების შესახებ განსაკუთრებულ ფასად, 5,5 ლარად გაიყიდება

2 ივნისი, 12:00 საათი - „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლის, ელის დოჯსონის ფენტეზის ჟანრის ნაწარმოების „დომენიკა და საიდუმლო ქალაქიZ”-ის წარდგენა. რომანში მთავარი გმირი სრულიად მოულოდნელად ეგზოტიკური ექსპედიციის წევრი და უდიდესი აღმოჩენების მომსწრე ხდება. მას პლანეტაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მისია დაეკისრება. რისკი, ხიფათი, მისტიკა, სიყვარული და ბოროტებასთან ჭიდილი – სწორედ ასეთი თავბრუდამხვევი თავგადასავლის მონაწილე გახდებით ახალგაზრდა ავტორის უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით.

ამავე დროს 2 ივნისს, 12:20 საათზე დაგეგმილია თეა ინასარიძის ”მეცხრე ფლიგელის” წარდგენა. თეა შარშანდელი ბესტსელერი რომანის, ”გათხოვილის დღიურის” ავტორია. წელს კი ახალ, ამჯერად დეტექტიურ, მისტიკის ჟანრის წიგნს წარადგენს, ღონისძიებას მოდერატორობას მწერალი და სცენარისტი, ტორესა მოსი გაუწევს.

2 ივნისს, 13:20 საათზე მკითხველი იხილავს შემდეგ წიგნებსაც: ანდრო ბუაჩიძის "გაზაფხული მოდის ღამეში“ და ლუკა ბაქანიძის "სად ხარ ლაზარე...“საბა 2017-ის გამარჯვებული წიგნებია ნომინაციაში „წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი“. დაპირებისამებრ,”პალიტრა L-მა” ისინი ბეჭდურ გამოცემებად აქცია. წარადგენენ ლიტერატორი ივანე ამირხანაშვილი და გამომცემლობა პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური.

2 ივნისს, 17:00 საათზე მწერალი თამარ ფხაკაძე წარადგენს ნოდარ მამაცაშვილის წიგნს "ყრუთა ქვეყანა“. ავტორის აღმოჩენა ლიტერატურული კონკურსის, ”გახდი ბესტსელერის ავტორის” ფარგლებში მოხდა. ის ვერ მოხვდა გამარჯვებულთა სიაში, თუმცა გამომცემლობას განსაკუთრებულად მოეწონა ნაწარმოები და სწორედ ამიტომ გამოცემა გადაწყვიტა.

ფესტივალის ფარგლებში, ამჯერად უკვე მე-6 პავილიონში გაიმართება სხვადასხვა საბავშვო ღონისძიება, მათ შორის 1 ივნისს, 15:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-6 პავილიონში ბავშვებს საავტორო სამაგიდო თამაშებს ქართველი ავტორები, კოტე იანტბელიძე და ნათია ჯანაშია წარუდგენენ. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში იზრუნებენ მათ განწყობაზე.

2 ივნისს, 13:00 საათზე ნათია ჯანაშია წარადგენს წიგნს "ენოტის რემონტი“, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს საბავშვო ლექსებს წაუკითხავს.

3 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება ბასტი-ბუბუს გრანდიოზული კონცერტი. საბავშვო შეგახსენებთ, რომ საბავშვო ღონისძიებები ჩატარდება ექსპო ჯორჯიას მე-6 პავილიონში.

ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია:

https://www.facebook.com/events/247138129176344/

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა