სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აზერბაიჯანმა "სამხრეთის გაზის დერეფნის" პირველი ხაზი აამუშავა, რომელიც ბუნებრივ აირს ევროკავშირს მიაწვდის
აზერბაიჯანმა "სამხრეთის გაზის დერეფნის" პირველი ხაზი აამუშავა, რომელიც ბუნებრივ აირს ევროკავშირს მიაწვდის

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა ტრან­სა­ნა­ტო­ლი­უ­რი გაზ­სა­დე­ნის TANAP-ის გაშ­ვე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც პრო­ექტ „სამ­ხრე­თის გა­ზის დე­რეფ­ნის“ პირ­ვე­ლი ხა­ზია, რომ­ლი­თაც ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ევ­რო­კავ­შირ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ იუ­წყე­ბა.

„ამ პრო­ექ­ტით ვქმნით ევ­რო­პის ახალ ენერ­გე­ტი­კულ რუ­კას“, - გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, „სამ­ხრე­თის გა­ზის დე­რე­ფა­ნი“, ანუ ტრან­სად­რი­ა­ტი­კუ­ლი მილ­სა­დე­ნი, რომ­ლის სიგ­რძე 870 კი­ლო­მეტ­რია, და­ი­წყე­ბა სა­ბერ­ძნეთ­ში და ალ­ბა­ნე­თის გავ­ლით, იტა­ლი­ა­ში დას­რულ­დე­ბა. ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის შაჰ დე­ნი­ზი II-ის სა­ბა­დო­დან.

პრო­ექ­ტის - ტრან­სა­ნა­ტო­ლი­უ­რი გაზ­სა­დე­ნის კი­დევ ორი მო­მიჯ­ნა­ვე გაზ­სა­დე­ნის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ზე გა­დის, ასე­ვე სამ­ხრეთ-კავ­კა­სი­უ­რი გაზ­სა­დე­ნი, რო­მე­ლიც გა­დის აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ზე - შე­ად­გენს „სამ­ხრე­თის გა­ზის დე­რე­ფანს“. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 40 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რია. ევ­რო­კავ­შირ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი გა­ზის მი­წო­დე­ბა 2020 წელს იგეგ­მე­ბა 10 მი­ლი­არ­დი კუ­ბუ­რი მეტ­რის ოდე­ნო­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

აზერბაიჯანმა "სამხრეთის გაზის დერეფნის" პირველი ხაზი აამუშავა, რომელიც ბუნებრივ აირს ევროკავშირს მიაწვდის

აზერბაიჯანმა "სამხრეთის გაზის დერეფნის" პირველი ხაზი აამუშავა, რომელიც ბუნებრივ აირს ევროკავშირს მიაწვდის

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტრანსანატოლიური გაზსადენის TANAP-ის გაშვებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პროექტ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პირველი ხაზია, რომლითაც ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში განხორციელდება. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება.

„ამ პროექტით ვქმნით ევროპის ახალ ენერგეტიკულ რუკას“, - განაცხადა ალიევმა. როგორც ცნობილია, „სამხრეთის გაზის დერეფანი“, ანუ ტრანსადრიატიკული მილსადენი, რომლის სიგრძე 870 კილომეტრია, დაიწყება საბერძნეთში და ალბანეთის გავლით, იტალიაში დასრულდება. ის გამოიყენება გაზის ტრანსპორტირებისთვის შაჰ დენიზი II-ის საბადოდან.

პროექტის - ტრანსანატოლიური გაზსადენის კიდევ ორი მომიჯნავე გაზსადენის პროექტი, რომელიც თურქეთზე გადის, ასევე სამხრეთ-კავკასიური გაზსადენი, რომელიც გადის აზერბაიჯანსა და საქართველოზე - შეადგენს „სამხრეთის გაზის დერეფანს“. პროექტის ღირებულება 40 მილიარდი აშშ დოლარია. ევროკავშირში აზერბაიჯანული გაზის მიწოდება 2020 წელს იგეგმება 10 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით.

ძვირად ღირებული ავტომობილი, სახლები და მიწები გერმანიაში - რა ქონებას ფლობს ლევან კობიაშვილი

კომპანია "სითი პარკმა" დავა შეწყვიტა - რას აცხადებენ თბილისის მერიაში

1 თვეში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც 19-მა რაიონმა ერთად - რა პრობლემაზე საუბრობს "ენერგო-პრო ჯორჯია"?