ადამიანები მალე დატოვებენ დედამიწას და ჩვენი პლანეტა მხოლოდ „საცხოვრებელი“ ზონა იქნება, „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „ამაზონის“ დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა.
მისი ვარაუდით, მომდევნო წლებში მძიმე ინდუსტრია დედამიწიდან სხვა პლანეტებზე, მთვარესა და ასტეროიდებზეც კი გადაინაცვლებს. ჩვენი პლანეტა კი „მსუბუქი მრეწველობისა“ და საცხოვრებელი ზონა იქნება.
ასეთი მიღწევებისთვის კი, ბეზოსი იმედოვნებს, რომ მისი სარაკეტო კომპანია Blue Origin ნასასა და ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან ერთად შეძლებს, შექმნას კოლონია მთვარეზე. ეს კი ბეზოსს რთულად არ ეჩვენება, რადგან მთვარე ჩვენთან ახლოს არის და იქ არსებობს წყლის მარაგი, რაც საწვავის შესაქმნელად იქნება საჭირო.
ბეზოსს იმედი აქვს, რომ პროექტებში სხვა ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.
"ფორბსის" რეიტინგის მიხედვით, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია.