ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 27 რაკეტა გაუშვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 27 რაკეტა გაუშვეს

დღეს დილით ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 27 რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

„ისრაელის არმიამ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების იდენტიფიცირება მას შემდეგ მოახდინა, რაც ღაზას სექტორის საზღვართან განმეორებით ამოქმედდა საჰაერო განგაშის სიგნალი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის სამხედროების განცხადებით, საერთო ჯამში პალესტინელმა რადიკალებმა სამხრეთ ისრაელის მიმართულებით 27 რაკეტა გაუშვეს. ინფორმაცია დაშავებულებზე არ ვრცელდება.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, რომ რაკეტები ჩამოგდებული იყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიერ.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?