პირველად საქართველოში კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა იმართება

პირველად საქართველოში კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა იმართება

პირველად საქართველოში კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა იმართება. რბოლა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ავტორბოლამ სტარტი დღეს ევროპის მოედნიდან აიღო და მას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. ღონისძიება მსოფლიოში ცნობილი ავტომრბოლელი ქალის, ზოი ვითაკერის ინიციატივით და ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიების ფარგლებში ავტორბოლის მონაწილეები ჯამში 900 კილომეტრს გაივლიან. მოივლიან საქართველოს უძველეს ქალაქებს, სოფლებს, გაეცნობიან ისტორიულ არქიტექტურას. ავტორბოლაში 15-მდე საკოლექციო ავტომობილი მონაწილეობს. რბოლა ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და თბილისში დასრულდება.

„დღეს თბილისში სტარტი აიღო რბოლამ კლასიკური ავტომობილებით. რბოლა დაიწყო თბილისიდან და მონაწილეები მთელი საქართველოს მასშტაბით 900 კილომეტრს გაივლიან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას, დედაქალაქს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე. რბოლაში მონაწილეობის მისაღებად პილოტები ჩამოსულები არიან ინგლისიდან, ამერიკიდან. მინდა მათ მშვიდობიანი გზა ვუსურვო. ისინი ბევრ საინტერესო, ღირსშესანიშნავ ადგილს ნახავენ და დიდ სიამოვნებას მიიღებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ორგანიზატორია ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა.

რბოლის მარშრუტი საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის, GAF და Transport Security Consultants-ის მიერ დაიგეგმა. რბოლაში ბრიტანელი და ქართველი ეკიპაჟის წევრები სტარტს კახეთისკენ აიღებენ.

დღეს რბოლას ამერიკელი NASCAR მრბოლელი ჯენ კობი შეუერთდება, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული.

ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან 11 ჟურნალისტი ეწვია. ჟურნალისტთა ჯგუფი ტურიზმის სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოვიდა.

პროექტის გენერალური სპონსორები არიან - Wissol, Benefits Georgia, BADAGONI, Step in Georgia, Adjara Group. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია, საქართველოს საელჩო ბრიტანეთში და ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი