სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ენგურჰესის ავარიის დეტალები - აფხაზები და ქართველები მთელი სადგურის გადარჩენას ერთად ცდილობდნენ
ენგურჰესის ავარიის დეტალები - აფხაზები და ქართველები მთელი სადგურის გადარჩენას ერთად ცდილობდნენ

“ტურ­ბი­ნის მილ­სა­დე­ნი გას­კდა და ერთ-ერთი დარ­ბა­ზი და­იტ­ბო­რა... ორი დღე და ღამე ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი - რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე აფხა­ზი, იქ ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან შეგ­ვე­შინ­და, გვე­გო­ნა, რომ მთე­ლი გვი­რა­ბი და­იტ­ბო­რე­ბო­და. მილ­სა­დე­ნის გას­კდო­მა რამ გა­მო­იწ­ვია, არ ვი­ცით ჯერ. თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, დრომ. “ჰესს” რე­მონ­ტი სჭირ­დე­ბა. ეტა­პობ­რი­ვად ხდე­ბა რა­ღა­ცე­ბის შეც­ვლა, მაგ­რამ მას­შტა­ბუ­რი რეს­ტავ­რა­ცი­აა სა­ჭი­რო.

ისე­თი წნე­ვით მო­დი­ო­და წყა­ლი, ორი დღე და ღამე გვი­რაბ­ში შე­ვარ­დნილ წყლის ნა­კადს შე­სა­ბა­მი­სი აპა­რა­ტე­ბით ვტუმ­ბავ­დით, მაგ­რამ ერთი და იმა­ვე დო­ნე­ზე იყო, 25 მა­ი­სის ღა­მეს თან­და­თან კლე­ბა და­ი­წყო... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დავ­რჩით და თუ დრო­უ­ლად არ მივ­ხე­დეთ აქა­უ­რო­ბას, სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხვალ და ზეგ უა­რე­სი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დავ­დგეთ... აფხა­ზებს ჩვენ­ზე მე­ტად ეში­ნო­დათ, - თქვენ რა­ღაც ალ­ტერ­ნა­ტი­ვას მა­ინც იპო­ვით და ჩვენ რა გვეშ­ვე­ლე­ბაო, - ამ­ბობ­დნენ”, - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში “ენ­გურ­ჰე­სის” ქარ­თუ­ლი მხა­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

“ენ­გურ­ჰე­სის ავა­რი­ის სა­ი­დუმ­ლო” - ამ სა­თა­უ­რით ეხ­მა­უ­რე­ბა ekhokavkaza.com ენ­გურ­ჰეს­ზე 24 მა­ისს მომ­ხდარ საკ­მა­ოდ მას­შტა­ბურ ავა­რი­ას, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ელექტრო­ე­ნერ­გია გა­ე­თი­შა. “ენ­გურ­ჰე­სის” ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურ­ზე ავა­რი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი, დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამის მი­ზე­ზი რიგი სექ­ტო­რე­ბის დატ­ბორ­ვა გახ­და.

“წყა­ლი შე­სუ­ლია გე­ნე­რა­ცი­ის გარ­კვე­ულ სექ­ტო­რებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში წყლის ამო­ტუმბვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მისი ამო­ტუმბვის შემ­დეგ, შევ­ძლებთ პა­სუ­ხი გავ­ცეთ, თუ რამ­ხე­ლაა ზა­რა­ლი და რა პე­რი­ო­დი დას­ჭირ­დე­ბა მთლი­ა­ნად სის­ტე­მის აღ­დგე­ნას. სა­რე­ზერ­ვო სიმ­ძლავ­რე­ე­ბი ავა­მოქ­მე­დეთ და მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან იმ­პორ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ", - გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა.

იმ ღა­მეს შუ­ქის გა­რე­შე დარ­ჩა გა­ლის, ოჩამ­ჩი­რის, გულ­რიფ­შის, ტყვარ­ჩე­ლი­სა და გუ­და­უ­თის მო­სახ­ლე­ო­ბა, თბი­ლი­სი და სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე რე­გი­ო­ნი, მათ შო­რის, თით­ქმის მთლი­ა­ნი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო.

და­ზი­ან­და ტურ­ბი­ნის მილ­სა­დე­ნი, რა­მაც სა­მან­ქა­ნო დარ­ბა­ზის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის დატ­ბორ­ვა გა­მო­იწ­ვია. მომ­ხდა­რის შემ­დეგ ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­ი­თი­შა ენ­გურ­ჰე­სის ძი­რი­თა­დი აგ­რე­გა­ტე­ბი, მთე­ლი ღამე წყლის ამო­ტუმბვა მი­დი­ო­და, რად­გა­ნაც ამის გა­რე­შე მომ­ხდა­რის მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა და ზა­რა­ლის დათ­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

“ენ­გურ­ჰე­სის” დი­რექ­ტო­რი ლე­ვან მე­ბო­ნია ამ­ბობს, რომ “დე­რი­ვა­ცი­უ­ლი გვი­ბა­რი წყლით არის სავ­სე, მაგ­რამ წყლის დონე არ მა­ტუ­ლობს. მი­დის ამო­ტუმბვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი”. მისი თქმით, ენ­გურ­ჰე­სი 3-4 დღე­ში მწყობ­რში იქ­ნე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ო­რე, მე­სა­მე და მე­ო­თხე აგ­რე­გა­ტე­ბის, ფუნ­და­მენ­ტის, დე­რი­ვა­ცი­უ­ლი გვი­რა­ბის რე­მონ­ტი 2002-2013 წლებ­ში ჩა­ტარ­და და ის 45 მი­ლი­ო­ნი ევრო დაჯ­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­მა და ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა გა­მო­უ­ყო. რე­მონ­ტის მო­რი­გი ეტა­პი მიმ­დი­ნა­რე წელს არის და­გეგ­მი­ლი, რომ­ლის დრო­საც ელექტრო­სად­გუ­რი და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვით უნდა გა­ჩერ­დეს, სწო­რედ ამა­ზე ღე­ლა­ვენ აფხა­ზე­ბი და “ხელმღვა­ნე­ლო­ბის­გან” ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­როს პოვ­ნას ითხო­ვენ.

სა­ერ­თოდ კი, უკვე წლე­ბია აფხა­ზე­ბი ელექტრო­ე­ნერ­გი­ას­თან დაკვში­რე­ბულ პრობ­ლე­მა­ზე წე­რენ, რად­გან ქარ­თულ­მა მხა­რემ არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ მთე­ლი აფხა­ზე­თის­თვის დე­ნის უფა­სოდ მი­წო­დე­ბა დიდ­ხანს ვე­ღარ გაგ­რძელ­დე­ბა. დე­ნის გა­დახ­დის ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა კი, აფხა­ზეთს არ აქვს და აფხა­ზუ­რი მე­დი­ის თა­ნახ­მად, არც აპი­რე­ბენ “ბი­უ­ჯეტ­ში” გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

“რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­ქარ­თვე­ლო არ­კვევს რუ­სეთ­თან, მოგ­ვაწ­ვდის თუ არა ის დენს დ კაც­მა არ იცის, - რის სა­ნაც­ვლოდ. ამ დროს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სეთ­თან პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­უბ­რის მეტს არა­ფერს აკე­თებს, რის­თვის გვყავს მთავ­რო­ბა?”, - წე­რენ აფხა­ზე­ბი.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის აფხა­ზი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ იმა­ზეც, რომ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბიც აფხა­ზუ­რი დე­ნით სარ­გებ­ლო­ბენ. ბევ­რი მი­ზე­ზის გამო კი, რე­გი­ონ­ში იმ­დე­ნად და­ბა­ლი ძაბ­ვაა, რომ ელექტრო­ტექ­ნი­კას მუ­შა­ო­ბა უჭირს.

“ენ­გურ­ჰე­სი” 1970-იან წლებ­ში აშენ­და და კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რია. ამას­თან, ამ ტი­პის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი თა­ღო­ვა­ნი კაშ­ხა­ლია მსოფ­ლი­ო­ში. მის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­თხოვ­ნის ნა­ხე­ვარს აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

“ენ­გურ­ჰე­სი” ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს, - მარ­თვის პულ­ტი კი აფხა­ზურ მხა­რე­საა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ენგურჰესის ავარიის დეტალები - აფხაზები და ქართველები მთელი სადგურის გადარჩენას ერთად ცდილობდნენ

ენგურჰესის ავარიის დეტალები - აფხაზები და ქართველები მთელი სადგურის გადარჩენას ერთად ცდილობდნენ

“ტურბინის მილსადენი გასკდა და ერთ-ერთი დარბაზი დაიტბორა... ორი დღე და ღამე ყველა თანამშრომელი - როგორც ქართველი, ისე აფხაზი, იქ ვიყავით. ძალიან შეგვეშინდა, გვეგონა, რომ მთელი გვირაბი დაიტბორებოდა. მილსადენის გასკდომა რამ გამოიწვია, არ ვიცით ჯერ. თუმცა, სავარაუდოდ, დრომ. “ჰესს” რემონტი სჭირდება. ეტაპობრივად ხდება რაღაცების შეცვლა, მაგრამ მასშტაბური რესტავრაციაა საჭირო.

ისეთი წნევით მოდიოდა წყალი, ორი დღე და ღამე გვირაბში შევარდნილ წყლის ნაკადს შესაბამისი აპარატებით ვტუმბავდით, მაგრამ ერთი და იმავე დონეზე იყო, 25 მაისის ღამეს თანდათან კლება დაიწყო... შეიძლება ითქვას, რომ სასწაულებრივად გადავრჩით და თუ დროულად არ მივხედეთ აქაურობას, სრულიად შესაძლებელია, ხვალ და ზეგ უარესი პრობლემის წინაშე დავდგეთ... აფხაზებს ჩვენზე მეტად ეშინოდათ, - თქვენ რაღაც ალტერნატივას მაინც იპოვით და ჩვენ რა გვეშველებაო, - ამბობდნენ”, - ამბობს ჩვენთან საუბარში “ენგურჰესის” ქართული მხარის თანამშრომელი.

“ენგურჰესის ავარიის საიდუმლო” - ამ სათაურით ეხმაურება ekhokavkaza.com ენგურჰესზე 24 მაისს მომხდარ საკმაოდ მასშტაბურ ავარიას, რომლის შედეგადაც, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია გაეთიშა. “ენგურჰესის” ჰიდროელექტროსადგურზე ავარიას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი რიგი სექტორების დატბორვა გახდა.

“წყალი შესულია გენერაციის გარკვეულ სექტორებში. შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობდა. მისი ამოტუმბვის შემდეგ, შევძლებთ პასუხი გავცეთ, თუ რამხელაა ზარალი და რა პერიოდი დასჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენას. სარეზერვო სიმძლავრეები ავამოქმედეთ და მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტი განვახორციელეთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

იმ ღამეს შუქის გარეშე დარჩა გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, ტყვარჩელისა და გუდაუთის მოსახლეობა, თბილისი და საქართველოს რამდენიმე რეგიონი, მათ შორის, თითქმის მთლიანი დასავლეთ საქართველო.

დაზიანდა ტურბინის მილსადენი, რამაც სამანქანო დარბაზის პირველი სართულის დატბორვა გამოიწვია. მომხდარის შემდეგ ავტომატურად გაითიშა ენგურჰესის ძირითადი აგრეგატები, მთელი ღამე წყლის ამოტუმბვა მიდიოდა, რადგანაც ამის გარეშე მომხდარის მიზეზების დადგენა და ზარალის დათვლა შეუძლებელია.

“ენგურჰესის” დირექტორი ლევან მებონია ამბობს, რომ “დერივაციული გვიბარი წყლით არის სავსე, მაგრამ წყლის დონე არ მატულობს. მიდის ამოტუმბვითი სამუშაოები”. მისი თქმით, ენგურჰესი 3-4 დღეში მწყობრში იქნება.

არსებული ინფორმაციით, მეორე, მესამე და მეოთხე აგრეგატების, ფუნდამენტის, დერივაციული გვირაბის რემონტი 2002-2013 წლებში ჩატარდა და ის 45 მილიონი ევრო დაჯდა, რომელიც საქართველოს ევროკავშირმა და ევროპის განვითარების ბანკმა გამოუყო. რემონტის მორიგი ეტაპი მიმდინარე წელს არის დაგეგმილი, რომლის დროსაც ელექტროსადგური დაახლოებით 6 თვით უნდა გაჩერდეს, სწორედ ამაზე ღელავენ აფხაზები და “ხელმღვანელობისგან” ალტერნატიული წყაროს პოვნას ითხოვენ.

საერთოდ კი, უკვე წლებია აფხაზები ელექტროენერგიასთან დაკვშირებულ პრობლემაზე წერენ, რადგან ქართულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ მთელი აფხაზეთისთვის დენის უფასოდ მიწოდება დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. დენის გადახდის ფინანსური საშუალება კი, აფხაზეთს არ აქვს და აფხაზური მედიის თანახმად, არც აპირებენ “ბიუჯეტში” გაითვალისწინონ.

“როგორც ირკვევა, საქართველო არკვევს რუსეთთან, მოგვაწვდის თუ არა ის დენს დ კაცმა არ იცის, - რის სანაცვლოდ. ამ დროს ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან პარტნიორულ ურთიერთობაზე საუბრის მეტს არაფერს აკეთებს, რისთვის გვყავს მთავრობა?”, - წერენ აფხაზები.

სოციალური ქსელის აფხაზი მომხმარებლები წერენ იმაზეც, რომ რუსეთის სამხედრო ბაზებიც აფხაზური დენით სარგებლობენ. ბევრი მიზეზის გამო კი, რეგიონში იმდენად დაბალი ძაბვაა, რომ ელექტროტექნიკას მუშაობა უჭირს.

“ენგურჰესი” 1970-იან წლებში აშენდა და კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია. ამასთან, ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.

“ენგურჰესი” ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, - მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.

რატომ შეელია პუტინი სურკოვს - რუსეთის პრეზიდენტმა უკრიანასა და აფხაზეთის რეგიონში თავისი "მარჯვენა ხელი" გაათავისუფლა

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?

"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი