საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად დაესწრო. პირველი ლედი, როგორც ყველა სხვა ოფიციალურ ღონისძიებაზე, დღესაც შეუდარებლად გამოიყურებოდა. მაკა ჩიჩუას თეთრი კაბა ეცვა.
100 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან - ეროვნული დღესასწაული როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურად და განსაკუთრებულად აღინიშნება.
თბილისში საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნა.
ფოტო: პრემიერ-მინისტრის "ფეისბუქ" გვერდი