ტოჩინოშინი იოკუძუნა კაკურიუსთან დამარცხდა - რა შანსები აქვს მას დღევანდელი მარცხის შემდეგ

ტოჩინოშინი იოკუძუნა კაკურიუსთან დამარცხდა - რა შანსები აქვს მას დღევანდელი მარცხის შემდეგ

დღეს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთოთხმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა მეორე მარცხი იწვნია.

ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი იოკუძუნა კაკურიუ იყო, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 2:21 ჰქონდა. დღევანდელი შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ დღეს დიდი ალბათობით წყდებოდა იმპერატორის თასის ბედი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენმა მებრძოლმა გუშინ ხელი მძიმედ დაიზიანა და ტრავმირებული ასპარეზობდა.

ნახეთ ვიდეო: აქვს თუ არა იმპერატორის თასის მოგების შანსი ტოჩინოშინს დღევანდელი მარცხის შემდეგ?

დღევანდელი ორთაბრძოლის შემდეგ ლიდერთა სია ასე გამოიყურება:

იოკუძუნა კაკურიუ - 13 გამარჯვება , 1 მარცხიტოჩინოშინი - 12 გამარჯვება, 2 მარცხიიოკუძუნა ჰაკუჰო - 12 გამარჯვება , 2 მარცხი

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა ფალავანმა ყველა პირობა შეასრულა, რომ ბაშოს დასრულების შემდეგ ოძეკობა (სუმოს იერარქიაში რანგით მეორე ტიტული) მიანიჭონ. უკვე იაპონური ტელევიზიებიც ხშირად ქართველს ოძეკად მოიხსენიებენ.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა იკიოი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 7:4-ზე აქვს. 31 წლის იაპონელმა ამ ბაშოზე 8 შეხვედრა მოიგო და 5 შეხვედრაში დამარცხდა.

ფინალურ დღეს ერთმანეთს აგრეთვე დაუპირისპირდებიან მონღოლი იოკუძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ. ჰაკუჰოს სრული უპირატესობა აქვს ბალანსში 41:6-ზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი