ტოჩინოშინი დღეს დამარცხდა - რა შანსები აქვს სუმოისტს მარცხის შემდეგ

ტოჩინოშინი დღეს დამარცხდა - რა შანსები აქვს სუმოისტს მარცხის შემდეგ

დღეს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეცამეტე დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინი პირველად დამარცხდა. ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა შოდაი იყო, რომელთანაც დადებითი ბალანსი 5:3-ზე ჰქონდა.

ტოჩინოშინმა წინა ტურში 40-გზის ჩემპიონ იოკუძუნა ჰაკუჰოს სძლია და ძალიან ახლოს არის იმპერატორის თასთან. მისი მთავარი მდევარი ამჟამად იოკუძუნა კაკურიო არის, რომელიც ერთი მოგებით ჩამორჩება.

sportall.ge-ს ინფორმაციით, აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდრე სუმოს კომიტეტი შეიკრიბება იაპონური ტელევიზიები ქართველს უკვე თამამად უწოდებენ "ოძეკს" (რანგით მეორე იერარქია) რაც აგრეთვე ძალიან დიდი წარმატებაა.

ხვალ ტოჩინოშინს ერთგვარად ფინალური ბრძოლა ელოდება, მისი მეტოქე მონღოლი იოკუძუნა კაკურიოა, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 2:21 აქვს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ წინა ბაშოზე დაუმარცხებელ კაკურიოს ტრავმირებულმა ლევან გორგაძემ სძლია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ