ახალი კომპიუტერული ვირუსი, რომელიც უკვე მსოფლიოს 54 ქვეყანაში გავრცელდა

ახალი კომპიუტერული ვირუსი, რომელიც უკვე მსოფლიოს 54 ქვეყანაში გავრცელდა

ახალმა კომპიუტერულმა ვირუსმა 54 ქვეყანაში 500 ათასი კომპიუტერული მოწყობილობა დააინფიცირა. ამის შესახებ ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია "Cisco Systems" იუწყება.

დამაზიანებელი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც პირობითად "VPNFilter" უწოდეს, ქსელურ აპარატურას ანადგურებს, კონკრეტულად კი როუტერებსა და დისკებს. პროგრამის მეშვეობით ბოროტმოქმედებს შეუძლიათ არა მხოლოდ მოიპარონ მონაცემები საიტებიდან, არამედ მწყობრიდან გამოიყვანონ ციფრული მოწყობილობები.

კომპანიის ექსპერტების განცხადებით, ვირუსი 54 ქვეყანაშია გავრცელებული, განსაკუთრებულად აქტიურად კი - უკრაინაში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"