სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები რამდენიმე დღით იცვლება
რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები რამდენიმე დღით იცვლება

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და მათი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 24-25 და 26 მა­ისს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­სა და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა ეტა­პობ­რი­ვად შე­ი­ზღუ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მარ­შრუ­ტე­ბი დრო­ე­ბით შე­იც­ვლე­ბა.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 24 მა­ისს, ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან პუშ­კი­ნის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ი­ზღუ­დე­ბა, ხოლო კოტე აფხა­ზი­სა და შალ­ვა და­დი­ა­ნის ქუ­ჩე­ბი­დან მოძ­რა­ო­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ პუშ­კი­ნის ქუ­ჩის­კენ. შე­სა­ბა­მი­სად, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან ფი­ლარ­მო­ნი­ის­კენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გა­და­ად­გილ­დე­ბა მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­სა და მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის (ყოფ. ელ­ბა­ქი­ძის აღ­მარ­თი) ქუ­ჩის გავ­ლით.

კო­ჯრის გზატ­კე­ცილ­ზე მოძ­რა­ვი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ამაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე მობ­რუნ­დე­ბა და უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლას დად­გე­ნი­ლი სქე­მით გა­ნაგ­რძობს.

25 მა­ისს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­სა და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა სრუ­ლად შე­ი­ზღუ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის­კენ და უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­სა და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩის გავ­ლით იმოძ­რა­ვებს.რაც შე­ე­ხე­ბა 26 მა­ისს, მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტრან­სპორ­ტის­თვის და­მა­ტე­ბით ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩაც ჩა­ი­კე­ტე­ბა. ამ­დე­ნად, ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის­კენ მოძ­რა­ვი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­სა და მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს გა­ივ­ლის, შემ­დეგ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­ზე აუხ­ვევს და ავ­ლაბ­რის მო­ე­დან­ზე მობ­რუნ­დე­ბა. ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზი­რი­დან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის­კენ მოძ­რა­ვი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ავ­ლაბ­რის მო­ე­დან­ზე მობ­რუნ­დე­ბა და უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბით იმოძ­რა­ვებს, ხოლო ორ­თა­ჭა­ლი­დან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის­კენ მოძ­რა­ვი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს გა­ივ­ლის, მშრალ ხიდ­ზე აუხ­ვევს, შემ­დეგ ათო­ნე­ლი­სა და ვირ­სა­ლა­ძის ქუ­ჩე­ბი­დან კვლავ მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს და­უ­კავ­შირ­დე­ბა და სვლას უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნაგ­რძობს. მარ­შრუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ცოტ­ნე და­დი­ა­ნის ქუ­ჩი­დან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის­კენ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, მოძ­რა­ო­ბას ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ე­დან­ზე და­ას­რუ­ლე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები რამდენიმე დღით იცვლება

რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები რამდენიმე დღით იცვლება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 24-25 და 26 მაისს, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 24 მაისს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბარათაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით შეიზღუდება, ხოლო კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ პუშკინის ქუჩისკენ. შესაბამისად, ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის აღმართი) ქუჩის გავლით.

კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩაზე მობრუნდება და უკუმიმართულებით სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

25 მაისს, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება. აქედან გამომდინარე, ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ და უკუმიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებს.რაც შეეხება 26 მაისს, მერიის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრანსპორტისთვის დამატებით ბარათაშვილის ქუჩაც ჩაიკეტება. ამდენად, ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯავახიშვილის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაივლის, შემდეგ ბარათაშვილის ხიდზე აუხვევს და ავლაბრის მოედანზე მობრუნდება. ქეთევან წამებულის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავლაბრის მოედანზე მობრუნდება და უკუმიმართულებით იმოძრავებს, ხოლო ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაივლის, მშრალ ხიდზე აუხვევს, შემდეგ ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება და სვლას უკუმიმართულებით განაგრძობს. მარშრუტები, რომლებიც ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდებიან, მოძრაობას ზაარბრიუკენის მოედანზე დაასრულებენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ